მსოფლიოს სპორტული სამყარო, რომ ევროპულმა ფეხბურთმა “წალეკა” ეს ახალი არავისთვისაა, მთელ მსოფლიოში ევროპული ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია, გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაა სადაც ევროპულმა ფეხბურთმა მხოლოდ ახლახანს აიდგა ფეხი.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში მრავლადაა ინფორმაციები მსოფლიოს საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის და სუპერვარსკვლავი ფეხბურთელების შესახებ, თუმცა ბევრმა არ იცის ქალთა ფეხბურთის შესახებ, რომლის ყველაზე კაშკაშა სუპერვარსკვლავი ბრაზილიელი მანდილოსანი მარტა ვიეირა და სილვაა. ალბათ დრო მოვა და ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდება, თუმცა ის კარიერას უკვე 10 წელია აგრძელებს. ამ 10 წლის მანძილზე მან შეძლო 4-ჯერ გამხდარიყო მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

მარტა, როგორც მას საფეხბურთო წრეებში მოიხსენიებენ ბრაზილიის პატარა შტატ ალაგოასის ქალაქ დოის რიაჩოსში დაიბადა 1986 ლის 19 თებერვალს.
მარტამ ფეხბურთის თამაში ადგილობრივ კლუბ “ცენტრო სპორტივო ალაგოანოში” დაიწყო 1999 წელს და ერთ წელიწადში “ვასკო და გამაში” გადავიდა. ამ კლუბში მარტა 2 წელი თამაშობდა და მან კარიერის პირველი ბრაზილიური ეტაპი აქ დაასრულა, ოკეანგამოღმა მარტათი შვედური კლუბი “უმეა იკ” დაინტერესდა, სწორედ ამ კლუბში გაატარა საკლუბო კარიერის ოქროს წლები და  2004-2008 წლებში შვედური კლუბის მაისურით 103 მატჩი ჩაატარა, არ გაგიკვირდეთ და ამ 103 მატჩში მან 111 გოლის გატანა მოახერხა, რაც მართლაც, რომ ფენომენალური შედეგია.
კლუბში გადასვლისთანავე ის უდავო ლიდერი გახდა და “უმეა იკ”-ის უეფას თასი მოაგებინა, სადაც მათ ფინალური მატჩი გერმანული “ფრანკფურტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 8-0 გაიმარჯვეს.
მარტამ პირველი ოქროს ბურთი 2006 წელს მოიგო და ამის შემდეგ 2009 წლის ჩათვლით ყოველ წელს ის ხდებოდა საუკეთესო.
Advertisements