nunger

ქვეყნის განვითარების დონის განსაზღვრა ძალიან რთულია , რადგან იგი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას და ანალიზს მოითხოვს.

გაცილებით იოლია  მდიდარი და ღარიბი ქვეყნების დადგენა, თუ მათ შევაფასებთ ერთიანი ეროვნული პროდუქტის მიხედვით. თუმცა შემოსავლების მოცულობა არ იძლევა სრულ წარმოდგენას  ამა თუ იმ ქვეყანაში “ცხოვრების ხარისხის ”  შესახებ. იგი მოითხოვს ისეთი სოციალური  პარამეტრების გათვალისწინებას, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების დონე, განათლების ხელმისაწვდომობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოხმარება, დამნაშავეობის დონე და ა.შ.

აქედან სამედიცინო მომსახურების დონე და ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღების საკითხი საქართველოში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, დადებითი შეფასება შეიძლება მიეცეს მხოლოდ დამნაშავეობის დონის შედარებით დაბალ სიხშირეს, რომლის კლებაც აშკარად შეინიშნება სათანადო სამართალდამცავი ორგანოების არსებობის პირობებში. მძიმე მდგომარეობაა განათლების სფეროშიც რაც მაღალი ფასებით და არაპროფესიონალიზმითაა გამოწვეული.

ყოველთვის, მუდამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანს თან სდევდა უდიდესი “სენი” სიღარიბე, რაც XXI აუკუნეშიც კი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ შიმშილობს და სამწუხაროდ ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც,  XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იკლებს რაც იმის იმედს იძლევა, რომ ახლოსაა დრო როდესაც ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს აღნიშნულ პრობლემას. ამისათვის პირველრიგში უმუშევრობის დაძლევაა პრიორიტეტული.

დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 30%-ის ყოველდღიური შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლებია, რაც ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისათვის პრაქტიკულად კატასტროფაა. ჩვენს 19 წლის “ყმაწვილ” ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ამ რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება, რაც ალბათ პირველრიგში არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალი პოლიტიკოსების,  ჩვენი უწესრიგო მენტალიტეტისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული, ფესვგადგმული სიზარმაცის ბრალია, აგრეთვე ქედმაღლობის რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება (მხოლოდ ქართველებისათვის) სათაკილოა.

ქვეყანამ ძალიან მცირე დროში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს აზოგადოებაზე ნაკლებად აისახა და აღნიშნული ეკონომიკური წარმატებას   მოსახლობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

2001 წლისათვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 54% ცხოვრობდა, 9 წელიწადში ეს რიცხვი მთელი 20%-ით შემცირდა.

ამით ჩვენმა ქვეყანამ თავი დააღწია ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნების სიას და გარდამავალ ქვეყნებში დაიმკვიდრა ადგილი, აღნიშნულ ქვეყნებს მიეკუთვნება აგრეთვე სამხრეთ ამერიკისა და აზიის რიგი ქვეყნები, მათაც და ჩვენც ანალოგიური პრობლემები გვაწუხებს, რის გადასაჭრელადაც მძიმე შრომა და კეთლისინდისიერებაა აუცილებელი.

Advertisements