earth

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოების ჩამონათვალს, ისინი იმის მიხედვით არიან დალაგებული, თუ რომელს აქვს ყველაზე მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა  მსოფლიოზე, ყველა ჩამოთვლილ ქვეყანას დართული აქვს ექსპერტთა მოსაზრებები თუ რა დადებითის და უარყოფითის გამოყოფა შეიძლება მათი დახასიათებიდან.

1. ამერიკის შეერთებული შტატები

მოსახლეობა:  306,4 მილიონი ადამიანი

დედაქალაქი: ვაშინგტონი

პრეზიდენტი: ბარაკ ჰუსეინ ობამა

eeeeee

დადებით მხარე: ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი “სუპერსახელმწიფოა” მსოფლიოში, მისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობებით. ქვეყანა პირველი და ყველაზე კაშკაშა დემოკრატიის შუქურაა მსოფლიოში. აშშ-ში ყველაზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს, ის იფარებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ქვეყანა ყველაზე დიდი დონორია განვითარებადი მსოფლიოს ქვეყნებისათვის. ის განსაკუთრებით ეხმარება “ახალდაბადებულ” ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა საქართველო. აშშ-მ უდიდესი როლი ითამაშა XX საუკუნის საბჭოთა კავშირის იმპერიალისტური ზრახვების შეჩერებაში. პარადოქსია, მაგრამ საბჭოთა კავშირის ცრუ საინფორმაციო მანქანა იმპერიალურ ზრახვებში ამერიკას ადანაშაულებდა და აღნიშნულ ქვეყანას ანუ რუსეთს 14 სახელმწიფო სულ რამდენიმე წლის დაპყრობილი ყავდა.

უარყოფითი მხარე: ამერიკის შეერთებული შტატებს უდიდესი პრობლემები აქვს სამხრეთ ამერიკის და აზიის კონტინენტებზე, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სსახმრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ამერიკის კაპიტალისტური ზრახვები უდიდეს უარყოფით გავლენას ახდენს სამხრეთ ამერიკელ სოციალისტურად განწყობილ ლიდერებზე, ამი გამო ერთ ერთ გაერო-ს ყრილობაზე ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ეშმაკიც კი უწოდა, აშშ ცდილობს ძალთა ბალანსის შენარჩუნებას სამხრეთ-დასავლეთ აზიაში რაც აგრეთვე დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ერაყის მეორე ომი, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა დიდ შავ წერტილად დააჩნდება ამერიკის შეერთებული სტატების ისტორიულ მეხსიერებას.

2. რუსეთის ფედერაცია

მოსახლეობა: 142,7 მილიონი ადამიანი

დედაქალაქი: მოსკოვი

პრეზიდენტი: დიმიტრი მედვედევი

fu

დადებით მხარე: ქვეყანა ფართობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში, აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები და ყავდა გენიოსი პერსონები ლიტერატურაში. ძალიან რთულია ობიექტურმა ადამიანმა ბევრი კარგი ჩამოთვალოს რუსეთის ფედარაციის ან საბჭოთა კავშირის შესახებ მსოფლიოს პოლიტიკაში რადგან ის არავის არ ეხმარება მართებულად.

უარყოფითი მხარე: რუსეთი თავის უდიდეს ბუნებრივ რესურსებს იყენებს მსოფლიოს პოლიტიკის მართვისათვის, რაშიც მას ხელს ევროპელი ლიდერებიც უწყობენ, რითაც იმ ტოტს ჭრიან რომელზეც ჯერჯერობით ყველა არხეინადაა შემომჯდარი. ვლადიმერ პუტინი არის თავისუფლების და დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერი მსოფლიოში, მას საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლა ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, XXI საუკუნეში თითქოს და ცივილიზებულმა და სწორ გზაზე მდგარმა რუსეთის ფედერაციამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, რომალსაც მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.

3. გაერთიანებული სამეფო

მოსახლეობა: 61,2 მილიონი ადამიანი

დედაქალაქი: ლონდონი

პრემიერ მინისტრი: დევიდ კამერონი

search

დადებით მხარე: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ყოფილი აშშ-ის კოლონიალური მმართველია, რომელმაც კოლონიალური წარსული დაივიწყა და საკუთარი ქვეყნის აღმშებნებლობას მიჰყო ხელი, გაერთიანებული სამეფო შედარებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს მსოფლიოს პოლიტიკაში. უდიდესი დადებითი ფაქტორი მსოფლიოსი დღესდღეობით ელიზაბეტ II-ა. მსოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურად კვლავ ელიზაბეტი ითვლება და მას ძალიან დიდ პატივს ცემენ.

უარყოფითი მხარე: გაერთიანებული სამეფოს ცუდზე ლაპარაკი უპრიანია XX საუკუნიდან დავიწყოთ როდესაც მას მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ქონდა დაპყრობილი და ტირანული პოლიტიკით გამოირჩეოდა, დღეისათვის ქვეყნის მთავარ პრობლემებს სამეფო სკანდალები წარმოადგენს.

 

P.S. 5 ყველაზე გავლენიან სახელმწიფოს შორის მათი პირფერული პოლიტიკის და ნაკლები ბუნებრივი რესურსების გამო არც გერმანიაა და არც საფრანგეთი, თვის ლუწ დღეებში ისინი პროდასავლურები არიან კვირის კენტ დღეებში კი “ჩრდილოური რუხი დათვიც კი მოწონთ”. (ამონარიდი ამერიკელი პოლიტოლოგის ციტატიდან)

მეოთხე ადგილს გიგანტი ჩინეთი ხოლო მეხუთე ადგილს უნიჭიერესი იაპონია იკავებს.

Advertisements