Cup of cofee

პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:

ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან,  10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.

coffee flowers coffe trees

ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.

ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.

ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე)  კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.

cofee with flover

ყავის მარცვალი შეიძლება შევინახოთ წლების განმავლობაში და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღვინის მსგავსად მისი გემოც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ყავა მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, უმჯობესია, მინის ჭურჭელი იყოს. თუმცა, დაფქული ყავა მალე კარგავს არომატს, ამიტომ ჯობია, მოდუღების წინ დავფქვათ ყავა. მაგრამ, ვინაიდან დღეს დაფქულ ყავას ვიძენთ პირდაპირ, მისი შენახვაც მინის კარგად დახურულ ჭურჭელშია მიზანშეწონილი – ასე უფრო დიდხანს ინახავს გემოვან თვისებებს, თუმცა არა მარცვლების მსგავსად წლების განმავლობაში.

ასევე როგორც ვიცით, ნალექიანი ყავის გარდა, გვხვდება ე.წ. უნალექო, ანუ ხსნადი ყავა. მისი გემო და არომატი გამოირჩევა ნალექიანი ყავისაგან, თუმცა აქვს ყავის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური მოქმედება, რადგან მასშიც არ იკარგება კოფეინი.

ყავის მოქმედება და თვისებები

coffee tree ყავის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური არის ალკალოიდი კოფეინი. კოფეონის ჯგუფის ალკალოიდები ქიმიური წყობით ახლოს არიან ზოგიერთ იმ ნივთიერებასთან, რომელიც გვხვდება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში (შარდმჟავა და სხვ.). ალბათ ამიტომ ისინი არ არიან საშიშნი ადამიანისათვის მცირე რაოდენობით ხანგრძლივად გამოყენების დროსაც კი. კოფეინს სწრაფად შეწოვის უნარი აქვს, ანუ ორგანიზმი მალე ითვისებს მას.მისი მოქმედება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ ვლინდება. კოფეინის, ისევე როგორც მრავალი ნივთიერების მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ორგანიზმის უნარზე, დაშალოს იგი ან გადააქციოს ნაკლებად აქტიურ შენაერთებად და განსაკუთრებით ეს ალკალოიდი და მისი დაშლის პროდუქტები გამოდევნოს. კოფეინს არ აქვს ორგანიზმში დაგროვების უნარი, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი. მისი დიდი ნაწილი იშლება და გადაიქცევა შარდოვანად. 6 საათის განმავლობაში იშლება დაახლოებით 50% მიღებული კოფეინისა, დღეღამის განმავლობაში კი იგი ორგანიზმში აღარ რშება. შეუცვლელი სახით თირკმელებით გამოიყოფა შეყვანილი დოზის მხოლოდ 8%.

კოფეინის ზემოქმედებით ძლიერდება რეფლექტორული მოქმედება, ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა, ძლიერდება გულის მოქმედება, იზრდება დაქვეითებული სისხლის წნევა, ფართოვდება თავის ტვინის, გულუსა და თირკმელების სისხლძარღვები, იზრდება შარდის გამოყოფა, ძლიერდება კუჭის წვენის სეკრეცია (გამოყოფა) – ალბათ ამ უკანასკნელი თვისების გამო გვიყვარს ყველას, სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი ყავა 🙂

ყავის სამკურნალო თვისებები

coffee-flower ევროპაში ყავის სამკურნალოდ გამოყენების პირველი მითითებანი გაჩნდა 1592 წელს. თავდაპირველად ევროპელ ექიმთა უმეტესობა ყავის სასმელს წინასწარშექმნილი ცუდი აზრით ეკიდებოდა, მაგრამ მალე მათ ყავის გამოყენება ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, უმი მარცვლებისაგან ჩვეულებრივ ნაყენს ამზადებდნენ და შემდეგ მას იყენებდნენ ციებ-ცხელების, თავის ტკივილის, ყივანახველის, კატარული მდგომარეობის, ნიკრისის ქარისა და ართრიტის დროს.  უფრო ფართოდ გამოიყენეოდა მოხალული ყავის ნახარშები ან ნაყენები. მაგარ ნახარშს, ლიმონის წვენთან არეულს, იყენებდნენ ციების დროს. მე-18 საუკუნიდან ყავის მარცვლებს იყენებენ ჰომეოპათიაში. არც თუ იშვიათად, ყავას უნიშნავენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მოწამვლის დროს, შაკიკისა და ზოგიერთი ფუნქციონალური ნერვული მოშლილობის დროს. ასევე ქალებს მენსტრუალური ტკივილი დროს ურჩევენ მიიღონ ყავა, რადგან კოფეინი ხსნის სპაზმებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც საბოლოოდ აყუჩებს კიდეც ტკივილს. განსაკუთრებით მტკიცედ დამკვიდრდა პრაქტიკაში მაგარი ყავის დანიშვნა, როგორ საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება სისუსტის შემთხვევაში.  ყავაში შემავალი კოფეინის წყალობით ჩნდება სიმხნევის გრძნობა, ქრება გონებრივი დაღლილობა და თვლემა, მნიშვნელოვნად იოლდება და ღრმავდება აზროვნება, აქტიურდება მეხსიერება და ემოციური შთაბეჭდილებების აღქმა.

