ყველაზე, ყველაზე, ყველაზე სწრაფები მსოფლიოში…აქ თქვნ ნახავთ ყველაზე სწრაფ სულიერ თუ უსულო არსებებს დედამიწის ზურგზე და მათ მცირე დახასიათებას.

ყველაზე სწრაფი შვეულმფრენი
კარგად დაიმახსოვრეთ, ყველაზე სწრაფი შვეულმფრენი მსოფლიოს ისტორიაში ააწყვეს ინგლისის ქალაქ იოვილში, ანუ ინგლისელებმა ამ მხრივ რეკორდი მოხსნეს, ეს ჯერ კიდევ შორეულ 1977 წელს, "ვესტლანდ ლინუქსის" შვეულმფრენების ქარხანაში მოხდა, ის აგებისთანავე მსოფლიოს ყველაზე სწრაფ შვეულმფრენად არ უღიარებიათ, 1986 წლის 6 აგვისტოს ევროპის საჰაერო შოუზე აღნიშნულმა შვეულმფრენმა სარეკორდო სიჩქარე 400,8 კილომეტრი საათში განავითარა. ამის შემდეგ ამის მიღწევა ვერავინ შეძლო.

 

მსოფლიოს უსწრაფესი ნავი

წყალზე პირველი სისწრაფის რეკორდი 1919 წელს 19 სექტემბერს კასეი ბოლდვინმა დაამყარა, როდესაც თავისი ნავი Hydrodome IV-ით 70,6 კილომეტრ საათში სიჩქარე განავითარა.

დღეისათვის მსოფლიოს უსწრაფესი ნავიც XX საუკუნის 1970-იან წლებში ააწყვეს, 1978 წლის 8 ოქტომბერს აღნიშნულმა ნავმა სახელად The Spirit of Australia (ავსტრალიის სული) 511,1 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, ეს ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან მოხდა და დღეისათვისაც ამ რეკორდის გამეორება ვერავინ შეძლო.

მსოფლიოს უსწრაფესი გასართობი ატრაქციონი

რამდენს გადაიხდიდით მსოფლიოს უსწრაფეს კარუსელზე, რომ ყვბელაზე პირველი დამჯდარიყავით?

იმდენს ნამდვილად არა რამდენიც ჯერემი დელონგმა 2005 წლის 20 მაისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჯექსონში გადაიხადა, ამ თანხამ არც მეტი არც ნაკლები 170 000 ამერიკული დოლარი შეადგინა და ისიც სარეკორდოა გასართობ ატრაქციონებში გადახდილ თანხათა შორის.

თავად ატრაქციონი ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჯექსონში 2004 წლის 24 სექტემბერს ააგეს, ოფიციალურად კი მაშინ გაიხსნა როდესაც ჯერემი დელონგმა მასზე ფეხი შედგა, 2005 წლის 20 მაისს, ატრაქციონს 206 კმ/სთ სიჩქარის განვიტარება მხოლოდ 3,5 წამში შეუძლია, ის აგრეთვე ყველაზე მაღალი ატრაქციონია მსოფლიოში,  მისი სიმაღლე 139 მეტრია.

ყველაზე სწრაფი სპორტი მსოფლიოში

დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ნაოსნობა და ფორმულა ერთი უსწრაფესი სპორტებია, მაგრამ აქ სისწრაფე უშუალოდ ადამიანის ძალასა და ჩართულობაზე კი არა ძირითადად ტექნიკის გამართუილობასა და უნარზეა.

მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სპორტად ესპანური, კერძოდ კი ბასკური ეროვნული სპორტი ჯაო ალაი ითვლება, რომელიც თავისი სათამაშო სტილით ძალიან წააგავს გოლფს.

2009 წელს კი ამ სპორტმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, როდესაც კანადელმა ჯეისონ ზუბაკმა ერთ ერთი მატჩის დროს ბურთს ტრადიციული ჯაი ალაის ჯოხი დაარტყა, ბურთმა კი 332 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

უსწრაფესი ცხოველი მსოფლიოში

მსოფლიოს უსწრაფესი ცხოველი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ლეოპარდია. ის აფრიკაში ბინადრობს და ამ ცხოველს 113 კმ/სთ სიჩქარის განვიტარება შეუძლია.

ყველაზე სწრაფი მოტოციკლი მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოტოციკლი 2006 წელს ამერიკის შტატ იუტაში ააწყვეს და აქვე გამოცადეს, მან რეკორდის დამყარებისათვის გამართულ რბოლის დროს  569 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც დღესაც სარეკორდო მაჩვენებელია. მისი სახელია The BUB #7 Streamliner.

გაგრძელება

Advertisements