anbani

განვაგრძობ სასარგებლო პროგრამების შემოთავაზებას და ამჯერად წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფენ. ე.წ. ქართულად წერის ფუნქციის დაყენებას.

აქ ორი პროგრამა დავდე.

პირველი მათგანი დასაყენებლად უფრო ადვილია. გადმოწერეთ პროგრამა, გაუშვით Setup და აირჩიეთ Georgian unicode (English Layout). დაუცადეთ 1-2 წუთი და პროგრამა დაყენდება. ამის შემდეგ პირდაპირ შეგიძლიათ აირჩიოთ ამოცანათა პანელზე (Taskbar) Ka, ანუ ქართული კლავიატურა. როგორც ხვდებით ენის დასამატებლად Regional and Language options-ში შესვლა აღარ გვჭირდება. ამ პროგრამის ერთადერთი მინუსი ისაა,რ ომ ზოგიერთ Windows-ს ვერ ეწყობა, არ ყენედება უბრალოდ.

გადმოწერა/Download

მეორე კი დასაყენებლად საჩალიჩოა, მაგრამ თუ Windows-ი არაა დაზიანებული, აუცილებლად დაინსტალირდება. დაყენების წესი: გაუშვით საინსტალაციო, დააყენეთ, შემდეგ უნდა შეხვიდეთ Start – Control Panel – Regional and Language options – Languages აქ აირჩიეთ Details და გაიხსნება კიდევ ერთი პატარა ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ ღილაკს Add და Input Language ველში ჩამოშალეთ და აირჩიეთ Georgian , Keyboard Layout/IME ველში კი განლაგება ლათინურ ასოებზე, ანუ Georgian Unicode (US) შემდეგ ყველა გახსნილ ფანჯარაში დაადასტურეთ ოპერაციის დასრულება OK ღილაკებით და ქართული კლავიატურა მზად იქნება 🙂

გადმოწერა/Download

ყურდაღება: ეს ინფორმაცია გათვალისწინებულია Windows XP-სათვის. თუკი თქვენ გსურთ, ქართული კლავიატურის დამატება Windows 7-ზე, მაშინ მიყევით ამ ბმულს: ქართული კლავიატურა /Georgian Keyboard – Windows 7

Advertisements