შუა საუკუნეებში ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ პეიზაჟს არ შეიძლებოდა დამოუკიდებელი მნიშნველობა ჰქონოდა. მას მხოლოდ ისტორიული სცენების ფონად იყენებდნენ. ხშირად ეს იყო მთავარი გმირების უკან განლაგებული რამდენიმე ქვა. (XIV  საუკუნის ერთ–ერთ წიგნი მხატვრებს ქვების მოგროვებასაც კი ურჩევდა.) თუმცა,  XVI  და  XVII  საუკუნეებში ყველაფერი  შეიცვალა.

XVI  საუკუნეში მხატვრებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს პერსპექტივასთან დაკავშირებით, რამაც ხელი შეუწყო სივრცის უფრო ზუსტად ასახვას, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან მხატვრებს უფრო რეალისტური პეიზაჟების შექმნა შეეძლოთ. თანდათან მათ ისეთი სურათების ხატვა დაიწყეს, სადაც ბუნებას ადამიანებზე  მეტი ყურადღება ენიჭებოდა, ზოგჯერ კი ადამიანებს საერთოდ არ ხატავდნენ. XVI  საუკუნისთვის პეიზაჟი პოპულარულ დამოუკიდებელ ჟანრად იქცა. ევროპაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, შეიქმნა მრავალი პეიზაჟი, იდილიური წარმოსახვითი სცენებით დაწყებული და რეალური ადგილების დეტალური გამოსახვით დამთავრებული.

პირველი  პეიზაჟისტები ღია ცის ქვეშ მხოლოდ ესკიზებს აკეთებდნენ, ხოლო სურათებს სახელოსნოში ასრულებდნენ. XIX  საუკუნის შუა ხანებში ღია ცის ქვეშ ხატვა ჩვეულებრივ  მოვლენად იქცა. სინათლისა და ამინდის ცვალებადობით  შთაგონებულ ბევრ მხატვარს უკვე ბუნების ზედმიწევნით ზუსტად ასახვა სურდა.

დროთა განვმალობაში მხატვრების მიერ გარემოს აღქმა ისევე იცვლებოდა,  როგორც თვით გარემო. გასულ საუკუნეში უამრავი სტილი გაჩნდა, კუბისტების სვეტებიანი ქალაქებით დაწყებული და ედვარდ  ჰოფერის ურბანისტული  სურათებითა და ე.წ.  “ლენდ არტით” დასრულებული. ამ სტილის მიმდევრები თავად ბუნების წიაღში ქმნიდნენ ნამუშევრებს მიწის, ქვებისა და სხვა ბუნებრივი მასალების გამოყენებით. ამ გზით ისინი გარშემო მდებარე ლანდშაფტით შთაგონებულ მონუმენტებს აგებენ, რომლებიც შემდეგ თავად ხდება გარემოს ორგანული ნაწილი.

Advertisements