8c403eb8f9f6

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი,

შორს მოლოდონით გათანგულ ხეებს წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.

მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის შემდეგ, ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,

გთხოვთ მაპატიოთ, რომ ვერაფერი, ვერ ავასრულე, რაც დამარიგეთ…

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები, მუქდება ღამე ჩაქრა დაისი.

გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას, რომ ბედისწერა უცდის თავისი…

თავისი წილი მზე და იმედი, თავისი წილი ცა და ოცნება.

სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ, უნდა ყველაფრის შესძლო მოსწრება.

მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან ვერ ავიყოლე სული ნაგვემი.

ბედნიერება ჩემი წილხვედრი, კუზიანია, როგორც აქლემი…

მე როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან, ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის

და გზად ამოსულ ყველა ეკალზე ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.

მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ, მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,

ზამთარი მიდის, გთხოვთ შემიფაროთ, პირველ მერცხლების შემოფრენამდე…

მე მოგიყვებით, საით მატარეს ამდენი ხანი ფრთებით ლექსებმა.

სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარდა ახლა მე, ალბათ არსად არ მიმესვლება…

თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად, ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს,

მეც არაფერი არ მინდა თქვენგან, ოღონდ წარსულზე მალაპააკეთ…

მაგრამ სხვებივით თუ მომიძულეთ, თუ დაივიწყეთ ჩემი პროფილი,

მე დავბრუნდები კლავ ნირვანაში, როგორც ციხეში – უარყოფილი.

შევურიგდები ჩემს ბედს, თუმც ზოგჯერ მაინც დანისლავს თვალებს სისველე,

რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში, ვიცი არავინ არ გამიხსენებს….

———————————-

ამ ლექსის ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ… შეიძლება ის ჩემი ქართულის მასწავლებელსაც ეკუთვნის. ვერ გეტვით ზუსტად. ახლა გამახსენდა უბრალოდ… სკოლის დროინდელ რვეულში მიწერია, მომენატრა ის დრო, 2002 წელი და გიორგობისთვე….

Advertisements