blue-umbrella-in-the-rain

წვიმა, წვიმიანი ამინდი ძალიან მიყვარდა… გასნაკუთრებით სოფელში. წვიმის მოყვარულბი დამეთანხმებიან, რომ წვიმას თავისი რომანტიკა აქვს – წვიმაში ხეტიალიც კარგია, სახლში თუ ხარ, წიგნის კიტხვა და წვიმის ხმის მოსმენაც სასიამოვნოა, ხოლო ძილში რომ წვიმის შხაპუნის ხმა ჩაგესმის, ძალიან ტკბილია ძილი… ერთი სიტყვით, წვიმის მოყვარულთა ფან კლუბის აქტიური წვერი ვიყავი.. 🙂

მაგრამ, ბოლო დროს ხშირად აღარ მიხარია, რომ წვიმს და გარეთ ვარ გასასვლელი 😦 რადგან, თბილისი წვიმაში ვენეციად იქცევა ხოლმე, ყველგან გუბეები ჩნდება (გუბეში დგომა კი არასდროს არ მყვარებია ნამდვილად 🙂 ), განსაკუთრებით გაჩერებაზე, როცა ტრანსპორტს ელოდები, აუტანელია ეს გუბეები. ასე მაგალითად, თავისუფლების მოედანზე, გაჩერებასთან უზარმაზარი გუბე (გუბეს ვამბობ, თორემ ღელეა ნამდვილი :D) დგება და ავტობუსებიც გუბის მიღმა აჩერებენ, რადგან თუ სიჩქარის დაკლებას ვერ ასწრებენ და პირდაპირ გუბეში რომ “შეცურავენ” მგზავრები კარგად გაიწუწებიან; მაგრამ შორს, გუბის იქით გაჩერებულ ავტობუსამდე ხომ უნდა მიხვდეთ? ამიტომ ეს გუბე თუ ღელე თქვენ უნდა გადაცუროთ და განსაკუთრებით ზაფხულში და გაზაფხულზეა ცუდი – საზაფხულო მსუბუქ ფეხსაცმელში 90% შევა წყალი. შემოდგომა-ზამთარში კი, თუ შარვალი გაცვიათ, შარვლის კარგად გატალახიანება გარანტირებული გაქვთ (მერე ხომ უნდა გარეცხოთ? ე.ი. მართალია ცოტა, მაგრამ მაინც ზედმეტ სარეცხის ფხვნილს ხარჯავთ, თუ სარეცხის მანქანით რეცხავთ, ელ.ენერგიის ხარჯიც უნდა მიამატოთ, ანუ ზედმეტ ხარჯს ეწევით თქვენდა უნებურად … 🙂 ) მაგრამ, თავისუფლების მოედანზე, გაჩერების გადახურულში კიდევ შეაფარებთ თავს (თუმცა უკანა მხარე ლითონის ცხაურია, რომლიდანაც წვიმა შემოდის და ქარიც ძვალ-რბილში ატანს), ამ ღელე-გუბეში არ მოგიწევთ ტრანსპორტის ლოდინი. აი, დღეს ვაკეში ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.. დიახ, ეს სურათები შუაგულ ვაკეშია გადაღებული06-10-10_1339

ესეც უფრო ახლო კადრი….

06-10-10_1340

წვიმის დროს აქ დგომა და თავის შეფარება შეუძლებელია, როგორც ხედავთ, ტრანსპორტს ბორდიურზე ჩამწკრივებულები ველოდებოდით და შორიდან ალბათ ძალიან ვგავდით, წვიმის დროს მავთულზე ჩამწკრივებულ აბუზულ ბეღურებს….

წვიმის გადღების მერეც რა მდგომარეობაშია ცენტრალური ქუჩები, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ…

აი ზუსტად ამიტომ, ხანდახან არ მიყვარს წვიმიანი ამინდი… თუმცა წვიმის ან მზის რა ბრალია, ჩვენ თუ სათანადო დახვედრა არ ვიცით 😉

გუშინ საღამოს კი ძალიან მომწონდა წვიმა, როცა სახლში ვიყავი თბილად, მყუდროდ და მამაჩემის ვენახებში მოწეულ საფერავს გიახლებოდით 😉

Advertisements