hewlett-packard

ვინ არ იცის ეს კომპანია, რომლის აბრევიატურა HP ხარისხის ნიშნად იქცა წლების განმავლობაში.  ვისაც ერთხელ მაინ ჰქონია შეხება HP-ის პროდუქციასთან, იცის რომ ეს არის საიმედო და ხარისხიანი ტექნიკა… დღეს მინდა გაგაცნოთ ამ კომპანიის ისტორია – როგორ დაიბადა, როგორ განვითარდა და როგორ იქცა მსოფლიო ბრენდად… 🙂

მას ასე, ისტორიკოსები Hewlett-Pakard-ის ეპოქის დასაწყისად 1934 წელს მიიჩნევენ.

1934 წელს დევიდ პაკარდმა და უილიამ ჰიულეტმა დაამტავრეს სტენფორდის უნივერსიტეტის ელექტრო ფაკულტეტი და დიპლომის აღების აღსანიშნავად ერთად წავიდნენ სათევზაოდ. სწორედ ამ დღეს დაებადათ იდეა ერთად დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი.

hewlet PACKARD

უილიამ ჰიულეტი                                   დევიდ პაკარდი

1938 წელს პაკარდი თავის ცოლთან ერთად გადავიდა კალიფორნიაში პალო-ალტოში ედისონ ავენიუს 367-ე სახლში, ხოლო ჰიულეტმა დაიქირავა მათ მოპირდაპირედ მდგარი კოტეჯი. მეგობრებმა ავტო ფარეხში დაიწყეს თავიანთი პირველი მოწყობილობის აუდიოოსცილიატორის HP200A –ს აწყობა, რომელიც განკუთვნილი იყო ბგერითი აპარატურის ტესტირებისთვის. მეგობრებმა მალე მიირეს შეკვეთა უოლტ დისნეის სტუდიიდან, სადაც აღნიშნული მოწყობილობას იყენებენ ფილმ “ფანტაზიაზე” მუშაობისას.

1939 წელს შეიქმნა კომპანია Hewlett-Pakard-ის. კომპანიის სახელწოდებაში მეგობრების გვარების ტანმიმდევრობა მონეტის აგდებიტ გადაწყდა… 🙂

თავიდან ფირმა უშვებდა რამოდენიმე სახის საზომ ხელსაწყოს, რომლებმაც სწრაფად დაიპყრეს ბაზარი და პროფესიონალების მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.

1942 წელს Hewlett-Pakard-მა პალო-ალტოში ააშენა პირველი საწარმო იმ გაანგარიშებით, რომ თუ გაკოტრდებოდნენ, შენობა გადაქცეულიყო პროდუქტების მაღაზიად.

მეორე მსოფლიო ომის დროს სახემწიფო შეკვეთების მოცულობა ძალიან გაიზარდა და კომპანია Hewlett-Pakard-ი თავისი პროდუქციის “სასიგნალო გენერატორების” წარმოებაში ლიდერი გახდა.

1951 წელს ფირმის წლიურმა შემოსავალმა 5.5 მლნ. დოლარი შეადგინა. ხოლო თანამშრომელთა რაოდენობამ  215-ს მიაღწია.

1959 წელს ჟენევაში შეიქმნა Hewlett-Pakard-ის ევროპული წარმომადგენლობა და პირველი საზღვარგარეთული წარმოება დასავლეთ გერმანიაში.

60-იან წლებში კომპანია Hewlett-Pakard-ი პირველად მოხვდა ა.შ.შ-ს 500 უმსხვილესი ფირმის სიაში. ამ პერიოდში Hewlett-Pakard-მა იაპონიასთან შექმნა ერთობლივი საწარმო.

1966 წელს შექმნეს ზოგიერთი საზომი ხელსაწყოს მაკონტროლებელი პირველი კომპიუტერი HP2116A.

1968 წელს შექმნეს პირველი სამაგიდო გამომთვლელი Hewlett-Pakard-ი.

1969 წელს გამოუშვეს 16 მომხმარებლისათვის განკუთვნილი მიკროკომპიუტერის ოპერაციული სისტემა. ამან კი გამოიწვია დევიდ პაკარდის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა. იგი დაინიშნა ა.შ.შ.-ს უსიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ.

აი ასე გახდა Hewlett-Pakard-ი ყველასათვის ცნობილი და ბევრისათვის სანდო კომპანია.

HP

ეს კი მათი ერთ-ერთი ბრენდი, რომელზეც ალბათ არავინ იტყოდა უარს 😉

Advertisements