რენესანსის პერიოდში, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში, ძალიან პოპულარული იყო რელიგიური სურათები. თუმცა ძველ, ბიბლიურ იგავებს ახლა უკვე სრულიად განსხვავებულად გამოხატავდნენ. მოქმედება ხშირად თანამედროვე გარემოში  გადაჰქონდათ, ხოლო ხატვის ახალი ტექნიკის, მათ შორის პერსპექტივის გამოყენება სურათებს უფრო რეალისტურს ხდიდა.

შეკვეთები

რელიგიური სურათების უმრავლესობა კონკრეტული ეკლესიებისთვის სრულდებოდა. ისინი , ვინც მხატვარს ფულს უხდიდნენ, ჩვეულებრივ, იმასაც მიუთითებდნენ, თუ რა უნდ ჩაერთი სურათში, თუმცა დანარცენი თავად  მხატვრის გადასაწყვეტი იყო. სხვადასხვა მხატვარი  ხატვის სხვადასხვა სტილს იყენებდა.

პიერო დელა ფრანჩესკა, “ნათლისღება”

ეს  სურათი პიერომ თავისი  მშობლიური ქალაქის ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბორგო სან სეპოლკროს სამლოცველოსთვის შექმნა. სამლოცველო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო, ამიტომ მხატვარს შესალოა, სწორედ ნათლისღების სცენის დახატვა  სთხოვეს. სახარების თანახმად, ეს ამბავი ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეში მოხდა, მაგრამ  პიერომ მოქმედება იტალიაში გადმოიტანა. სურათის  უკანა პლანზე ქალაქი ბორგო სან სეპელკროც კი მოჩანს.

ღვთიური ნაშრომი

რენესანსის პერიოდის ყველაზე დიდი კედლის მოხატულობა ვატიკანის სიქსტის კაპელის  ჭერზეა  შესრულებული. მისი ავტორია მიქელანჯელო ბუონორტი, რომელსაც თაყვანისმცემლები “ღვთაებრივ მიქელანჯელოს” უწოდებენ.  ის ფრესკას ოთხი წლის განვმალობაში ქმნიდა ჭერთან ახლოს გამართულ ხარაჩოებზე დაწოლილი. ფრესკის თითოეული  ნაწილი ცალკე უნდა დახატულიყო , რადგან იგი სველ გრუნტზე სრულდებოდა და გაშრობის შემდეგ  მისი შეცვლა შეუძლებელი იყო. ამ მეთოდს “ალ ფრესკოს ტექნიკა” ეწოდება.

“ღვთაებრივი მიქელანჯელოს” ნახატი, რომელშიც ადამიანის შექმნის ბიბლიური ამბავია გადმოცემული…

მღვიმეში

ლეონარდო და ვინჩი  თავისი დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მხატვარი იყო, თუმცა მხატვრობის გარდა ის მეცნიერების სხვადასხვა დარგით და გამოგონებით იყო გატაცებული. მილანის ეკლესიისთვის ლეონარდომ  შექმნა “მადონა მღვიმეში”  სურათზე მარიამი კლდეებს შორის მუხლმოდრეკილია  გამოხატული. მასთან ერთად არიან ანგელოზი და ორი ბავშვი –  იესო და წმინდა იოანე ნათლისმცემელი.

“მადონა მღვიმეში”

წმინდა იოანეს თავისი ერთ–ერთი ტრადიციული  სიმბოლო  ლერწმის  ჯვარი უჭირავს. ის ლეონარდოს არ დაუხატავს მოგვიანებით მიამატეს, შესაძლოა,  იმისთვის , რომ ხალხს წმინდა იოანე და იესო ერთმანეთში არ არეოდა.იოანეს გრაგნილიც უჭირავს, რომელზეც ლათინურად წერია “შეხედეთ ღვთის კრავს”, რაც იესოს გულისხმობს.

მცენარეების დასახატად ლეონარდომ ბოტანიის ცოდნა გამოიყენა. ამის გარდა, მან პერსპექტივის კანონებიც შეისწავლა და თვითონ გამოიგონა ე.წ. “ჰაეროვანი პერსპექტივა”. ესაა ეფექტი, რომლის დროსაც მანძილის ზრდასთან ერტად საგნების კონტურების სიმკვეთრე მცირდება და ფიგურა რბილად, მკაფიო საზღვრების გარეშე ერწყმის ფონს. ეს მოვლენა ლეონარდომ უკანა პლანზე წყლისა და კლდეების მსუბუქი, ლურჯი ტონებით გამოხატა.

ლეონარდო სურათს მაღალი რენესანსისთვის დამახასიათებელი კლასიკური სამკუთხედის პრინციპით აგებს. იგი განათების საშუალებით ხაზს უსვამს აზრობრივად მნიშვნელოვან გამოსახულებებს  –  ფიგურებს, მათ სახეებს, ჟესტებს, დანარჩენი კი სიბნელეში იძირება.

Advertisements