S/W Ver: 85.9B.C0R

ყველა ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში რაიმე, რაც ძალას მისცემს… ანუ, როცა ყოველდღიურობა გღლის, როცა მორალურად იფიტები და ერთადერთი რამ გინდა – დასვენება, – ამ დროს ძალის და ენერგიის აღდგენის ყველას თავისებური საშუალება აქვს. ჩემთვის ენერგიის ეს წყარო, ჩემი სოფელია….

საკმარისია ჩავიდე რამოდენიმე დღით და ყველაფრისაგან ვისვენებ, უფრო ენერგიული და ხალისიანი ვხდები… როგორც კი იქაურ ჰაერს შევისუნთქავ, როგორც კი მიწაზე ფეხს დავდგავ, მგონია, რომ თავიდან დავიბადე…. მეუბნებიან ხოლმე, შენი ფესვები იქააო და მართლებიც არიან – იქ, იმ სახლში, სადაც ჩავდივარ ხოლმე, ბიძაშვილებთან – ჩემი წინაპრების არაერთი თაობა ცხოვრობდა… სულ მცირე, 7, თუ მეტი არა… ჩემი დიდი პაპა მღვდელი ყოფილა და მისი ოჯახი დამკვიდრებულა პირველად იქ (თუ სწორად ვიცი). რა თქმა უნდა, სახლი ასეი ძველი არაა, მაგრამ იმავე საძირკველზე, იმ ფუძეზეა აშენებული…. აქ მართლა ჩემებთან ვარ ხოლმე, აქაურობა მუდამ მაძლიერებს და ამიტომ გადავწყვიტე ცოტა რამ მოგითხროთ ჩემს სოფელზე და მცირეოდენი ფოტომასალაც შემოგთავაზოთ…

სოფელს გიორგიწმინდა ჰქვია, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიის (როგორც იქაურები ეძახიან სალოცავის) საპატივსაცემოდ და საგარეჯოს რაიონს ეკუთვნის. უძველესი საფლავის ქვა....სამწუხაროდ, არ ვიცი რამდენი ხნისაა ჩემი სოფელი (ვერ მოვიძიე ინფორმაცია), მაგრამ ძალიან ძველი რომაა და ბევრი ამბის მომსწრე ალბათ, ამას ადასტურებენ ბურჯები, სოფლის შესასვლელში, ასევე საფლავის ქვები და წარწერები ამ ქვებზე… წარწერები შესრულებულია ძველი ქართულით და წლების აღსანიშნვად დამოყენებულია ანბანის ასოები, რიცხვების მაგივრად…      უძველესი საფლავის ქვა სასაფლაოზე

ასევე სასაფლაოზე აგებულია მცირე ზომის ეკლესია და გვერდითვე იყო პატარა სამლოცველოს უძველესი ნანგრევები…  ამ სასაფლაოს უკავშირდება ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებების უდიდესი ნაწილი. ზაფხულს სულ აქ ვატარებდი და ვინაიდან ჩვენი სახლები ახლოსაა სასაფლაოოსთან, ძალიან ხშირად ვთამაშობდით ხოლმე იქ, ფაქტიურად 24 საათი იქ ვიყავით უბნის გოგო-ბიჭები. ალბათ ამიტომაც, დღეს თუ ბევრს სიტყვა “სასაფლაოს” ხსენებაზე ტანში ზარავს, მე ბავშვობა მახსენდება ტკბილად და მეღიმება 😀 სასფლაოს მერე ტყე იწყება, აქ არის სათავე, ხოლო სასაფლაოს ხელმარცხნივაა დიდი ხევი, ზაფხულობით ისეთი გრილია, იქ ყოფნას არაფერი სჯობს, აქ მოდის სათავის გრილი წყალიც და ეს ადგილები უკლებლივ, ჩვენის სრულ განკარგულებაში იყო. სასაფლაოს ერთ ნაწილს “ნაკალოვრებს” ეძახიან, გადმოცემით, ძველად აქ კალოები იყო, ახლა კი აქაც სასაფლაოა. ნაკალოვრებს ცოტა რომ გასცდებით, უამრავი ჭერამი და კაკალია – ესეც ძველი ბაღებიდან დარჩაო… აქვე ნახავთ პატარა, შემოღობილ ადგილს, სადაც ძველი ქვევრებია დაული, – აქ ზედაშეს ღვინოს ინახავდაო სოფელი, ძველებს უთქვამთ…. 28-08-10_1738

ძველი სამლოცველოს ნანგრევებზე აღდგენილი ახალი სამლოცველო…

თავიდან, მოსახლეობას ზევით უცხოვრია უფრო, იქ, სადაც დღეს ბაღები და ნაკალოვრებია. შემდეგ ცოტა ქვევით ჩამოსულან და ახლა სოფელი საკმაოდ დიდია. ცხოვრობენ ჩვეულებრივ, სოფლის ცხოვრებით, მისდევენ მეცხოველეობას, მეფრინველეობას, მევენახეობას, მებაღეობას, მიწათმოქმედებას… მძიმე შრომა აქვს ყველას, ვისაც ლუკმა-პურის მოპოვება უნდა და აქვე ვეტყვი იმ ქალაქელებს, ვინც “სოფლელს” დასაცინ სიტყვად იყენებს – სანამ თქვენ დილით ლოგინში ნებივრობთ, ეს ხალხი უკვე შრომაშია ჩაბმული, ამიტომ არ აქვთ თქვენნაირი ნაზი მანერები და ვერ უვლიან ისე თავს, როგორც თქვენნაირი “სვეტსკები”!!! 😉

