skype

ვინც ახალი ვერსიის სკაიპს იყენებთ, მოგეხსენებათ, რომ თუკი ვინმე წაგშლით კონტაქტებიდან, მის სკაიპ-სახელთან კითხვის ნიშანი აღარ ჩნდება…

“მშვენიერია” არა, მათ წაგშალეს, თქვენ კი პრაქტიკულად ტყუილად გყავთ კონტატქებში ისინი. იმის გასაგებად, თუ ვინ გახდა ზედმეტი კონტაქტი, 2 გზა გვაქვს: დავაყენოთ სკაიპი 3.8 და კიდევ უფრო ძველი ვერსია, ან მეორე და უფრო მოსახერხებელი: გავფილტროთ კონტაქტები. მაშ ასე, შევდივართ მენიუში Contacts ვირჩევთ ბრძანებას Hide Contacts Who და გახსნილ ქვე მენიუში ავირჩიოთ Haven’t Shared Contact Details. ამის შემდეგ, სკაიპი დამალავს თქვენი კონტაქტებიდან მას, ვისაც არ დაუმატებიხართ ან წაშლილი ყავხართ (ანუ, მხოლოდ მათ დაინახავთ სიაში, ვისაც ყავხართ კონტაქტებში 🙂 ) და ვერ ხვდებით. ახლა თქვენც მშვიდად შეგიძლიათ წაშალოთ ისინი 🙂 ამისათვის მოხსენით “პწიჩკა” Haven’t Shared Contact Details-ს და ისევ გამოჩენილებს დაუარეთ… 😉

Advertisements