post pic

ეს პოსტი გოგოებს უფრო დააინტერესებთ ალბათ 🙂 ბიჭებმა კი იმ შემთხვევაში გადახედეთ, თუ თქვენი დის ან საყვარელი გოგონას სისუსტეა სამკაულები – ბიჟუტერია თუ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ასქსესუარები… ჰოდა ასე, რას არ  “ვისხავთ” გოგონები (ბიჭების აზრით), საყურეს, სამაჯურეს, ყელსაბამს, ბეჭედს, კულონს…

ძნელია თქმა, საიდან იღებს დასაბამს სამკაულის იდეა. მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ველური ტომების “გამოგონებაა” და თავიდან სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, მაშინ მას ძირითადად მამაკაცები იყენებდნენ, როცა თავიანთ ღმერთებს თაყვანს სცემდნენ ამ რიტუალისთვის შესაბამისად “იმოსებოდნენ” ეს შესამოსელი კი, სხვადასხვა ცხოველის ძვლისაგან დამზადებული მძივი და ყელსაბამი იყო ძირითადად… 🙂 შემდეგ კი, ალბათ ძვირფასი ლითონის და ქვების მოპოვება – დამუშავებამ დახვეწა სამკაული, იმდენად, რომ არსებობენ ცნობილი ბრილიანტები, ცნობილი სამკაულები… ზოგი საბედისწეროც კი გახდა მათი მფლობელისათვის…

ერთი სიტყვით, რა ისტორიაც არ უნდა ჰქონდეს, ქალების და გოგონების გულს იპყრობს მათი ელვარება, სილამაზე, ორიგინალური დიზაინი… ხოლო რიტუალური დანიშნულება, მცირედით მაინც შეინარჩუნა – დიახ, სამკაული, კერძოდ კი ბეჭედი, უმრავლეს ქვეყანაში ქორწინების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. თუმცა ინდოეთში ბეჭდის მაგივრად გულსაკიდს იყენებენ და ამ გულსაკიდს “მანგალა სუტრას” უწოდებენ. ინდური სამკაული კი საყოველთაოდ განქთმულია (მათ ქალებს, მკლავებზე, ფეხებზე, წარბებზე, ცხვირზე და თავზეც კი რაღაც უკეთიათ 😀 ). ამასთან, დღეს ბევრი ცნობილი საიუველირო სახლია, რომელიც ყოველ სეზონზე ახალ დიზაინს, ახალ სილამაზეს გვთავაზობს… 🙂 ვისი ბიუჯეტიც ამ ყველაფერს ვერ სწვდება, მათთვის არანაკლებ ლამაზი ბიჟუტერია არსებობს და ბევრი თვითონაც ქმნის ხელნაკეთ სამკაულს 😉

საქართველოშიც დიდ პატივს სცემდნენ ამ ატრიბუტკას, განთქმული იყო (და არის) ხევსურული და თუშური ვერცხლის სამკაული. ხოლო, ძველად საქართველოში, გოგონებს პატარა ასაკშივე უხვრეტდნენ ყურს. კომუნისტების გაბატონების შემდეგ, გრძელთმიანი, დახვეწილი, მოვლილი, მაკიაჟიანი, ძვირფასეულობით შემკული ქალი ბურჟუას ასოციაციას იწვევდა და საბოლოოდ სათუთი და ნაზი ქალი, მამაკაცურად თმაშეჭრილმა, მოუვლელმა ქალმა ჩაანაცვლა… 🙂 (გაიხსენეთ თამარ შერვაშიძე და მისი მეგობარი ქალი, კ.გამსახურდიას რომანში “მთვარის მოტაცება”). ხოლო სამკაულის, გრძელი თმის და მაკიაჟის წინააღმდეგ ისე ილაშქრებდნენ, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი მეძავი ქალის დამახასიათებელ ნიშნებად იქცა (მათ ყველაფერი სძულდათ, რაც თავადის ქალს აგონებდათ და მათ დასამცირებლად რას აღარ იგონებდნენ.. ). ზოგი იქამდეც მივიდა, რომ ქორწინების ბეჭედსაც უარყოფდა. ეს ყაველაფრი თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა ქალს დაუბრუნდა გრძელი თმაც (ღვთისგან ნაბოძები ბუნებრივი სამკაული, პავლე მოციქულის მიხედვით) და ასე საყვარელი საიუველირო ნაწარმიც… თუმცა ბევრი მამაკაცის აზროვნებაში დღემდე ჩარჩა ცუდი ასოციაცია ამ ყველაფერთან – მაგ. ბიძაჩემი, ყველაფერს გვიშლიდა, სამკაულსაც და მაკიაჟს ხომ საერთოდ 😀

სხვათაშორის, არც მე ვაპირებდი ყურის გახვრეტას საერთოდ, მაგრამ ქართულის მასწავლებელმა გადამაფიქრებინა – საყურე ერთადერთი სამკაულია, რომელიც სახეს ალამაზებსო… თანაც, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მოტრფიალეს, ძალიან მიყვარს მისი ლექსი “საყურე”… ჰოდა ასე, მე-11 კლასის ბოლოს გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა, მერწმუნეთ, პისტოლეტით, ანუ უმტკივნეულო გახვრეტა რომ არ არსებულიყო, მახათით ამას ნამდვლად ვერ ვიზამდი 🙂 მანამდეც გამოკითხვა  ჩავატარე ამ მეთოდით ყურის ბიბილო გახვრეტილთა შორის და რადგან ყველამ მითხრა, ვერაფერს გრძნობო, მეც მივუშვირე ყური იტალიურ პისტოლეტს :)  ამის მერე რამდენი საყურე დავაგროვე წარმოიდგინეთ… რამდენიმეს ცალი დამიკარგავს კიდეც და გული დამწყვეტია (თუმცა გამოსავალი აქაც მოვნახე 😉 ), ხოდა დღევანდელი პოსტი ამ ცალის დაკარგვამ გამახსენა და ამხელა შესავალი კი გამომივიდა….