coffee-cup ყავა საოცრად დადებითად მოქმედების მოწამვლის დროს.  ამ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვის შემდეგ რეკომენდებულია დაზარალებულს მივცეთ 1-2 ფინჯანი ყავა, მისი მთრიმლავი ნივთიერებები კუჭისა და ნაწლავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენენ, შეუძლიათ დალექონ და წინააღმდეგობა გაუწიონ შხამიანი ნივთიერებების ნარჩენების შეწოვას. გარდა ამისა, კოფეინი მოწამვლის დროს ტონუსს აძლევს ორგანიზმს და აძლიერებს გულის შესუსტებულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც იყენებენ ყავას სამკურნალოდ. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს ფაღარათის შეწყვეტას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში იყენებენ არა მარტო შავ ყავას, არამედ მისგან მომზადებულ ჟელეს, მუსსა და კისელს. ხანდახან ყავის დახმარებით უწყვეტენ შეუცერებელ პირღებინებას ფეხმძიმე ქალებს.

მცდარია შეხედულება, იმის შესახებ, რომ 1-2 ფინჯანი მაგარი ყავა აფრთხობს ძილს და აფხიზლებს ნასვამ ადამიანს. გამოკველევების თანახმად, ყავა ალკოჰოლის მოქმედების დროს გვევლინება არა მისი ანტაგონისტი, არამედ უფრო როგორც მისი მოკავშირე.

ხანდახან ყავის გამოყენება შეიძლება როგორც ჭრილობის შემახორცებელი დამხმარე საშუალება. გვირჩევენ, რომ დაბეჟილობა და ჭრილობები (მათ შორის ჩირქოვანიც) მოვბანოთ კარბოლკისა და კალიუმის მანგანუმმჟავის 2-3% –იანი ხსნარით და დავაყაროთ წვრილად დაფქული ყავა. ჭრილობა უნდა დავბანოთ არა ნაკლებ 2-ჯერ დღეში. ყავის ფხვნილით დაფარული ფენა ხელს უწყობს ჭრილობის ზედაპირის გამოშრობას და უფრო სწრაფ შეხორცებას.

coffee-flower-cherry არსებობს აზრი, რომ ყავა კარგი საკვები ნივთიერებაა, რადგან მასში არის საკმაოდ ბევრი აზოტური ნივთიერება, ცხიმი და შაქარი, თუმცა რადგან ყავას მცირე დოზებით იღებს ადამიანი (10-12გრ ფინჯანზე), მისი საკვები ნივთიერებებიც,  მცირე რაოდენობით ხვდება ორგანიზმში. ამავ დროს ყავას შეუძლია შეამცრის შიმსილის გრძნობა და ამით ამცირებს საკვების დიდი რაოდენობით მიღების მოთხოვნილებას (თუმცა ყავის დიეტაზე დაჯდომას მაინც არავის არ გირჩევთ 😀 )

ყავა წინააღმდეგ ნაჩვენებია ადვილად აღგზნებადი ადამიანებისათვის, კუჭის წყლულით დაავადებულთათვის. ყავის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებამ სეიძლება მცირე მოწამვლა გამოიწვიოს. ხოლო მცირე და დასაშვები დოზებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაშვებული და სასრგებლოცაა.

beans of coffeeეს იყო ის მცირედი, რაც ყავაზე მოპოვებული უზარმაზარი ინფორმაციიდან ამოვკრიფე. თქვენი არ ვიცი და მე ყავის გარეშე ვერ ვარსებობ… 🙂 დილით ფინჯანი ნალექიანი ყავა ისე მიხარია, ვერ წარმოიდგენთ 😀  განსაკუთრებით “ნესკაფე” მიყვარს ძალიან 😉 მისი სამკურნალო თვისებებიდან კი ყივანახველაზე მოქმედების დადებითი ეფექტი ყველაზე კარგად მაქვს გამოცდილი – კოფეინი მომენტალურად ხსნის სპაზმებს და შვებას აძლევს ადამიანს. საკმაოდ გვიან მოვიხადე ეს დაავადება და მძიმედაც გადავიტანე. ყავა მშველის მაშინაც, როცა თავი მტკივა ძალიან და როცა ცუდ ხასიათზე ვარ… 🙂

ბრაზილურ ყავას კი თვით ფეხბურთის მეფე და ლეგენდა პელეც კი უკეთებს რეკლამას, რა თქმა უნდა, მისი სახელობის ყავას … 🙂

Pele

ახლა კი ყავის მომზადების ერთი საინტერესო რეცეპტი, ზოგმა ალბათ იციტ, ზოგმა კი არა 🙂 მოკლედ, ერთ კოვზ ხსნად ყავას დააყარეთ ერთი ან ორი კოვზი შაქარი, დაასხით ცოტა წყალი, ისე რომ ოდნავ დასველდეს ყავა და მისი ათქვეფა შეძლოთ კოვზით. კარგად რომ აითქვიფება, ანუ ლამის გათეთრდება დაუფრო ჰაეროვანი გახდება, მასა მზადაა. შემდეგ მოადუღეთ ჩვეულებრივი ნალექიანი (თურქული) ყავა და ეს ათქვეფილი ყავა კოვზით დაადეთ ზევიდან… დასალევად უგემრიელესია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ მაგარია. ჰო, დალევისას ფრთხილად იყავით, ენა არ დაიწვათ 😀 რადგან ქაფი გრილია და სიფრთხილის გრძნობის დაკარგვის საფრთხე დგება 😉

ბოლოს Nescafe-ს ერთი სარეკლამო რგოლიც მინდა გაგახსენოთ 😉

Advertisements