working

მე მგონი არავისთვის არაა უცხო, რომ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სულ უფრო იზრდება სამსახრდაკარგულთა რიცხვი, ხოლო დამსაქმებლები ამატებენ და ამატებენ სავალდებულო მოთხოვნებს (თუმცა, მოთხოვნებს ხშირად, ვაჭარბებთ კიდეც, მაინც არ რეკავენ… 🙂 ) ერთი სიტყვით, ამ სფეროში სრული ქაოსი და განუკითხაობაა (სამსახურს თუ იშოვი, უკვე გრცხვენია ხმამაღლა თქმა – გერიდება დაუსაქმებელი, გამწარებული ახლობლების! 😦 )

ასეთი სიტუაცია თაღლითებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელია – ბოლო იმედს ჩაბღაუჭებული ადამიანი ზოგჯერ ყველაფერს იჯერებს. მათაც არ სძინავთ – უხვად შეხვდებით განცხადებებს, რომ ახალი ბიზნეს ან ტექნიკის კომპანია აცხადებს კადრების შერჩევას, ანაზღაურება 500-600 ლარიდან და თანაც მზარდი! გრაფიკი თავისუფალი, სტუდენტებისათვის შეთავსებით. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, და სხვ. ამ განცხადებებს შეხვდებით ყველგან – ლიფტში, მეტროში, გაზეთსა თუ ინტერნეტში, ასევე ქუჩაში მრავლად მდგომი გოგო-ბიჭები მოგაჩეჩებენ აუცილებლად…

მომხიბლავი პირობებია არა? რეალობა კი ასეთია: გაივლით რეგისტრაციას და დილის 10-11 საათზე (რატომ აქვთ ეს დროს არ ვიცი), გიბარებენ გასაუბრებაზე, – ვაკრეთილში, ქ.წამებულის გამზირზე, დოლიძეზე, დელისთან ან სადმე, მთელ ქალაქს არიან მოდებულები.

თუკი გაებით და მიბრძანდით, მოუყვებით თქვნს თავზე, დაგიქნევენ თავს და შემდეგ დაგირეკავენ (ზიგ შემთხვევასი მაშინვე გეტყვიან), რომ გასაურების მეორე ეტაპზე გადასასვლელად 20-25 ლარი უნდა მიიტანოთ (სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა ფასებს გთავაზობთ), რომელიც წარმატებით გავლის შემთხვევაში უკან გიბრუნდებათ – რა წარმატებას მიაღწევთ ასეთ გასაუბრებაზე ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია… 🙂 მეორე ვარიანტი – ამ 25 ლარს თქვენი ანკეტის გასახსნელად გამოვიყენებთო, თუკი მეორე გასაუბრებასაც გაივლითო – 25 ლარიანი ანკეტა, მაგარია არა! 🙂 ახლა მთლად ასეც კი არაა – არიან წარმატებულებიც – შემდეგ ისინი არიგებენ ქუჩებში მოსაწვევებს – რეკლამის გამავრცელებელიც ხომ უნდათ, თან უფასო 🙂

თუ ვინმე შემედავება – ასე არააო, ჩემს მეგობრებს გაგაცნობთ – ბევრი იწვიეს მათგან 😉 ახლა ასეთი ორი ყველაზე აქტიური კომპანია გვხვდება – BBC Holding და MLM Technology, 2-3 წელია აფართოებენ კომპანიას, ფილიალებს ხსნიან, კადრებს არჩევენ (არადა არც ერთი ოფისი და მაგას ვინ ჩივის მაგათი შემოტანილი ტექნიკა არ მინახავს!)

რამოდენიმე დღის წინ მეტროს გადასასვლელში ბიჭმა გამაჩერა და დაიწყო: დამატებითი შემოსავალი თუ გნებავთ, კომპანია BBC Holding ხსნის დამატებით ოფისებს და… – დიდი ბოდიში მეთქი, ერთი წელია ეგენი მაგ ოფისებს ხსნიან 😀 თავაზიანად დავემშვიდობე და წამოვედი. რამოდენიმე წუთში უკან რომ გადმოვედი, იქ აღარავინ დამხვედრია – მე მგონი თავადაც დაფიქრდა 😀

ასე რომ დაფიქრდით თქვენც, სანამ ვინმეს მახეში გაებმებით… კარგ და შემოსავლიან სამსახურებს გისურვებთ ყველას 😉

Advertisements