“საღამო მშვიდობისა,  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”,  – ზუსტად 50 წელია მანელ ვიჩი ასე ხვდება “კამპ ნოუზე” მისულ გულშემატკივრებს. აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ის სტადიონის დირექტორია და ამ შესანიშნავ სარბიელზე არაერთი დიდებული მოთამაშე უნახავს:  “მსოფიოს საუკეთესო ფეხბურთელები “ბარსელონას” არასოდეს აკლდა და მათი თამაშით კვირიდან კვირამდე ვტკბებოდი.

მეტოქეებიც ისეთი გვყავდა, ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდიდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალფრედო დი სტეფანომ და პელემ მოახდინეს.” ალფრედო დი სტეფანო  “ბარსელონას” სარბიელს მადრიდის  “რელის”  შემადგენლობაში ხშირად სტუმრობდა, ფეხბურთის მეფემ კი ამ ბრწყინვალე სტადიონზე ერთადერთხელ, 1959 წლის 28 ივნისს ითამაშა: ევროპულ ტურნირში მყოფი “სანტოსი” კატალონიის დედაქალაქს ესტუმრა და მასპინძლებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა – 5:1.  “კამპ ნოუ” , “ბარსელონას” ლეგენდარული სტადიონი  1957 წლის24 სექტემბერს, სამწლიანი მშენებლობის  შემდეგ, ოფიციალურად გაიხსნა და მას შემდეგ არარერთ შესანიშნავ მოთამაშეს და  დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა. იმ დღეს კატალონიის სიამაყეს მეტოქე პოლონეთის  “ლეგია”  იყო. “ბარსამ” 4:2 გაიმარჯვა,  “კამპ ნოუზე”  პირველი გოლი კი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა მე-11 წუთზე. მას შემდეგ “ბარსელონას” ერთგულმა გულშემატკივრებმა კიდევ მრაცავალჯერ გაიხარეს…  ახალ სტადიონზე გადასვლამდე ესპანეთის ერთ-ერთმა ყველზე ტიტულოვანმა კლუბმა რამდენიმე სარბიელი გამოიცვალა: 1899 წლის 8 დეკემბერს “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი მატჩი “ველოდრომო დე ლა ბონანოვაზე” ჩაატარა. მომდევნო წელს კატალონიელებმა “ესტადიო კასანოვაზე” გადაინაცვლეს, ხოლო 1901-1905 წლებში მეტოქეებს  “ესტადიო დელ ორტაზე”  მასპინძლობდნენ.  1905-1909 წლებში  “ბარსელონას”  ოფიციალური სტადიონი  “კამპო დე მუნტანერი” იყო, რის შემდეგაც პირველად ისტორიაში, კლუბი საკუთარ სარბიელზე – “ესტადიო დე ლა ინდუსტრიაზე” გადავიდა. ამ სტადიონმა “ბარსელონას” პირველ მატჩს 1909 წლის 14 მარტს უმასპინძლა.

1922 წლიდან “კამპ ნოუს” აგებამდე , ანუ 1957  წლამდე, “ბარსელონა”  25 ათასიან “ესტადიო დე ლეს კორტსზე” თამაშობდა, რომლიოს ტევადობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ახალი სარბიელის დაბადებამდე ამ მაჩვენებელმა 60 ათასს მიაღწია. 1954 წლის 28 მარტს, “კამპ ნოუს” საძირკველში პირველი ქვა ჩაიდო, ცერემონიალს 60 ათასი კატალონიელი დაესწრო. არქიტექტორები ფრანსესკ მიტხანს მირო, ლორენსო გარსია ბარბონი და ხოსეპ სოტერას მაუერი ქომაგებს დაპირდნენ, რომ 3 წელიწადში მათ საყვარელ გუნდს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი ექნებოდა და 1957 წლის შემოდგომით სიტყვა საქმედ აქციეს, როგორც “ბარსელონას” საკლუბო ენციკლოპედია გვამცნობს, სტადიონის  ასაგებად 288 მილიონი პესეტა, ანუ 925 ათასი გირვანქა დაიხარჯა. 50-იანი წლების მიწურულს ეს ძალიან დიდი თანხა იყო.  “კამპ ნოუ” – ეს სახელწოდება სტადიონს ოფიციალურად მხოლოდ 2000-2001 წლების სეზონის  დაწყებამდე მიენიჭა, მანამდე კი “ესტადი დელ ბარსელონა”,  ანუ “ბარსელონას” სტადიონი ერქვა. იმ ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” წევრებს შორის გმოკითხვა ჩატარდა და უმრავლესობამ სტადიონისთვის სახელის შეცვლას დაუჭირა მხარი. ასე იქცა “ესტადი დელ ბარსელონა” კამპ ნოუდ. “ლეგიასთან” პირველ მატჩს 90 თასი გულშემატკივარი დაესწრო, 70-აიანი წლებიდან კი “ბარსელონას” საშინაო მატჩებზე სტდაიონი 120 ათასამდე ქომაგს იტევდა,. რამდენიმე ტრიბუნა მხოლოდ ფეხზე მდგომი  მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი და შესაბამისად, ქომაგთა რაოდენობაც იზრდებოდა. 90-იანი წლების მიწურულს, რეკონსტრუქცია დაიწყო, ყველა ტრიბუნაზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა და დღეს “კამპ ნოუ” ოფიციალურდ 98, 772 მაყურებელს იტევს, აქედან 2,900 ადგილი  vip  ლოჟას ეკუთვნის.

