საქართველო  სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  არქეოლოგიური გათხრების შედეგად  აღმოჩენილია რკინის, ბრინჯაოს,სპილენძის, ვერცხლის, ოქროსა და თიხის უამრავი უძველესი ნივთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვაყანაში უძველესი დროიდან მოიპოვევდნენ სხვადასხვა სახის წიაღისეულს.

საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც მოიპოვება ლითონები შავი და ფერადი მეტალურგიისათვის, მინერალები ქიმური მრეწველობისათვის, ოქრო, კვარცის სხვადასხვა სახეობა,  საცემენტე  ნედლეული, სამშენებლო– მოსაპირკეთებელი ქვები და საწვავი წიაღისეული –  ქვანახშირი და ნავთობი. ყველაზე მნიშვნელოვანია  ჭიათურის მანგანუმის, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის და მადნეულის სპილენძ–ტყვია– თუთიის საბადოები.

მადნეულის ღია კარიერი კაზრეთში.

ქვემო ქართლში, სოფელ კაზრეთის მიდამოებში, მიწის ზედაპირთან ახლოს თითქმის ჰორიზონტოლარუდ განლაგებულია სპილენძით მდიდარი ფენა, საიდანაც სპილენძს ღია წესიტ მოიპოვებენ, კაზრეთში მადნის მოპოვება XX საუკუნის 70–იან წლებისში დაიწყეს, რის შედეგადაც ამ ადგილს “მადნეული” უწოდეს.

საინტერესოა, რომ კაზრეთის მადანი სპილენძის გარდა შეიცავს ტყვი–თუთიას, ვერცხლსა და ოქროსაც კი.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – კახეთში, ქართლსა და გურიაში ნავთობის არსებობაზე ძველთაგანზე მიუთითებდნენ ქართველი თუ უცხოელი მკლევარები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, “ტფილისის სამხრეთ–აღმოსავლეთით დის ნავთი კიდესა  ტკურისასა”. აქედან მოდის თბილისის ამ უბნის სახელი “ნავთლუღი”.  XIX საუკუნეში ნავთობს კუსტარული მეთოდით მოიპოვედნენ, დღეს კი მისი ამოღება თანამედროვე მეთოდებით ჭაბურღილების მეშვეობით ხდება.

ამჟამად ნავთობს მოიპოვებენ მირზაანში, პატარა შირაქში, მანავში, ნორიოში, თელეთში, სამგორი–პატარძეულსა და სუფსაში. მთელ საქართველოში წელიწადში მხოლოდ 50 ათასს ტონა ნავთობს მოიპოვებენ, რაც მეზობელ აზერბაიჯანთან შედარებით 600–ჯერ ნაკლებია,  თუმცა ქართული ნავთობი ძალიან ხარისხიანია.

მარმარილო…

საქართველოში ბევრგან მოიპოვებენ სხვადასხვა ფერის მარმარილოს და  მათ სახელს ადგილის მიხედვით არქმევენ; მაგალითად: ლოპოტის თეთრი მარმარილო ნაცრისფერი ძარღვებით( კახეთში) ;  დიზის ნაცრისფერ ზოლიანი და ღია ნაცრისფერი მარმარილო (სვანეთში) ;  შროშის მარმარილო ღია წითელ ფონზე მიმოფანტული თეთრი ლაქებით (იმერეთში).

მეტრო “რუსთაველის” მიწის ქვეშა ვესტიბიული  სალიეთის მარმარილოთია მოპირკეთებული.

Advertisements