ნატურმორტი ასახავს უძრავ საგნებს:ყვავილებს, ხილს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და ნებისმიერ სხვა საგანს, რომლის დახატვასაც მხატვარი მოისურვებს. მე–19–ე  საუკუნის ბოლომდე თითქმის ყველა  ნატურმორტის ავტორის მიზანი იყო მაქსიმალური რეალისტურობის მიღწევა. მხატვრები ამ მხრივ ძალიან დახელოვნდნენ.

ნატურმორტის დახატვა ძალიან რთულია. მხატვარმა ჯერ საინტერესო და მიმზიდველი კომპოზიცია უნდა ააგოს, თანაც ისე, რომ ყველაფერი –  განათებაცა და ტექსტურაც –  მაქსიმალურად რეალისტურად ჩანდეს. ყველაზე რეალისტური ნატურმორტები ცნობილია “ტრომბ ლ’ ეის”  სახელით, რაც ფრანგულად “თვალის მოტყუებას” ნიშნავს. ეს სურათები  ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს ჩვენს თვალწინ რეალური საგნებია და არა სურათის ბრტყელი ზედაპირი. თუმცა, ამის მიუხედავად, მე–19–ე საუკუნემდე კრიტიკოსები ნატურმორტებს არ   სწყალობდნენ. მათ  მხოლოდ ოსტატობის ასამაღლებელ საშუალებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ,რომ მათი შექმნა მხატვრისგან არც ფანტაზიის უნარს და არც  აზროვნებას არ საჭიროებდა.

ნატურმორტი დასაბამს ანტიკურ საბერძნეთსა და რომში იღებს, სადაც ის მდიდართა სახლების კედლების მოსართავად  გამოიყენებოდა. მოგვიანებით, შუა საუკუნეებსა და რენესანსის  პერიოდში კი, ნატურმორტები, ძირითადად, მხოლოდ დიდი სურათების  ნაწილი იყო მაგალითად ღვთისმშობელ მარიამთან ერთად ხშირად გამოხატავდნენ ლარნაკს  დუმფარებით, როგორც  უმანკოების სიმბოლოს. მხოლოდ მე–17–ე საუკუნეში იქცა ნატურმორტი  დამოუკიდებელ ჟანრად. მალე დიდი პოპულარულობა მოიპოვა, ალბათ იმიტომ, რომ მის გასაგებად კლასიკური მითოლოგიისა თუ ბიბლიის ცოდნა საჭირო არ არის.

ნატურმორტში შესაძლოა გარკვეული ფარული აზრი იყოს გადმოცემული მხატვრები ხშირად ისეთ საგნებს გამოხატავენ, რომელთაც კონკრეტული იდეის წარმოჩენა შეუძლიათ. მაგალითად, წიგნები ნიშნავს ცოდნას, მუსიკალური, ინსტრუმენტები  – სიამოვნებას, ხოლო თავის ქალები, ცეცხლი  და ლპობაშეპარული  ხილი მნახველს სიკვდილს ახსენებს. სიმბოლური მნიშნველობის მქონე სურათს ალეგორიას უწოდებენ.  ისინი ისე პოპულარულია, რომ ზოგი მხატვარი მხოლოდ ამ ჟანრში მუშაობს.

მე–19–ე საუკუნეში ნატურმორტები სულ  უფრო ცილდებოდა  რეალობას, ვინაიდან მხატვრებმა თავიანთი გრძნობების გამოხატვის მიზნით ექსპერიმენტებს მიჰყვეს ხელი. ისინი ხშირად ისეთ საგნებს ირჩევდნენ, რომელთაც მათთვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა ჰქონდა, და ისეთ სტილსა და ფერებს  იყენებდნენ, რომლებიც მათ გრძნობებს უფრო მეტად  შეეფერებოდა, ვიდრე რეალობას. ფრანგი მხატვრის  ედუარდ მანეს თქმით, “ხილისა და ყვავილების  მეშვეობით მხატვარს ყველაფრის გამოხატვა შეუძლია”

ექსპერიმენტები დღესაც გრძელდება. დღეს ნატურმორტის დახატვაც კი აღარაა აუცილებელი. ჩვეულებრივი, ყოფითი საგნები , რომლებიც წინათ ნატურმორტის ობიექტები იყო,  დღეს ხშირად თავად წარმოგვიდგება ხელოვნების ნიმუშებად. მაგალითად, XX საუკუნის 60–იან წლებში  ამერიკელმა მხატვარმა ენდი უორჰოლმა  გამოფენაზე საპნის ფხვნილის კოლოფების რეალური ზომის ასლები გამოიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე ისე ხშირად ვეღარ ვწერ სტატიებს 😦 , რადგან  დრო არ მაქვს  1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ დიდია…  როცა დრო  მექნება დავწერ… მანამდე კი ასეთ უფრო პატარა სტატიებს შემოგთავაზებთ.

Advertisements