FC barcelona

ბლოგის მკითხველს მოეხსენება, რომ სადღაც ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვატარებდით გამოკითხვას, თუ რომელ საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდნენ ჩვენი მკითხველები

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგს ბარსელონას გულშემატკივრები ვუძღვებით, გამოკითხვის შედეგები ხელოვნურად არ შეგვიცვლია (რეალის ფანები ვიყოთ, თუ ვტყუოდეთ :D) ეს არც გვიფიქრია და ფიზიკურად შეუძლებელია, – გამოკითხვის მზა ფორმას გვაწვდის ვორდპრესი, ჩვენ ვწერთ მხოლოდ კითხვებს, ხოლო ხმებს უკვე ვორდპრესის სისტემა ითვლის… 🙂

გამოკითხვის შესახებ ეცნობა ყველას, სადაც შესაძლებელი იყო. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს უცხო ქვეყნებიდანაც.

შედეგები კი ასეთია:

  1. FC Barcelona 32%
  2. Manchester United F.C 9.6%
  3. Real Madrid C.F. 12.8%
  4. Liverpool F.C. 10.4%
  5. Chelsea F.C. 5.6%
  6. Arsenal F.C. 0.8%
  7. FC Bayern Munich 3.2%
  8. A.C. Milan 8.8%
  9. Juventus F.C. 11.2%

10. F.C. Internazionale Milano 4%

11. Other: 1.6%

მოკლედ, როგორც ხედავთ ბარსა ლიდერობს, მას კი მადრიდის რეალი და მანჩესტერი მოყვებიან…

ახლა ახალ გამოკითხვას გთავაზობთ, საინტერესოა, რომელი ქვეყნის ნაკრებს თანაუგრძნობენ ჩვენი მკითხველები (საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემდეგ, რა თქმა უნდა 😉 ) – აქაც გარანტიას გაძლევთ, რომ ვერანაირ და არანაირ ზემოქმედებას არ მოვახდენთ შედეგებზე 🙂

ყურადღება: Other ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, შეგიძლიათ იქვე დატოვოთ კომენტარის სახით თქვენი საყვარელი ნაკრების სახელი 🙂

Advertisements