დაიბადა 1966 წლის 29 თებერვალს ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში.


2007 წლის 20 მაისს, ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, “სპორტ რესიფესთან” შეხვედრაში ” ვასკუ და გამას” თავდამსხელმა, ვეტერანმა რომარიომ კარიერაში მე-1000 გოლი გაიტანა. 1993 წლის ზაფხულში რომარიო “ბარსელონამ”  გადაიბირა.

ჰოლანდიის “პსვ ეინდჰოვენში”  გატარებული 5 შესანიშნავი სეზონის შემდეგ  ბრაზილიელმა კატალონიური კლუბის მაისური მოირგო და სადებიუტო სეზონში  სრულიად გაამართლა გულშემატკივართა იმედები. ჩემპიონატის 33 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიგო. ცხადია, იოჰან კრუიფის გუნდი ჩემპიონიც გახდა. ზაფხულში რომარიო ბრაზილიის ნაკრებს  მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისკენ გაუძღვა. ფინალურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. სამშობლოში ჩასულს დასვენება ძალიან გაუგრძელდა. “ბარსელოანში” მოსამზადებელი პერიოდის სამი კვირა გააცდინა და მას შემდეგ გაუუარესდა ურთიერთობა  მწვრთნელთან.  მალე კი კლუბიც დატოვა. იოჰან კრუიფმა გააკრიტიკა, ბრაზილიელმა  კი პირად ცხოვრებაში  ჩარევა ვერ აიტანა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ტანმორჩილმა ბრაზილიელმა არც მეტი არც ნაკლები 7 კლუბი გამოიცვალა, რამდენიმე მათგანში კი სულაც ორჯერ და სამჯერ მიბრუნდა.

ბრაზილიის ნაკრების მაისურით რომარიომ 85 ოფიცილალური შეხვედრა ჩაატარა და 71 გოლი გიტანა. ამ შედეგით “სელესაოს” ისტორიაში ის მეორეა, მხოლოდ პელეს ჩამორჩება.  ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში ბრაზილიელმა გენიოსმა ოლიმპიადის  ოქროს გარდა ყველა ტიტული მოიგო. 1989 და 1994 წელს ფიფას კონფედერაციათა  თასი, 1994 წელს ჯერ კიდევ “ბარსელონს” ფეხბურთელობისას  ფიფამ რომარიო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 1993-1994 წლების სეზონის მიხედვით კი ლა ლიგას საუკეთესო სამხრეთამერიკელი მოთამაშე გახდა. იოჰან კრუიფმა , რომარიოს მწვრთნელმა ” ბარსელონაში”  თქვა:  “მეკარის საჯარიმოში ის საუკეთესოა” . დიეგო მარადონა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა: ” მსოფლიოს ყველა დროის ნაკრების დასახელება რომ მთხოვონ რომარიოს აუცილებლად შევიყვანდი იმ გუნდში”. 2008 წლის 15 აპრილს ფეხბურთელმა ოფიციალურად დაასრულა კარიერა.

Advertisements