ცოტა ხნის წინ, მეგობრისთვის ვარჩევდი საყურეს და ამ დროს გამყიდველმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი გასაყიდი საყურის ცალი დაუკარგავს… მოკლედ, ერთი წყვილი საყირიდან ერთი იყო და მეორე არა. გადაირია ქალი, კინაღამ ცუდად გახდა ის ინერვიულა. არ დავიზარე და რჩევა მივეცი, დასაკიდი გამოაძრეთ მეთქი და რამე ვერცხლის რგოლი გაუკეთეთ, (თუ არ გაქვთ რგოლი, ამ დასაკიდს უცებ გიქცევენ მეთქი რგოლად აქაური ვერცხლის მჭედლები, უამრავი მუშაობს დღეს თბილისის ოქროს ბირჟაზე), ხოდა გულსაკიდი გამოვა მეთქი და გაყიდეთ როგორც გულსაკიდი. დედა, როგორ გაიხარა ქალმაა… ამას ვერ მოვიფიქრებდი 100 წელიო, შენ გეიხარე ნენაო… გურულად ისე მეფერა, მატირა ამხელა ქალი 🙂 ახლა ქალბატონთან  სამუდამო ფასდაკლება მაქვს განაღდებული 😀

ეს შემთხვევა “მარშუტკაში” სარკის გვერდით ჩამოკონწიალებულმა საყურემ გამახსენა, მძღოლს უპოვია და გაურჭო იქვე, იქნებ ნახოსო პატრონმა. ორიოდ დღის წინ, სამსახურიდან ვბრუნდებოდი, გვიანი იყო. ამ დროს როგორც წესი მგზავრი ცოტაა და რაღაც მანძილზე მარტოს მომიწია მგზავრობა, მძღოლიც მოწყენილი იყო და საუბარი გამიბა. მოკლედ, ისეთი დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე, რომ რამით უნდა გცეო პატივიო და აი შვილო, ეს საყურე 2 თვეა აქააო, მინანქარიაო. მოდი შენ წაიღე, მაგრამ ცალს რა უნდა უქნა, ეგ არ ვიციო. ლამაზია, იქნებ მეორე ცალი გააკეთებინო ეგეთიო. კი მოვუნახავ დანიშნულებას, მაგრამ პატრონმა რომ მოიკითხოს მეთქი? 2 თვე დიდი დროაო აქამდე მოაკითხავდაო და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაჩუქა ის საყურე. როგორც ხვდებით, ისიც უკვე გულსაკიდად გადავაკეთე… 🙂

ამის მერე გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მეგობრებში და როგორც აღმოჩნდა, ცალ საყურეს ზოგი აგდებს, ზოგი ცალს იკეთებს, ზოგი ფიქრობს გადაადნოს, ზოგმა  უბრალოდ არ იცის რა უყოს… არადა რამდენჯერ მოსწონებიათ ჩემი გადაკეთებული გულსაკიდები 😀 ჰოდა ასე, ძვირფასებო, შეიძლება უაზრობაა ამაზე პოსტის წერა, მაგრამ თუ ვერ ვუპოვეთ ცალი, გადავაკეთოთ გულსაკიდებად, არ დაგვმშვენდება თუ რა 😉 რა თქმა უნდა, ყველა ტიპის ვერა,genuine_real_diamond_studs_ear_rings11

(მაგ: ასეთი)  მაგრამ კონწიალა საყურეები თავისუფლად შეიძლება გადააკეთოთ… 🙂

აი თუნდაც ასეთები, ადვილად გადაკეთდება 😉

images1 il_430xn23785511

ამასთან, გისურვებთ რომ არასოდეს დაკარგოთ რაიმე ძვირფასი – დანაკარგი ყველაზე ცუდი რამაა მგონი.

პოსტის ბოლოს კი ზოგიერთი ჩემი გულისმპყრობელი და რამდენიმე ორიგინალური საყურის ფოტოს შემოგთავაზებთ… 🙂

favoritebi…

P11931562 topaz-diamond-earrings

crystal earrings

garnet-dangle-earrings 690347_fpx.tif

თუმცა, ამქვეყნად არსებობს ერთი საყურე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ყველაზე ძვირფასია ჩემთვის… მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის რატომ 😉

esec originaluri dizaini, kargad vixalise, maTi mogrovebisas… 😀

76C628F4 D26285A1

ეს HTML საყურეაო, HEAD ტეგებით :)    ესეც კლავიატურაო 🙂

For The Ladies Head HTML Earrings il_430xN.5862446_1 ბლექბერი

il_430xn24323901 Scrabble-Earrings

lego-earring original-earrings

ამ წამლებში რა მოსწონთ, არ ვიცი … 🙂

magic_pills_00 PURPLE 2X4 LEGO EARRINGS

ესეც დისკები და თერმომეტრი … 🙂

floppy-disk-earrings earrings_

ხვილიკი ან ელფის ყურიც, თუ დაგჭირდათ 😀

SentryDragonEarWrap spock-earrings

ეს ვერ გავარკვიე რაღაც 🙂                         ესეც დისკებიო… 🙂

space_invaders_earrings cdjewelry

და ესეც ეგვიპტური სტილი… ეს კი ელ.ტექნიკის ნაწილებისგანააო 🙂

JEJ179 earrings-made-from-electron

პ.ს. ერთი ისეთი ვიპოვე, დადებაც შემრცხვა … 😀

Advertisements