1999წელს უეფამ სტადიონს 5 ვარსკვლავი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ სარბიელი უმაღლესი დონისაა და ძალუძს პირველი რანგის შეხვედრებს უმასპინძლოს. “კამპ ნოუ” მთავარი სარბიელის გარდა “მინი ესტადის” აერთიანებს, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს და სადაც “ბარსელონას” მეორე შემადგენლობა თამაშობს. სტადიონზევეა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მუზეუმი, – “ელ მუზეო დელ ბარსა” , რომელიც ესპანეთში მეხუთე ადგილზეა ტურისტების სტუმრიანობის თვალსაზრისით. მუზეუმს, რომელიც “ბარსელონას” ისტორიის  ამსახველ 1.420 ექსპონატს, მათ შორის 420 თასს ითვლის, ყოველწლიურად მილიონ 200 ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს. “ელ მუზეო დელ ბარსა”, კლუბის მაშინდელი პრეზიდენტის ხოსეპ ლუის ნუნიესის ინიციატივით, 1984 წელს გიხსნა.  ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთმა შესანიშნავმა არქიტექტურულმა ძეგლმა არაერთ დაუვიწყარ მატჩს უმასპინძლა, მათ შორის ევროპის საკლუბო ტურნირების რამდენიმე ფინალს. 1964 წელს, აქ გაიმართა ბაზრობათა თასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი  “სარაგოსას” და “ვალენსიას” შორის. 1972 წელს, შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, მოსკოვის “დინამოს” სძლია. 1982 წელს, “ბასელონამ”  მშობლიურ სარბიელზე  მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი, ფინალში ლიეჟის “სტანდარდს” 2:1 სძლია.  რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში თბილისის “დინამო”  შეაჩერა. იმავე წლის 13 ივნისს, “ბარსას” არენაზე ბელგია-არგენტინის თამამაშით მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსნა. 1989 წელს, ჩემპიონთა თასის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში, მილანმა 4:0 განადგურა სტიაუა. 1992 წელს, ოლიმპიური თამაშების ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ოქროს მედლები პოლონეთს არ დაანება. (3:2) 1999 წელს კი, “კამპ ნოუმ” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრმატულ მტჩს უმასპინძლა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიუნხენის “ბაიერნს” 2:1 სძლია. მსაჯის მიერ დამტებულ დრომედე გერმანელები იგებდნენ, თუმცა ჯერ ტედი შერინგემმა და შემდეგ გუნარ სოლსკიაერმა ორჯერ შეარხიეს ოლივერ კანის კარის ბადე და… ფეხბურთი ფეხბურთად, მაგრამ დიდი სტადიონები ხშირად ქცეულან არ მარტო სპორტულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მასპინძლად და ამ მხრივ გამონაკლისი არც “კამპ ნოუა”. სხვადასხვა დროს “ბარსელონას” სტადიონმა უმასპინძლა ისეთი ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტებს, როგერებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ბრიუს სპრინგსტინი, ხულიო იგლესიასი, u2, ტრეისი ჩეპმენი, პიტერ გებრილი, pink floyd, სტინგი, ლუჩანო პავაროტი, ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო და სხვები. 1982 წლის 17 ნოემბერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, აწ განსვენებულმა რომის პაპმა იოანე-პავლე II ამ სტადიონზე ჩაატარა მესა, რომელსაც 120 თასზე მეტი ადამიანი დაესწრო. 2007 წლის 22 სექტემბერს, “ბარსელონა” – “სევილიის”  მატჩის წინ, “კამპ ნოუს” ნხევარსაუკონოვანი იუბილე აღინიშნა. ფარნკ რაიკაარდის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. მატჩის წინ გამართულ საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი სერ ნორმან ფოსტერი. რომლის კომპანიამ “კამპ ნოუს” სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განახორციელოს. ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” სარბიელის რეკონსტრუქცია 2009-2011 წლებში მოხდება. ტრიბუნები მთლიანად გადაიხურება, სტადიონის ტევადობა კი 104 ათასმდე გაიზრდება. წინასწარი გათვლით, მთლიანი პროექტი 290 მილიონი ევრო ღირს. “ჩვენი კლუბი საუკეთესოა მსოფლიოში და უმაღლესი დონის სტადიონს იმსახურებს. მჯერა, 5 წელიწადში “ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთსო სტადიონი ექნებ!” ეს სიტყვები ეკუთვნის “ბარსას” აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ხოან ლაპორტას. “ახლა  მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ახალი  სტადიონი არა მარტო ქალაქს მთლიანად ესპანეთს დაამშვენებს. აიგება სარბიელი, რომელიც არქიტექტურული  ნოვაციებით იქნება სავსე. ჩვენ ანტონიო გაუდიმ შთაგვაგონა!” _სერ ნორმან ფოსტერი.

Advertisements