skype-to-take-the-world

მე მგონი, სკაიპის ყველა აქტიურ მომხმარებელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასჭირვებია სკაიპის რამოდენიმე ნიკის ერთდროულად გამხსნელი, ანუ ერთდროულად ორი ან მეტი სკაიპით რომ იყოთ ონლაინში. ე,წ, ძველი სკაიპისთვის გამოვიდა SkypeLauncher-ი, “მწვანე სკაიპად ცნობილი” და ახალი სკაიპის გამოსვლის შემდეგ, გვახსოვს ალბათ, რა ამბავი იყო, ძველი სკაიპის გამხსნელი ახალზე არ მუშაობდა. თუმცა, ეს პრობლემაც მალე მოგვარდა. დღეს ეს გამშვები ყველა ვარეზზე გდია. აბა რას ვწვალობ ამ პოსტში? რას და, ეს SkypeLauncher-ები დავირუსებულია!

ყველა ანტივირუსი ბუზღუნით მიშლიდა მაგას და როგორც გავარკვიე, არა მხოლოდ მე 😀

მაგრამ რა ვქნათ, იმ შემთხვევაში, თუ ორი ან სამი ნიკით გვინდა შესვლა? რა და გავაკეთოთ ჩვენით! ძალიან მარტივია და რაც მთავარია, უსაფრთხო.

მაშ ასე, ვიწყებთ: შევდივართ C დისკზე, ვნახულობთ საქაღალდეს Program Files და იქ უნდა ვიპოვოთ სკაიპის საქაღალდე, სახელწოდებით Skype. ამ საქაღალდეში კი გავხსნათ საქაღალდე Phone. ნახავთ სკაიპის ლოგოს. 🙂 გააკეთეთ მისი შორტკარტი დესკტოპზე.

შორტკარტის შექმნა: ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, იმას, რისი შორტკარტიც გვინდა და გამოსულ მენიუში ვირჩევთ: Send To –> Desktop (Create Shortcut)

შემდეგ ვბრუნდებიტ დესკტოპზე და ვნახლობტ ახალ შორტკარტს. ვაჭერთ მასზე მაუსის მარჟვენა ღილაკს, კონტექსტურ მენიუში ვირჩევთ ბრძანებას Properties და პირველ ფოტოზე ნაჩვენებ ველში ვშლით რაც წერია.

sk11

შემდეგ კი ვაკოპირებთ ამ ველში შემდეგ ტექსტს: “C:\Program Files\Skype\Phone\Skype.exe" /secondary ისე, როგორც ამას მეორე ფოტოზე ნახავთ.

sk22 და დაადატურეთ ეს ყველაფერი OK ღილაკით. ამ მეთოდით გაკეთებული გამშვები მუშაობს ყველა სკაიპზე, დააყენტ სასურველი სკაიპი და შემდეგ დაამზადეთ გამშვები ამ წესით. ის 100% მუშაა, კარგა ხანია ამას ვიყენებ.

ხოლო “რეცეპტი” Tbiliso.ge –ზე ვიპოვე, ამ  თემაში პოსტი №18

სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს. კითხვები და შენიშვნები დატოვეთ კომენტარებში 🙂

Advertisements