2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატმა თავისი ვუვუზელებითა და სხვა განსხვავებული ხიბლით დასამახსოვრებელი კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებაში, ჩემპიონატზე მრავალმა ახალმა თუ უკვე კარგად გამოიმცხვარმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა, თუმცა მრავლად იყოს “სუპერვარსკვლავი იმედგაცრუებებიც”.

ამ მცირე მიმოხილვაში შემოგთავაზებთ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონათის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებს, სადაც ის ფეხბურთელებია შესული რომლებმაც თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს.რა თქმა უნდა სიმბოლურ ნაკრებში ესპანელები დომინირებენ, ისინი ნამდვილად საუკეთესოები არიან მსოფლიოში.

მსოფლიოს ჩენპიონატის საუკეთესო მეკარედ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილასი დასახელდა, ის ნამდვილად საუკეთესო იყო მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ფინალში მის მიერ პირისპირ გასული რობენის დაჯაბვნა კი ნამდვილი სასწაული.

იკერ კასილასი

დაცვის ხაზი დაკომოლექტებულია სამი ესპანელით და ერთი გერმანიის ნაკრების განაპირა მცველი ფილიპ ლამით. პიკე, რამოსი და პუიოლი კი თავ-თავის ადგილებზე საუკეთესოები იყვნენ.

რამოსი, პუიოლი და პიკე.

ფილიპ ლამი და თომას მიულერი

რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ ორი ესპანელია, ერთი გერმანელი და ერთი ჰოლანდიელი, უკვე კარგად ნაცნობ “ჩავიესტას” დუეტს აქ უესლი სნეიდერი და ბასტიან შვაინშტაიგერი უმშვენებენ მხარს.

ინიესტა, ვილია, ჩავი.

თავდასხმის ხაზის ძირითად შემადგენლობაში უდავოდ დიეგო ფორლანის და მიულერის დუეტი უნდა იდგეს, რადგან მათ შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეს, ერთი მათგანი, სრულიად ახალგარზრდა მიულერი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო მეორე გამოცდილი დიეგო ფორლანი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. რაც შეეხება “ელ გუახეს” ანყ დევიდ ვილას მან ესპანეთი მოსფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

უესლი სნეიდერი

დიეგო ფორლანი

Advertisements