vagner

რიხარდ ვაგნერი 1813 წლის 22 მაისს დაიბადა  ქალაქ ლაიპციგში. რიხარდი კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი იყო . ვაგნერს დაბადებიდან 6 თვეში მამა გარდაეცვალა, ამიტომ დედამ, ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. გეიერი აგრეთვე დრამატურგი გახლდათ, 1814 წლის აგვისტოში გეიერი და ჯოანა დაქორწილდნენ.

რიხარდ ვაგნერი XIX საუკუნის ევროპული მუსიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო,  ვაგნერმა 15 წლის ასაკში დაწერა ცნობილი ტრაგედია “ლეიბალდი და ადელაიდა”.1834 წელს რიხარდმა გაიცნო მსახიობი მინა პლანერი. ორი წლის შემდეგ რიხარდი და მინა შეუღლდნენ. ამ დროისათვის ის მაგდებურგის თეატრის დირიჟორი გახლდათ, თუმცა 3 წლის შემდეგ ის პარიზში გადავიდა მეუღლესთან ერთად, სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება მისთვის ურთულესი წლები, მან პარიზში ვერანაირი აღიარება ვერ მოიპოვა და ხშირად ლუკმა-პურის ფულსაც კი ვერ შოულობდა. მთელი ფასეული ნივთები ლომბარდში მიიტანა და ვეღარ გამოისყიდა, დაედო უამრავი ვალი და ხშირად კრედიტორებთან ხვეწნა მუდარა უხდებოდა, რათა ვალები გადაევადებინათ. მისმა გაჭირვებამ პიკს მიაღწია, როდესაც სახლში დაბრუნებულს მეუღლე მინდა თვალცრემლიანი დახვდა, რომელმაც 5 ფრანკი ვერ მოიძია პურის საყიდლად, მიუხედავად ამისა რიხარდი მხნეობას და იმედს არ კარგავდა. ვაგნერს მხსნელად თავისივე ოპერა “რიენცი” მოევლინა, რომლის დადგმაზეც თავდაპირველად დრეზდენის ოპერამ უარი განაცხადა მისი სიძვირის გამო თუმცა საბოლოოდ შეთანხმება მოხერხდა და ამ ოპერამ ვაგნერს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. “რიენცის” პრემიერა გაიმართა 1942 წლის ოქტომბერში. “რიენცის” წარმატების შემდეგ ის მიიწვიეს ბერლინსა და ლაიპციგში და მუსიკოსს, რომელსაც პარიზში შიმშილით სული ძვრებოდა გერმანიაში უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

genios1845 წელს დრეზდენში დაიდგა ვაგნერის ოპერა “ტანჰოიზერი”.  1848 წლის მარტში კი გერმანიაში რევოლუცია დაიწყო, ვაგნერი კი აჯანყებულებს მხარს უჭერდა, რამაც მას საბოლოოდ ცუდი სამსახური გაუწია, რადგან აჯანყებულები დამარცხდნენ, ვეყნის ხელისუფლებამ კი ვაგნერზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ მან პირდაპირ რეპეტიციაზე შეიტყო და სახლში დაბრუნება ვეღარ გაბედა, მიატოვა ოჯახი და გაიქცა, 10 წლის მანძილზე ის ძებნაში იყო.ამ დროის მანძილზე ის ჩავიდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სადაც გაიცნო ძალიან ლამაზი ინგლისელი მანდილოსანი ჯესი ლოსოტი, მან უმალვე დაიპყრო კომპოზიტორის გული, თუმცა ჯესის ქმარი ყავდა, ამან საქმე ძალიან გაართულა, რადგან რიხარდმა და ჯესიმ საბერძნეთში გაქცევა განიძრახეს, ჯესის მეუღლემ კი ამის შესახებ გაიგო და ვაგნერს მოკვლით დაემუქრა. საბოლოოდ მეუღლემ ჯესი წაიყვანა და წავიდა, რადგან საშიშროება მეუღლის დაკარგვისა დიდი იყო, აღნიშნული ურთიერთობა აქ დასრულდა.

