დღევანდელი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანია. თუმცა მხატვრები დღეს ხელოვნების სრულიად განსხვავებულ ნიმუშებს ქმნიან, ზეთის საღებავებით შესრულებული ტრადიციული სურათებით დაწყებული–  ვიდეოჩანაწერებით და მკვდარი ცხოველებით დამთავრებული. ეს ნამუშევრები უცნაური სანახავია, თუმცა ისინი იმავე თემებისა და იდეების გამომხატველია, რომლებიც წარსულშიც ასაზრდოებდა ხელოვნებას.

თანამედროვე ხელოვნება ხშირად გალერეების კედლებს ცდება და ისეთ ადგილებს აღწევს, რომლებიც, ტრადიციულად, ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. 70–იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მხატვარი რეალურ ლანდშაფტზე  მუშაობს, ქმნის ნამუშევარს ღია ცის ქვეშ და აფიქსირებს მას. ასეთ მიმდინარეობას “ლენდ არტი” ეწოდება.

კლასიკოსი  პეიზაჟისტების მსგავსად, ბრიტანელი ენდი გოლდსუორთიც შეიასწავლის კავშირს ადამიანებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს შორის. ის განსაკუთრებულ ადგილებში მუშაობს და მისი ნამუშევრები გარემოსთან ურთიერთქმედების ნიმუშია. ამასთან, ის ბუნებრივ მასალებს, მაგალითად, ქვებსა და ფოთლებს იყენებს და მათ მარტივ ფიგურებად განალაგებს. მისი ნამუშევრები ხშირად დროებითია და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს.

ენდი გოლდსუორთი “ყინულის ვარსკვლავი”

პორტუგალიელი პაოლა რეგოს სურათები ადამიანის რეალისტურად გამოხატვის  ხანგრძლივ ტრადიციას ეხმაურება, როგორც, მაგალითად, ეს პასტელით შესრულებული სურათი,   რომელზეც აბრეშუმის საქორწინო კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია გამოხატული. რეგოს სურათები განსხვავდება ტრადიციული სურათებისგან, რომლებშიც ხაზგასმულია ქალის სილამაზე და მოხდენილობა. ამ სურათზე  ქალი უხერხულ პოზაში წევს და პირდაპირ იყურება ეჭვებით სავსე სახით.რეგოს თქმით, მოდელის პოზა იმ ძაღლის პოზას მიამსგავსა , რომელიც პატრონისადმი  ერთგულებას და სრულ მორჩილებას გამოხატავს. ეს მტკივნეული პოზაა, ქალი კი აშკარად პატარძლის სამოსშია გამოწყობილი.ამიტომ, იქნებ რეგოს იმ მორჩილების გაკრიტიკება სურდა, რომელშიც ცხოვრობენ ქალები თავიანთ ოჯახებში?

ბევრი მხატვარი თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ ბოძებული  შესაძლებლობებით სარგებლობს და ნამუშევრებში ფოტოებს, ვიდეოფირებისა და კომპიტურერით მიღებულ  გამოსახულებებს იყენებს. ამერიკელი ბილ ვიოლას “ნანტის ტრიპტიქონი” ადამიანის სასიცოცხლო ციკლს ასახავს. ვიოლა ტრიპტიქონის ტრადიციულ ფორმატს იყენებს და სამ გამოსახულებას ერთდროულად წარმოადგენს. ამ მომენტში კი გამოსახულია პატარა ბავშვი მომაკვდავი ქალი და მამაკაცი, რომელიც იხრჩობა. იქნებ ის თავად სიცოცხლეს წარმოადგენს? ეს ტრიპტიქონი საკურთხეველთან მდგარი სხვა ტრიპტიქონების მსგავსია. ის რელიგიურ სცენებს არ ასახავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ქალაქ ნანტის ერთ–ერთი ეკლესიისთვისა შექმნილი.

ბრიტანელი დემენ ჰერსტი  მნახველისთვის შოკის მოგვრის უნარითაა ცნობილი, რაც დიდწილად ფორმალინში დაცული მკვდარი ცხოველებისგან შემდგარი ნამუშევრების შედეგია. “სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში” ჭურჭელია, რომელშიც ზვიგენის სხეული ინახება. ვიოლას ტრიპტიქონის მსგავსად, ეს ნამუშევარიცც იმაზე მეტყველებს,  თუ როგორ უბრუნდება თანამედროვე ხელოვნება უძველეს კითხვებს, რომლების სიკვდილ–სიცოცხლეს უკავშირდება.

ანტიკური ხანიდან რენესანსამდე მხატვრობა ყოველთვის გარდაცვლილთა უკვდავყოფის ერთ–ერთი საშუალება იყო. იმის მიუხედავად, რომ ჰერსტის ნამუშევარში ადამიანი კი არა, ცხოველია წარმოდგენილი, ისიც სიკვდილის თემას ეხამურება. ზვიგენის დაცული სხეული მნახველს სიკვდილსა და სიცოცხლეზე დაფიქრებას აიძულებს. ამავე დროს, ის ცოცხალივითაა და ჭურჭელში ტივტივებს, თითქოს ცურავსო. ამის შედეგად, ძნელდება იმის აღქმა, რომ მკვდარ ზვიგენს ვუყურებთ, ეს კი გვიჩვენებს “სიკვდილის ფიზიკურ შეუძლებლობას ცოცხალი ადამიანის გონებაში”.

Advertisements