საქართველოზე უძველესი დროიდან გადიოდა ე.წ. “აბრეშუმის  გზა”, რომელიც  ინდოეთეიდან და ჩინეთიდან ევროპასკენ მიემართებოდა. ამიტომ გზების მშენებლობას  ჩვენში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. იგებოდა ხიდები, იდგებოდა მანძილის მაჩვენებელი ქვის სვეტები, გზები ქვებით იყო მოკირწყლული.

დღეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია. სარკინიგზო და საავტომობილოო მაგისტრალების გარდა, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი ნავთობსადენები და აირსადენები.

საქართველოს ყველა კუთხე ერთმანეთთან და მეზობელ სახელმწიოფოებთან ავტომაგისტრალებითაა დაკავშირებული. ლიხის ქედში (რიკოთის უღელტეხილის ქვეშ) გაყვანილმა საავტომობილო გვირაბმა ბევრად გაიოლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მიმოსვლა.

რიკოთის გვირაბი

2006 წელს საქართველოში დაიწყო ჩქაროსნული გზატკეცილების მშენებლობა.

ფოთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია. ბაქო–ბათუმის ნავთობსადენის გაყვანის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა ბათუმის ნავსადგურიც. ნავსადგური არსებობობს სოხუმშიც. ბათუმიდან და ფოთიდან გასული სატვირთო გემები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისაკენ მიემართება და დიდი რაოდენობისა და წონის ტვირთი გადააქვს.

ფოთის პორტი

ბათუმის პორტი.

სოხუმის პორტი.

ტვირთის გადასაზიდავად და მგზავრების გადასაყვანად მნიშვნელოვანია  რკინიგზა, რომლის პირველი ხაზი  ფოთსა და ზესტაფონს შორის 1871 წელს გაიხსნა. მას  უამრავი  ახალი გზა მოჰვა, წიფის გვირაბმა კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთთან დააკავშირა.

2007 წლის 22 ნოემბერს ბაქო–თბილისი–სტამბულის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა თურქეთის  გავლით პირდაპირ დაუკავშირდება ევროპას. დღემდე კი ევროპასთან და საერთოდ მსოფლიოსთან დაკავშირების საუკეთესო და სწრაფი საშუალება საჰაერო გზაა. თბილისსა და ბათუმში არსებული საერთაშორისო აეროპორტებიდან ყოველდღიურად საშუალოდ 12 რეისი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

საქართველოზე გადის ბაქო –ბათუმის ნავთობსადენი, რომელიც 1907 წელს გაიხსნა და მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი იყო.

1999 წელს ამუშავდა საერთაშორისო მნიშვნელობის ბაქო–თბილისი–სუფსის, ხოლო 2005 წელს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენები, რომელთა საშუალებითაც ნავთობი აზიიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისაკენ მიედინება. ბოლო დროს გაყვანილი შაჰდენიზის აირსადენით კი აირი შუა აზიიდან აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება.

Advertisements