ვაგნერი უზომოდ არაორდინალური პიროვნება გახლდათ, ის სულ ხიფათს ეძებდა და დიდი მექალთანე იყო, შვეიცარიიდან ვაგნერი ბავარიაში გადასახლდა, სწორედ ბავარიის მხარესთანაა ყველაზე დიდი სკანდალები დაკავშირებული, ბავარიის მაშინდელი მეფე ლიდვიგ II 18 წლის ყმაწვილი იყო, რომელსაც უზომოდ უყვარდა ვაგნერის მუსიკა და მას მუსიკის სიყვარული პიროვნების სიყვარულშიც გადაეზარდა, ვაგნერი და მეფე გამუდმებით საუბრობდნენ ხელოვნებაზე ან სულაც სრულ სიჩუმეში გარინდულები ისხდნენ. აღნიშნულ ურთიერთობას რომანად მოიხსენიებენ, თუმცა არავინ იცის ეს რომანი იყო, თუ უბრალოდ ხელოვანის გაღმერთება ახალგაზრდა მეფის მხრიდან, მან ვაგნერი უზრუნველყო ფულით და საცხოვრებელი ადგილით, ამ პერიოდისათვის რიხარდი მის მომავალ მეუღლე კოიზამა ფონ ბიულოვთან ცხოვრობდა, რომელზეც საბოლოოდ დაქორწინდა, აღსანიშნავია, რომ რიხარდს 5 წლით ადრე რომანი ჰქონდა კოიზამას უფროს და ბლანდინთან, მაგრამ კოიზამა ის ქალი აღმოჩნდა, რომელმაც რიხარდს ბედნიერება მოუტანა და მასთან ორი შვილი შეეძინა. მას სულ სამი შვილი ყავდა და სახელად ერთ-ერთ მათგანს მისი ცნობილი ოპერის  დასახელება შეურჩია: “ტრისტანი და იზოლდა”-ს პატივსაცემად მან პირველ გოგოს იზოლდა დაარქვა, მეორეს ევა, ხოლო ბოლოს მას შეეძინა ნანატრი ვაჟი ზიგფრიდი, მას მან აგრეთვე მეორე სახელი რიხარდი უწოდა, რადგან უნდოდა მისი სახელი დიდხანს ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებაში. ვაგნერი 1883 წლის თებერვლის 13 რიცხვში, იტალიის ქალაქ ვენეციაში გულის შეტევით გარდაიცვალა, ამის შემდეგ მკვდარი ვაგნერის სხეული კოიზამას ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჰყავდა ჩახუტებული და ბოლოს მისი ძალიან გრძელი თმა მოიჭრა და მიცვალებულს გულზე დააწყო.

gaga

გენიოსი

ვაგნერი ბეთჰოვენის საოცარი გულშემატკივარი იყო, მას ზეპირად შეეძლო ყოველგვარი პარტიტურის გარეშე ბეთჰოვენის სიმფონიების დირიჟორობა რამაც ლონდონის საზოგადოება ძალიან აღაშფოთა. ისინი ამ ჟესტს ბეთჰოვენის უპატივცემულობად მიიჩნევდნენ, ამის გამო ვაგნერმა მართლაც დაიდო პარტიტურა და იდირიჟორა,  მისი გენიალობით აღფრთოვანებული საზოგადოება ოპერის დასრულების შემდეგ სცენაზე ავიდა: “ჩვენ ხომ ვამბობდით”! “ეს სულ სხვა ჟღერადობაა”! “ბეთჰოვენისეული ჟღერადობა”! “როგორ არაჩვეულებრივად აიღეთ “სკერცო”! აღნიშნული სიტყვების დროს ერთ-ერთმა მუსიკათმცოდნემ აიღო პარტიტურა და გადაშალა: მის წინ არა ბეთჰოვენი, არამედ  ჯაკომო როსინის “სევილიელი დალაქი” იდო, თანაც თავდაყირა დადებული.

რეკორდსმენი

რიხარდ ვაგნერმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლო არია. ის ჟღერს ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში, ოპერაში “ღმერთების სიკვდილი”. არია ჟღერს 15 წუთის განმავლობაში. ასევე ვაგნერს ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერა – “ნიურბერგის მეისტერზინგერები” რომელიც გრძელდება 5 საათის და 15 წუთის განმავლობაში.

Advertisements