funny-dog-pictures-vista-crashed

წარმოგიდგენთ სტანდარტული კლავიატურის ღილაკების კომბინაციას, ვინდოუსთან სამუშაოდ, ანუ მაუსის მაგივრად ზოგ ბრძანებას შეასრულებთ კლავიატურით (თუნდაც ახალი საქაღალდის შექმნა). მე რატომღაც მღლის მაუსი უკვე და კლავიატურას ვიყენებ ძირითადად, თან ბევრ დროსაც ზოგავს 😉 ეს კომბინაციები XP-ზე მუშაობს და როგორც ამბობენ, 7ზეც მუშაობსო.. ზოგი შეიძლება იცით, ზოგიც ახალი იქნება 🙂

მაშ ასე, დავიწყეთ:

ღილაკები Windows-თან და დოკუმენტებთან (მაგ: ვორდთან) სამუშაოდ

Ctrl + C მონიშნული ობიექტის ან ტექსტის კოპირება
Ctrl + X მონიშნული ობიექტის ან ტექსტის ამოჭრა
Ctrl + V კოპირებული/ამოჭრილი ობიექტის ან ტექსტის ჩასმა ახალ ადგილზე
Ctrl + Z შესრულებული მოქმედების ანულირება (Undo)
Ctrl + A ყველა ობიექტის ან მთელი ტექსტის მონიშვნა
Shift-ს დააჭირეთ: 1. ფაილის გადატანისას, თუ არ გვინდა, რომ ფაილის ასლი შეიქმნას;
2. დისკის ჩადებისას ავტომატურად გაშვების გათიშვა ;
3. Windows-ის ჩატვირთვისას, შეაჩერებს Startup-ის პროგრამებს და აღარ ჩაიტვირთებიან ავტომატურად.
Shift + ისრიანი ღილაკები ტექსტის მონიშვნა ვორდში, უჯრების მონიშვნა ექსელში, ობიექტების მონიშვნა ვინდოუსში.
Delete მონიშნული ობიექტის წაშლა (ნაგვის ყუთში გადაგდება)
Shift + Delete ობიექტის ან ფაილის წაშლა ნაგვის ყუთში ჩაგდების გარეშე (ამის მერე მისი აღდენა პრაქტიკულად შეუძლებელია)
Alt + Eenter მონიშნული ობიექტის პარამეტრების დათვალიერება, ანუ უდრის მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებას და თვისებები (Properties) გახსნას
Alt + F4 მიმდინარე დოკუმენტის დახურვა (ვორდი, ექსელი), ან აქტიური პროგრამიდან გამოსვლა. ასევე Windows-ის გასათიში, გადასატვირთი ფანჯრის გამოძახება.
Alt + ჰარი (Space გრძელი ღილაკი) აქტიური ფანჯრის სისტემური მენიუს გამოტანა
Alt + Tab ერთი გახსნილი ობიექტიდან მეორეზე გადასვლა
Alt + Esc გახსნილ ობიექტებზე გადართვა იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყვნენ გახსნილნი.
Shift + F10 1. მონიშნული ობიექტებისათვის კონტექსტური მენიუს გამოტანა;
2. ობიექტების მონიშვნის გარეშე, ეს კომბინაცია დესკტოპზე, სხვადასხვა პროგრამებში ან საქაღალდეში ასრულებს მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნების ფუნქციას.
Ctrl + Esc ან Win (მაიკროსოფტის ლოგოს გამოსახულებიანი ღილაკი) Start მენიუს გახსნა, იგივე კომბინაციებით დავხურავთ სტარტ მენიუს. ხოლო, Ctrl + Esc, Win ან Esc უკვე გახსნილ სტარტ მენიუს დახურავს, მაგრამ მას აქტიურს დატოვებს.
Backspace My Document და Windows Explorer-ში ერთი დონით ზედა საქაღალდის გახსნა (Up ღილაკის შემცვლელია ანუ), ხოლო ინტერნეტ ბრაუზერებში უკან დაბრუნება. (Back ღილაკის შემცვლელია)
Esc რომელიმე აქტიური (მაგ: თამაშის ) გათიშვა, მიმდინარე დავალების გაუქმება
F1, Win + F1 დახმარების გამოძახება Help and Support
F2 მონიშნული ობიექტებისათვის სახელი შეცვლა (Rename)
F3 ფაილების და საქაღალდეების ძებნის ფანჯრის (Search) გამოძახება
F5 განახლება ვინდოუსში და ინტერნეტში, ვორდის ან ექსელის დოკუმენტში კი ფრაგმენტის ძებნის და ჩანაცვლების ფანჯრის გამოძახება (Find and Replace)
F6 დოკუმენტში ან სამუშაო მაგიდაზე ელემენტებს შორის გადართვა. მენიუების გადრთვა გზამკვლევში Explorer
F10 გახსნილ ფანჯარაში ააქტიურებს მენიუს პუნქტს. მაგ ჩვეულებრივ საქაღალდეში თუ დააჭერთ F10-ს და შემდეგ E-ს, გაიხსნება Edit, რედაქტირების მენიუ.
Ctrl + B ბოლდი, გამუქება შრიფტის ვორდში, ექსელსი ან სხვა რედაქტორში
Ctrl + I იტალიკი (ტექსტის დახრა)
Ctrl + U ტექსტის ქვეშ ხაზის გასმა.
F12 File-Save As – ის კომბინაციას ანაცვლებს ვორდში, ექსელში ან სხვა პროგრამაში.
Ctrl + S 1. დოკუმენტის პირველადი შენახვა
2. უკვე შექმნილ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შენახვა
Left (მარცხენა) Alt + Shift ენების გადართვა ამოცანათა პანელზე (TaskBar) ანუ, “ქართულ წერაზე” გადაყვანა, ან გადმორთვა 🙂

ახალი საქაღალდის (New Folder) შექმნა მხოლოდ ღილაკების ან მაუსის და ღილაკების დახმარებით;

1. ახალი საქაღალდის შექმნა საქაღალდეში: დააჭირეთ Alt + f –ს ერთად, შემდეგ დააჭირეთ w –ს და ამის მერე f –ს.

2. დესკტოპზე ან საქაღალდეში დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ, w –ს და ამის მერე f –ს.

3. დესკტოპზე ან საქაღალდეში დააჭირეთ Shift  F10 –ს, შემდეგ კი გაიმეორეთ ზემოთ დაწერილი, ანუ დააჭირეთ w –ს და ამის მერე f –ს.

გაგრძელება

Advertisements