England Lord

მინდა ცოტა გაგახალისოთ და სხვადასხვა თავშესაქცევი ამბავი შემოგთავაზოთ პოლიტიკოსების ცხოვრებიდან. ეს პატარ-პატარა ამბები სხვადასხვა დროისა და ჟანრის საისტორიო ხასიათის ლიტერატურიდანაა ამოკრეფილი, რის გამოც მათში შესაბამისი სტილია შენარჩუნებული.

 

*  *  *

ერთხელ დენის დავიდოვი, ავანგარდში, თავად პეტრე ბაგრატიონთან გამოცხადდა და უთხრა: “მტავარსარდალმა მიბრძანა თქვენს ბრწყინვალებას მოვახსენო, რომ მტერი ცხვირზე გვაზის და გთხოვთ, დაუყოვნებლივ უკან დაიხიოთ”.

“მტერი ცხვირზე გვაზის? ვის ცხვირზე? – იკითხა ბაგრატიონმა, – თუ თქვენსაზე, მაშ ახლოს ყოფილა, თუ ჩემსაზე – მაშინ სადილობასაც მოვასწრებთ”

*  *  *

სპარსეთის იმპერიას რომ იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელი, გზად ერთ ბერძნულ ქალაქს – ლამპსაკს მაიდგა, რომელსაც სპარსული ორიენტაცია ეკავა. მცხოვრებლებს შეეშინდათ, მაკედონელები ქალაქს დაანგრევენო და ალექსანდრეს მისი მამის – ფილიპეს მეგობარი – ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს, თხოვნით: შეეწყალებინა მცხოვრებნი და ქალაქი დაენდო.

როცა ანაქსიმენე ქალაქის დელეგაციით მეფეს მიუახლოვდა, ალექსანდრე მიხვდა, რის სათხოვნელად მიდიოდა მასტან ფილოსოფოსი და მიაძახა: “ვფიცავ ღმერთებს, არ შევარსულებ თქვენს თხოვნას”. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ფიცის ქვეშ, მეფე არ ასრულებდა ანაქსიმენეს თხოვნას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაკედონელები ქალაქს აღგვიდნენ პირისაგან მიწისა.

მაშინ ბერძენი ფილოსოფოსი არ დაიბნა:

– მეფევ! – მიმართა ანაქსიმენემ ალექსანდრეს, – გთხოვთ, დაანგრიოთ ჩვენი ქალაქი. ფიცის თანახმად, ალექსანდრემ რაღა თქმა უნდა არ შეასრულეა ანაქსიმენეს “თხოვნა” და ქალაქი ლამპასკიც გადარჩა დანგრევას.

*  *  *

სპარტის გამოჩენილ მოქალაქეს სიმონიდეს შეეკითხნენ: თუ გაგიკეთებია ცხოვრებაში ისეთი რამ, რაზეც მერე გინანიაო?

– საკმაოდ ხშირად – იყო პასუხი, – ბევრჯერ მინანია, რად ვილაპარაკე, მაგრამ არასოდეს – ჩუმად რად ვიყავი მეთქი.

*  *  *

იმპერატორ ვესპასიანეს (69-79წწ) ერთი ახალგაზრდა გამოაცხადა და დიდი მადლობა მოახსენა მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისათვის. ახლადგამომცხვარი დიდმოხელე კეთილსურნელოვან არომატს აფრქვევდა.

უმჯობესი იქნებოდა, რომ ნივრის სუნად ყარდე”

მიახალა ვესპასიანემ და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება სასწრაფოდ გააუქმა.

*  *  *

ლოიდ ჯორჯს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრს მიაწერენ ასეთ თქმას საქართველოსა და ქართველების შესახებ:

1919 წელს, პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები: კ. ჩხეიძე და ე. გეგჭკორი ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი, როცა მათ ჩაცმულობას ყურადღება მიაქცია ერთმა მოხუცებულმა ლორდმა და სადაურობა იკითხა, ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებით.

ვერაფერს ვიტყვით, მართალი იყო ინგლისის პრემიერ-მინისტრი 😀

ამ ამბების გაგრძელება კი იქნება, თუკი დაგაინტერესებთ 😉