kutna horaჩეხეთი, ერთი ჩვეულებრივი ცენტრალური ევროპის სახელმწიფო სოციალისტური წარსულითა და ლამაზი არქიტექტურით, სწორედ ასეთი ერთფეროვანი წარმომედგინა აღნიშნული ქვეყანა ბავშვობიდან, თუმცა აქაც შეიძლება განსაკუთრებული, ძალზედ უცნაური ადგილების აღმოჩენა, მათგან ერთ-ერთი თვალსაჩინო პატარა ქალაქი კუტნა ჰორაა…

ქალაქი თითქოს არაფრითაა გამორჩეული მეზობელი დასახლებული პუნქტებისაგან, ის დედაქალაქ პრაღიდან ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს. შაბათ დღეს ყველაფერი დაკეტილია და ქუჩაშიც მოძრაობა ნაკლებადაა, შეიძლება ქალაქში სეირნობისას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი შეგხვდეთ. (ერთ-ერთი ამერიკელი ტურისტის მონათხრობიდან.)

kutnaკუტნა ჰორას და ჩეხეთის ყველაზე უცნაური ადგილი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ეს ადგილი არც მეტი არც ნაკლები ყოველი წმინდანის სახელობის კათოლიკური ეკესიაა. როდესაც ეკლესიას უახლოვდები თითქოს აქ უცნაური არაფერია, ერთი ჩვეულებრივი ისტორიული ნაგებობის კედლები მოჩანს, თუმცა მთავარი წინ გელით.

1278 წელს ბოჰემიის სამეფოს მეფემ ოტაკარ II-ემ კათოლიკე აბატი, ვინმე ჰენრი წმინდა მიწაზე პალესტინაში გაგზავნა, რომელიც გოლგოთას მთის მოსალოცად წავიდა. სწორედ გოლგოთას მთიდან წამოიღო ჰენრიმ წმინდა მიწის გარკვეული ნაწილი და დღევანდელი ტაძრის ტერიტორიაზე დაყარა, ამის შემდეგ პატარა ქალაქ კუტნა ჰორაში არსებული ეს ტერიტორია უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ყველა წარჩინებულ მოღვაწეს აქ დაკრძალვა სურდა, 1400 წლამდე ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სასაფლაო იყო, ამ წლის შემდეგ აქ გოთიკური ტაძარი აიგო, ვინაიდან და რადგანაც სასაფლაოებისათვის აქ ადგილები აღარ იყო ტაძრის გარკვეული ნაწილის აკლდამად გადაკეთება განიზრახეს, თუმცა XVIII საუკუნეშ აღმოსავლეთ ევროპას შავი ჭირი დაატყდა თავს და დახოცილი ადამიანების რიცხვმა ერთი ორად იმატა, ასე მოხდა ქალაქ კუტნა ჰორაშიც. დაღუპულ ადამიანთა ჩონჩხების მოთავსება შეუძლებელი გახლდათ და სწორედ ამიტომ 1703-1711 წლებში ეკლესიის წინა კედლის რესტავრაციის დროს ჩონჩხების მშენებლობაში გამოყენება განიზრახეს. მშენებლობისათვის ისინი იყენებდნენ ადამიანის ჩონჩხის ნებისმიერ ძვალს. სწორედ აქედან დაიწყო აღნიშნული წმინდა ადგილის უცნაური ისტორია, დანამდვილებით ვერავინ იტყვის ეს სიწმინდეა თუ უდიდესი ცოდვა მაგრამ აღნიშნული ქმედების მსგავსი მართლმადიდებლობაში, რომ მიუღებელია ეს აშკარაა.

yahoo

kkkkkkk

kaka

Advertisements