ხელოვნების სამყაროში უამრავი ფული ტრიალებს. ცნობილი მხატვრების სურათები აუქციონებზე მილიონად იყიდება. ყველაზე ძვირად, დაახლოებით 82,5 მლნ აშშ დოლარად, ვინსენტ ვან გოგის პორტრეტი გაიყიდა. ხელოვნების მდიდარი მოყვარულები მზად არიან სურათებში დიდი ფული გადაიხადონ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა მხატვარმა ყალბი სურათებს შექმნა გადაწყვიტა. აქ რამდენინმე ყველაზე ცნობილი შემთხვევაა აღწერილი, თუმცა, ყალბისმქმნელების რიცხვი გაცილებით მეტია და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ.

მონა ლიზა გაქრა!

“მონა ლიზას” მოპარვის ფაქტი ხელოვნების ნაწარმოებთა ქურდობებს შორის ერთ–ერთი ყველაზე სკანდალურია. წლების განვმალობაში პორტრეტი პარიზის  ლუვრის მუზეუმში ეკიდა. 1911 წლის 21 აგვისტოს მუზეუმის დაკეტვის შემდეგ “მონა ლიზა” მუზეუმის ერთ–ერთმა მუშამ ჩამოხსნა და სწრაფად გაუჩინარდა. პოლიცია სურათს მთელ საფრანგეთში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში, ექვს მდიდარ ამერიკელს დაახლოებით 300–300 ათასი დოლარი დასტყუეს “მონა ლიზას ასლების სანაცვლოდ, შესაძლოა, ქურდობის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს იყო.

“მონა ლიზა”

1913 წელს ვინჩენცო პერუჯამ ანტიკვარიატით მოვაჭრეს განუცხადა, რომ “მონა ლიზა” მას ჰქონდა. დაეჭვებულმა ანტიკვარმა სურათის ჩვენება მოითხოვა, ამიტომ პერუჯამ ის სასტუმროში წაიყვანა და ჩემოდნის საიდუმლო განყოფილებაში დამალული დახვეული სურათი აჩვენა. ანტიკვარმა პოლიციას უხმო და პერუჯა, რომელსაც ჯილდოს იმედი ჰქონდა დააპატიმრეს. მან აღიარა , რომ პორტრეტი ლუვრში მუშაობის დასრულების შემდგ მოიპარა. პერუჯა მკაცრ სასჯელს გადაურჩა, ვინაიდან განაცხადა ,რომ მხოლოდ სურათის იტალიისთვის დაბრუნება სურდა. მას მინიმალური სასჯელი შეუფარდეს, სურათი კი ლუვრში დააბრუნეს, სადაც დღესაცაა გამოფენილი.

ვინსენტ ვან გოგის “დოქტორ გაშეს პორტრეტი”.

“ნამდვილი ვან გოგი რეკორდულ თანხად გაიყიდა ექსპერტების აზრით, 100–მდე სურათი, რომელიც, სავარაუდოდ, ვან გოგს ეკუთვნის შეიძლება ყალბი იყოს.თავის სიცოცხლეში ვან გოგმა მხოლოდ ერთი სურათი გაყიდა, ამასთან მას ჩვეოდა საკუთარი ნამუშევრების ასლების კეთება. ეს ყველაფერი ძალიან ართულებს იმის დადგენა, ესაა თუ ის სურათი ორიგინალია  თუ მისი ასლი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სურათებით მოვაჭრე, ჰოლანდიელი ჰან ვან მეხერენი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალს ნაცისტებისთვის XVII  საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვერმეერის ძვირად შეფასებული სურათის მიყიდვაში დებდნენ. ყველასთვის მოუნოდნელად, ვან მეხერენმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სურათი თავად დახატა. ამის დასამტკიცებლად მანდ კიდევ ერთი “ვერმეერის სურათი” შექმნ მოწმეების თვალწინ, რასაც მხოლოდ ორი თვე დასჭირდა.

როგორც, აღმოჩნდა, ვან მეხერენი სურათებს მრავალი წლის განვმალობაში აყალბებდა. ექსეპერტების მოსატყუებლად ის XVII საუკუნის ნამდვილ ტილოებს იყენებდა, საღებავებს კი ძველი პიგმენტების დაკვირვებით  შესწავლის საფუძველზე ამზადებდა. ამასთან მან შეიმუშავა სურათების “დაძველების” მეთოდი, რომელიც მათ  გამოწვას გულისხმობდა. ყველაზე  მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ის ნიჭიერი მხატვარი იყო. მის ყალბ სურათებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ვიდრე სიმართლე გაირკვეოდა. საბოლოოდ, სასამართლომ ვან მეხერენს ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდება მოუხსნა, თუმცა ყალბი სურათების შექმნისთვის მაინც მიუსაჯა.

იმის დასადგენად, ესა თუ ის სურათი ორიგინალია თუ ასლი, კოლექციონერები მხოლოდ თავად სურათს კი არ ამოწმებენ, არამედ მის ისტორიას ანუ “წარმომავლობასაც”, რაც გულისხმობს ინფორმაციის ყველა წინა მფლობელის შესახებ. სურათების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქურდობა  თავად სურათებზე კი არა, არამედ მათი წარმომავლობის გაყალბებაზე იყო აგებული.

ჯონ მიატმა და ჯონ დრუიმ ერთად სხვადასხვას სტილის 200–ზე მეტი ყალბი სურათი გაასაღეს, ვიდრე მათ პოლიცია დააპატიმრებდა. მიატი სხვადასხვა მხატვრის სურათებს აყალბებდა, რომელთა შორის იყვნენ ჟორჟ ბრაქი და ანრი მატისი. ეს ყალბი სურატები ტექნიკურად საკმაოდ ცუდად იყო შესრულებული. მიატი კედლის საღებავისა და ტაოტის ნაზავს იყენებდა, რომელიც სულას არ ჰგავდა ორიგინალში გამოყენებულ საღებავებს. თუმცა, ბევრი მყიდველი მაინც მოტყუვდა, ვინაიდან დრუი, საბუთების დახელოვნებული გამყალბებელი, თითოეულ სურათს გაყიდვის დამადასტურებელი ყალბი ჩეკებითა და ორიგინალის დამადასტურებელი სერტიფიკატებით ამარაგებდა. მან ისიც კი მოახერხა, რომ მუზეუმში დაცული ის ჩანაწერები შეცვალა და სადაც მხატვრების ჩამუშევრები იყო ჩამოთვლილი.

ხშირად თავად ყალბი სურათებიც იმსახურებს ყურადღებას. გამყალბებლები ზოგჯერ სხვების მიბაძვით იწყებდნენ, შემდეგ კი თავადაც საკმაოდ ცნობილები ხდებიან. მაგ., უნგრელმა ელმირ დე ჰორიმ ისე გაითქვა სახელი, რომ დღეს მისი სახელით სხვა გამყალბებლები სარგებლობენ. ასე რომ, მართლა  აქვს მნიშნველობა, ვის ეკუთვნის ესა თუ ის სურათი. წარსულში მხატვრების დიდი ნაწილი საკუთარ  სურათებს სახელს არ აწერდა. ისინი “გაყალბების” იდეას ვერც კი გაიგებდნენ, რადგან სურათს მისი ღირსების მიხედვით აფასასებდნენ და არა –  ავტორის სახელით. იქნებ დღევანდელი კოლექციონერებიც ასე უნდა იქცეოდნენ?

Advertisements