politic

წინა თემის ბმული 🙂

* * *

ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს ცნობილმა ინგლისელმა ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა შეცდომა დაუსვა, რის შესახებაც გადაწყვიტა დეტალურად მოეხსენებინა უფროსობისათვის. სათანადო მოხსენება, თავი მართლებასთან ერთად ფაქტის ჭეშმარიტ აღწერას წარმოადგენდა. ადმირალის თანამებრძოლმა და მეგობარმა, კაპიტანმა ბოლმა, რომელიც მოხსენებას გაეცნო, შენიშნა, რომ ეს იყო ლაკონურობისა და ნათელი სტილის ნიმუში, მაგრამ მისი გაგზავნა ხელმძღვანელობისათვის მიზანშეუწონლად მიიჩნია.

– მეგობრულად გირჩევთ, – მიმართა ადმირალს მეგობარმა, – არასოდეს არ იმართოლთ თავი მანამდე, სანამ თქვენთვის ბრალი არ დაუდიათ შეცდომაში.

* * *

როდესაც 27 წლის გენერალი ნაპლეონ ბონაპარტი იტალიის წინააღმდეგ მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა, ბევრი ხალისით როდი ემორჩილებოდა ახალგაზრდა მხედართმტავარს. განსაკუტრებით ძველი თაობის გენერლები თაკილობდნენ “ახალბედა და ტანით მომცრო ბონაპარტის” უფროსობას. ამგვართა რიცხვს მიეკუთვნებოდა გენერალი ოჟერო (შემდეგ მარშალი) რომელიც პირველ დღეებშივე მწვავედ წაეკამათა მასზე ასაკით უმცროს ნაპოლეონს.ოჟერო აღნაგობითაც ბევრად მაღალი იყო და ზევიდან დაჰყურებდა ‘”პატარა კაპრალს”

გენერალო, შეუტია მაშინ ბონაპარტმა, – თქვენ ერთი თავით მაღალი ხართ ჩემზე, მაგრამ თუ უკმეხად მელაპარაკეთ, მე დაუყოვნებლივ მოვსპობ ამ განსხვავებას.

* * *

“რომმა კი არა, კართაგენის სენატმა დაამარცხა ჰანიბალი” ეს იყო სახელგანთქმული კართაგენელი სარდლის ჰანიბალის უკანასკნელი სიტყვაბი.

* * *

როცა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო დაამხეს და მის დეპუტატებს დევნა დაუწყეს, ერთ-ერთი დეპუტატი ამიადინი ლონდონიდან ფინეთს მიემგზავრებოდა, რატა შემდეგ რუსეთში დაბრუნებულიყო. მატარებელში იგი შეხვდა გაზეთ “ფრანკფურტერ ცაიტუნგის” კორესპონდენტს, რომელსაც გამოთხოვებისას თავისი მისამარტი დაუტოვა და სხვათა შორის მიაწერა, “ვიქნები ან ამ მისამართზე, ან პეტრე-პავლეს ციხეში”.

* * *

არჩევნების დროს ათენელებმა დემადე არჩიეს სტრატეგად ფოკიონს.  გამარჯვებით გაამაყებული დემადე მიუახლოვდა ფოკიონს და უთხრა: “შენი ჭუჭყიანი მოსასხამი მომეცი, სტრატეგობის დროს რომ გემოსაო”.

– შენ ამ მოსასხამის გარეშეც გეყოფა საკუთარი ჭუჭყი – მიუგო ფოკიონმა.

* * *

ერთხელ პედრილო ერთ თავცარიელ კარისკაცს ეკამათებოდა. კარისკაცი მოთმინებიდან გამოვიდა და დაემუქრა, გჩუმდი, თორემ ღმერთს გეფიცები, ჯიბეში ჩაგისვამო.

– უკეთესი იქნება, თავში ჩამისვა, – მიუგო პედრილომ, – შენს თავში ბევრი ცარიელი დაგილია და უფრო ფართედ ვიქნები.

* * *

ინგლისის მეფემ ჰენრი VIII თავის მინისტრს, – სახელგანთქმული წიგნის “უტოპიის” ავტორს, თომას მორს – უბრძანა, წასულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის პირადად წარედგინა ნოტა.

– თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა მორმა, – თქვენ ხომ იცით, როგორი მკაცრია საფრანგეთის მეფე,, ისე ხელად წამაცლის თავს.

– ნუ გეშინია, თუ ის ამას ჩაიდენს, მე დაუყოვნებილვ ვუბრძანებს თავები მოჰკვეთონ ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს.

– ძალიან კეთილი ბრძანდებით თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი არ მოერგება ჩემს მხრებს.

* * *

ზელასთან მომზდარი ბრძოლის ანაზდეულობა და სწრაფი დამთავრება, რომში რომ ეუწყებინა, იულიუს კეისარმა ტავის მეგობარ ამანტუსს სამი სიტყვა მისწერა:

– მივედი, ვნახე, დავამარცხე!

Advertisements