აფრიკის დასავლეთ ნაწილში ერთი პატარა ქვეყანა გამბია მდებარეობს, სიტყვა “გამბია” პორტუგალიური ენიდან მომდინარეობს და მისი ძირი სიტყვა “კამბიოშია”, რაც ქართულად ვაჭრობას და გაცვლა-გამოცვლას ნიშნავს.
გამბიას მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი სენეგალი ჰყავს, ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა მთელ კონტინენტზე.

ბუნებრივი პირობები

გამბია ძალიან ვიწრო და წაგრძელებული ფორმის ქვეყანაა, ის მდინარე გამბიის გასწვრივაა განლაგებული და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10% წყალს უკავია, ქვეყანას უკიდურეს დასავლეთით ატლანტის ოკეანე ესაზღვრება.

მდინარე გამბია

გამბიის კლიმატი ტროპიკულია, ივნისიდან ნოემბრამდე გამბიაში ძალიან ცხელი და ტენიენი სეზონია, დანარჩენი თვეები კი შედარებით მშრალი და გრილია.

გამბია ულამაზესი ქვეყანაა, მისი უნიკალური ტროპიკული ტყეები სავსეა ცხოველებით. განსაკუთრებით მრავლად არიან მაიმუნები და გამბიური ბეჰემოტები მდ. გამბიაში.

მოსახლეობა

გამბიაში ბოლო მონაცემებით დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამბიის მოსახლეობის 99% აბორიგენი აფრიკელები არიან, ყველაზე დიდი რაოდენობით, დაახლოებით 42%, მანდინკას ხალხი ცხოვრობს. ქვეყანაში აგრეთვე ცხოვრობენ ფულას, ვოლოფის, ჯოლას და სერაჰოლის ხალხი.

მანდინკას ხალხი ევროპელ გამბიელებთან ერთად

გამბიელთა 90% მუსლიმანია, ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს შეადგენენ, დანარჩენი 2% კი ადგილობრივი რელიგიების მიმდევარია.
ქვეყნაში ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მრავალ ენაზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალური ენა მაინც ინგლისურია.

ისტორია

გამბიის ისტორიის შესახებ მხოლოდ X საუკუნიდანაა ცნობილი, სწორედ ამ დროინდელი არაბული წყაროებია ნაპოვნი არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით. გამბიაში არაბი ვაჭრები IX საუკუნეში გამოჩნდნენ, სწორედ მათი ზეგავლენით გადაიქცა გამბიური მოსახლეობა მუსლიმნად და მათმა აბსოლიტურმა უმეტესობამ
თავისი ძველი რელიგია უარყო.

გამბიის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები XV საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ, ესენი იყვნენ ინგლისელები, მათ მდინარე გამბიის ხეობაში მცირე დასახლებები შექმნეს და მათ შემდეგ აქ მოსულ პორტუგალიელებთან გაცხოველებული ვაჭრობა გააჩაღეს, სწორედ პორტუგალიელთა შერქმეული სახელით მოიხსენიებს ყველა ამ ქვეყანას დღესაც.

XV საუკუნიდან XX საუკუნის 60-იან წლებამდე ეს პატარა ქვეყანა ინგლისის კოლონიას წარმოადგენდა, ხოლო 1965 წელს ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

Advertisements