მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მსგავსად, არც საქართველოა დაზღვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან. წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, ქარიშხალი, ხანძარი სეტყვა და მიწისძვრა დროდადრო თავს ატყდება მოსახლეობას და დიდ ზარალს აყენებს მას. ადამიანი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის სტიქიურ მოვლენებს, თუმცა ზოგჯერ თვითონ უწყობს ხელს მათ წარმოქმნას, როცა ხეებს მასობრივად ჭრის და ასე ტყეებს ანადგურებს.

ღვარცოფი

ღვარცოფს ხშირი, გაბმული წვიმა და თოვლის ინტენსიური დნობა იწვევს. ბუნების ეს მოვლენა თავს ატყდება მთისპირა ადგილებს. ტალახში არეული ლოდების, ღორღისა და ხის მორების მდინარე დიდი სიჩქარით მოექანება მთიდან და გზად, რაც კი შეხვდება, ყველაფერს ანადგურებს, რადგან მისი დარტყმის ძალა 9–12–ჯერ აღემატება იმავე სიჩქარით მოძრავი წყლის ნაკადს. საქართველოში ღვარცოფები ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე იცის, მდინარეები –  თერგის, არაგვისა და ალაზნის აუზებში. ზოგჯერ აზარალებს რაჭასა და სვანეთსაც.

ხანძარი

ტყეში ხანძარი ხშირად ადამიანის უყურადღებობის გამო ჩნდება. ცხელ ზაფხულში, როცა ბალახეულობა და დაბალი ბუჩქნარი გადამხმარი, ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია ხანძრის გამოსაწვევად. ამ დროს ნადგურებდა არა მარტო ტყე –  უამრავი მცენარისა და ცხოველების საბინადრო გარემო, არამედ მახლობელ სოფლებსაც და ქალაქებსაც ემუქრება საფრთხე , რაც ადამიანი დაუდევრობის ბრალია (!) , რაც არ უნდა საწყენი იყოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ,რამ ძალიან იშვიათია ,რადგან მათ აქვთ იმის შეგნება ,რომ ამით თავიანთ ოჯახებს აყენებენ ზარალს, ამათგან კი საქართველო 180 გრადუსით შემოტრიალებულია(!) რადგან უკვე ფულადი ჯარიმაც მნიშნვნელოვნად და იმედია ეს დროდადრო შეიცვლება  არსებობს მიწისქვეშა ხანძარიც, რომელიც ხეების ფესვებს წვავს. ტყის გაზრდას ათეულობით წელი სჭირდება, ხანძარი კი მას წუთში ანადგურებს. მაგალითი: ბორჯომის ხეობა ,რომელიც რუსებმა მნიშნველოვნად დააზარალეს, მეცნიერთა ვარაუდებით საუკუნე მაინც დასჭირდება მის სრულფასოვნად აღდგენას :(. ამიტომ ტყეში ყოფნისას მარტივი წესები მაინც უნდა დავიცვათ:  არ გადავაგდოთ ასანთი, არ დაანთო კოცონი ხის ქვეშ და წასვლის წინ ცეცხლი აუცილებლად ჩააქრე.

ზვავი

ზვავს რომელსაც დიდთოვლობა იწვევს , უზარმაზარი დამანგრეველი ძალა აქვს. იგი ხშირია როგორც კავკასიონზე, ისე საქართველოს სამხრეთ მთიანში.

ზვავით სვანეთის ხშირად ზარალდება. ამ მხარეში   IV საუკუნიდან აგებდნენ მაღალ კოშკებს , რომლებიც ზვავს კუთხით უპირისპირდებოდა. შედეგად ზვავი კოშკებს ვერ ანგრევდა და მთელი სოფელ იქ მშვიდობიანად გამოიზამთრებდა ხოლმე.

წყალდიდობა

წყალდიდობა ერთ–ერთი “მოწინავეა” ბუნებრივ კატასტროფებში, რომელსაც სასტიკი და დამანგრეველი ზიანი მოაქვს. საქართველოში ეს სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით ნაკლებადაა, მაგრამ მაგალითისთვის  ავიღოთ ბათუმი , ბათუმში ზუსტად ერთი წლის წინ იყო წყალდიდობა.ეს ქალაქი  ძალიან ნესტიანი ადგილია , რაც ყველამ შესანიშნავად იცის , ამასთანავე შემოდგომასა და ზამთრის მიწურულს სასტიკი წვიმები  იცის ,რომელმაც გამოიწვია ეს წყალდიდობა რაც ოფიციალური ვერსიაა… 😦

რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის ,რომ ბათუმი ზღვისპირა ქალაქია და წყალდიდობა არ უნდა იყოს უცხო როგორც წესი მაგრამ… წყალდიდობის მიზეზი იყო ერთი რამ, არც წვიმა არც სეტყვა უბრალოდ იყო ძალიან ცუდად გაკეთებული საკანალიზაციო “ლუკები” , ასევე იყო ძლიერი წვიმა  რომელიც არ ჩერდებოდა (ბათუმისთვის ეს უცხო არაა) და წყალი ხომ უნდა გასულიყო როგორმე?! გაჭედა ყველა “ლუკმა” წყალი არ გაუშვა და  მოიტანა დიდი ზიანი , რომლის თქმაც არ სურს მთავრობას თუ რატომ ამას ვერ ვხვდები! ახლაც იგივე დღეშია ბათუმი მთელი ქალაქი გადათხრილია და  სიარული შეუძლებელია მოკლედ, იწყებენ კეთებას და ბოლომდე არ ამთავრებენ და სწორედ ეს მიზეზი იყო.

მიწისძვრა

1991 წლის 29 აპრილს რაჭასა და იმერეთში მომხდარმა 9 ბალიანმა მიწისძვრამ ამ რეგიონების რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა, ხოლო ერთ–ერთი მათგანი მთლიანად ჩამარხა მიწაში. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც კი იგრძნობოდა. ასეთი სიძლიერის მიწისძვრა ჩვენს  ქვეყანაში XIII საუკუნის შემდეგ არ ყოფილა.

ბუნებრივი კატასტროფებიდან თავისი შედეგებით მიწისძვრა ყველაზე შემზარავია. მძიმე შედეგებს იწვევს ის ფაქტი, რომ მიწისძვრის პროგნოზი და თავიდან აცილება შეუძლებელია.

მეწყერი

საქრთველოს მთიან რეგიონებში –  აჭარაში, ლეჩხუმში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში –  მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს მეწყერი. ბუნების ამ მოვლენას სხვადასხვა მიზეზი იწვევს; კერძოდ, ფერდობის ძირის გამორეცხვა და ზედმეტი ტენიანობა.

თუმცა, მეწყერის წარმოქმნას ხშირად ადამიანის მიერ ხეების უმოწყალოდ ჭრაც უწყობს ხელს.   მეწყერსაშიშ ადგილებში აუცილებელია  ტყეების გაშენება და სხვადასხვა საინჟინრო ნაგობების შექმნა.

Advertisements