ესეც ალბათ საკმაოდ საჭირო რამეა, ვორდის, ექსელის და პოვერ პოინტის ფაილების PDF ფორმატში გადასაყვანად.
PDF Converter (ზოგი PDF Creator-საც უწოდებს) ბევრად მსუბუქი და ადვილად დასაყენებელია, ვიდრე ადობე აკრობატი. უფასოა და კრეკს ან კოდს არ საჭიროებს და არც Trial ვერსიაა, ანუ მართლა უფასოა (როგრც Sound Recorder-ი) საკმაოდ ბევრი ენის მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ქართულისაც. ანუ, კონვერტირებულ ფაილში შრიფტი არ იცვლება, თუკი ის აკადნუსხურში, სილფაენში, ან ნებისმიერი სხვა შრიფტით გაქვთ დაბეჭდილი, იგივე შრიფიტი რჩება PDF ფორმატშიც (ბევრი კონვერტორი ქრთულ ან რუსულ შრიფტს ლათინურით, ან გაურკვეველი სიმბოლოებით ცვლის). ასე რომ, ვისაც დაგჭირდებათ PDF Convertor-ი, უკვე იცით, საიდან შეგიძლიათ გადაწეროთ 🙂
კონვერტირების წესი: გახსენით დოკუმენტი, რომლის კონვერტირებაც გსურთ, შედით ბეჭვის პარამეტრებში – Print-ში ანუ, ანდა კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკებს Ctrl+P ველში Name აირჩიეთ doPDF v7 დააჭირეთ OK-ს და ახალ ფანჯარაში Browse ღილაკის მეშვეობით აირჩიეთ ადგილი, სადაც გსურთ დოკუმენტის შენახვა (თუ არ ავირჩევთ ადგილს, ავტომატურად შეინახავს My Documet-ში), ასევე სახელიც შეუცვალეთ, თუ საჭიროა და ისევ ვაჭერთ OK-ს. დაუცადეთ რამოდენიმე წამი, დოკუმენტში Status Bar –ზე დაინახავთ კიდეც როგორ ივსება %-ები. კონვერტირების დასრულების ამის შემდეგ თქვენი PDF ფაილი მზადაა 🙂
მეტი თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ ფოტოებსაც:
nino
ივლ 07, 2012 @ 19:49:46
raom ver viwer???
Barcelonisimo...
ივლ 07, 2012 @ 23:09:41
განახლებულია ბმული
giorgi
დეკ 05, 2012 @ 05:51:04
rom ar itsers ???
Barcelonisimo...
დეკ 08, 2012 @ 01:35:47
samwuxarod, kavkazusma sheiwira chemi FTP 😦 xval davdeb bmuls. madloba dainteresebisatvis
george
აგვისტო 08, 2014 @ 16:23:19
ganaxlebuli ara orola
ra ubedurebaa 😛
Barcelonisimo...
აგვისტო 17, 2014 @ 22:35:00
კაი ერთი, შეხედე ერთი როდისაა განახლებული! ვარეზი კი არაა, ყოველდღე ვანახლო ლინკი. მაშინ საჭირო იყო, როცა დავდე, დღეს უფასო ყრია მსგავსი პროგრამები! გაანძრიე ცოტა ტვინი და ხელი, გადმოწერე გუგლიდან!