ცხოველთა მრავალაფეროვნების  თვალსაზრისით, საქართველო ერთ–ერთია დედამიწაზე გამოყოფილ 25 მნიშვნელოვან ადგილს შორის. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 100–ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 300–ზე მეტი სახეობის ფრინველი, 80–ზე მეტი სახეობის თევზი, ქვეწარმავალთა 50 და ამფიბიების 12 სახეობა ბინადრობს. მათ შორის განსაკუთრები საინტერესოა ენდემური ანუ მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში არსებული სახეობები: ჯიხვი, კავკასიური ბიგა, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, კოლხური ხოხობი და კავკასიური ფუტკარი.

კავკასიური სალამანდრა

ეს კავკასიური სალამანდრაა, წყალხმელეთა ცხოველი რომლის სიგრძე 19 სანტიმეტრია, აქედან ვახევარზე მეტი კუდზე აქვს. საქართველოში სალამანდრა უფრო მესხეთისა და თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული.

არწივი

არწივის თორმეტი სახეობიდან საქართველოში ექვსი ბინადრობს. ესენია: თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, მცირე არწივი, მყივანა, ბეგობის ველის და მთის არწივი. არწივი სასარგებლო  ფრინველია, რადგან მავნე მღრღნელებს ანდაგურებს.

არწივი ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1–3 კვერცხს. უცნაურია, რომ ზოგი არწივი ორ და მეტ ბუდესაც კი აგებს და მათ მორიგეობით იყენებს.

ირემი

ირმების მრავალი სახეობიდან საქართველოში მხოლოდ კეთილშობილი ირემი ბინადრობს. XX საუკუნის დასაწყისისთვის ეს ცხოველი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზ, მაგრამ დღეს  ირმების რიცხვი იმდენადაა შემცირებული, რომ შესაძლოა მათ გადაშენების საფრთხე დაემუქროს. ირმების რაოდენობის უმთავრესი მიზეზებია ბრაკონიერობა და საბინადრო გარემოს გადანდგურება.

კეთილშობილი ირმები დღეს მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომის ხეობასა და გარდაბანში გვხვდება და მათზე ნადირობა სასტიკადაა აკრძალული.

ეს ნოეა, ბუნებრივ პირობებში მცხოვრები ერთადერთი  ლეოპარდი საქართველოოში, რომლის კვალსაც პირველად 2003 წელს მიაგნეს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, 2004 წელს კი ფოტოხაფანგით მისი სურათების გადაღებაც მოახერხეს.

ჯიხვი

ჯიხვი კავკასიონის მთავარი ქედის ალპური და სუბალპური მდელოების ბინადარია. იგი ზამთრობით ტყეში იხიზნება. წელიწადში მხოლოდ ერთ თიკანს შობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიხვი თითქმის მიუვალ ადგილებში ბინადრობს, მასზე მაინც ნადირობენ, რის გამოც ამ ცხოველს გადაშენება ემუქრება 😐

ირემახოჭო

ირემახოჭო ერთ–ერთი ყველაზე დიდი ხოჭოა. მას ირმის რქებისმაგვარი უზარმაზარი ყბები აქვს. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. საქართველოში ირემახოჭოს 6 სახეობაა აღრიცხული. არც ერთ მათგანს ზიანი არ მოაქვს.

კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო დიდი და მცირე კავკასიონის ალპური ველების ბინადარი ფრინველია. ზამთარში იგი ქვემოთ ჩამოდის და ტყეებს აფარებს თავს. მამალი როჭო შავია, დედალი –  ჭრელი. ბუდეს მიწაზე აკეთებს და ბარტყებსაც იქვე ჩეკს. ამიტომ  მათ ხშირად საქონელი თელავს, ან მეცხვარეთა ძაღლების თუ მელას მსხვერბლი ხდებიან.

ჰუჰ, ძლივს დავდე რა სტატია , მართალია პატარა რაც მოვასწარი ნახევარ საათში 😐 იმედია მოგეწონებათ.   მაგრამ მინდა გითხრათ ,რომ დაგაკლდებით ალბათ 1–2 თვით ,რადგან სწავლას უნდა მოვეკიდო და ვერ ვასწრებ ხოლმე და თუ მოვასწრებ შემოგივლით ხოლმე.

Advertisements