ახლა უჭირს სოფელს, საკმაოდ უჭირს, მაგრამ სოფელი მაინც ქალაქზე ძლიერია ყოველთვის… ჩემი პირველი სიხარული წელს, სოფელში ჩასვლის შემდეგ, სასაფლაოზე აღდგენილი ეკლესია და სამლოცველოა… სწორედ ის ეკლესია, თავში რომ ვახსენე. ეს მომცრო ზომის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, თუ სწორად მახსოვს და როდის აიგო, არავინ იცის (თუმცა აშკარად ეტყობა, რომ საუკუნეებს ითვლის).  ავადსახსენებელი კომუნისტების დროიდან კი, საქონელს ამწყვდევდნენ ხოლმე შიგ და ა.შ. მათი წყეული უღლიდან გათავისუფლების შემდეგ, რწმენისაკენ მობრუნებულმა ხალხმა შეძლებისდაგავარად დაიწყო ამ ეკლესიის მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით ბავშვებიც, სხვას თუ ვერაფერს ვიზამდით, ეკლესიის ეზოში დამწყვდეულ საქონელს მაინც გამოვრეკავდით ხოლმე (ათეისტები მრავლად დაგვიტოვეს კომუნისტებმა). ამ ეკლესიას კომუნისტების შემდეგ, მეორე მტერი გაუჩნდა “იეღოვას მოწმეების” სექტის წევრების სახით. არაერთხელ დაუწვავთ და შეუბილწავთ ჩვენს მიერ დაბრძანებული ხატები…

ამასთან, სახურავი დაზიანდა, წყალი ჩადიოდა… მოკლედ, დანგრევის პირას იყო და გული მიკვდებოდა… ვოცნებობდი, აღდგენილი მენახა და აი, წელს, მარიამობას, სასაფლაოზე ასულს უდიდესი სიხარული მელოდა – ეკლესიის სახურავი შეუკეთებიათ, თანაც კაპიტალურად – კრამიტითაა გადახურული. ალბათ შიგნიდანაც გაალამაზეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევედი, ეზოს კლიტე ედო – ისევ და ისევ “იეღოვას მოწმეების” გამო, სავარაუდოდ. შიგნით, ეზოც სუფთა და გულმისავალი იყო. როგორ გადმოგცეთ ჩემი მაშინდელი განცდა არ ვიცი…28-08-10_1743 დარწმუნებული ვარ, ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მამაოს მამა გიორგის დამსახურებაა. ამ ყველაფრის მერე, კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა წინ – ძველი სამლოცველოს ნანგრევებზე აგებული, მცირე ზომის სამლოცველო… იქ, სადაც წინაპრები ლოცულობდნენ, ახლა ჩვენ ვლოცულობთ ისევ… როგორც ცნობილია, ეს უდიდესი მადლია და საბედნიეროდ, სამლოცველო ღია დამხვდა, სიხარულით მოვილოცე… შეგეწიოთ მისი მადლი ყველას… 🙂

 

სოფელში მეორე ეკლესიაც გვაქვს, ისიც ღვთისმშობლის სახელობის – ამ ეკლესიის აგება ჩემს გვარს უკავშირდება და ალბათ აქ სწირავდა ჩემი დიდი პაპაც… ის სასაფლაოზე აგებულ ეკლესიაზე “უმცროსია” და ბურჯებთანაა აგებული. კომუნისტებს ის ეკლესიაც ემსხვერპლა, ხან კლუბად გადააკეთეს, ხან რად. ბოლოს, ისიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანეს. საბედნიეროდ, იგი გაცილებით ადრე აღადგინეს, დაახლოებით 12 წლის წინ. ესეც ოცნების ასრულება და უდიდესი სიხარული იყო, მინდა გითხრათ…04-04-10_1930 მას შემდეგ ძალიან გაიზარდა მრევლი ამ ეკლესიაში, ყველას უყვარს ჩვენი მოძღვარი – მამა გიორგი.

როგორც გითხარით, ეს მეორე ეკლესია ბურჯებთანაა აგებული, ამ ადგილს “ბურჯებს” ეძახიან და სოფლის თავშია, ასე ვთქვათ. ეს არის 2 ქვის მაღალი და საკმაოდ განიერი ნაგებობა (კოშკის ტიპის უფრო). აშკარაა, რომ მათ თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ. ამაზე მათი სახელი – ბურჯიც – მიუთითბს.04-04-10_1933  სავარაუდოდ, მტრის გამოჩენას აქედან ატყობინებდნენ ხალხს და აქვე უმკლავდებოდნენ მომხდურებს. ერთ მათგანზე სარკმელებია ამოჭრილი, მეორეზე არა. სამწუხაროდ, მეორე სავალალო მდგმოარეობაშია და იმედია, ამასაც ეშველება რამე… აქვეა ძველი სკოლის ნანგრევები, ეს არის პირველი სკოლა, რომელიც აქ აიგო და რომლის დირექტორი, პაპიდაჩემი, – ნინო კევლიშვილი გახლდათ 🙂 მას მერე, რაც სოფელი ფართოდ გაიშალა და ქვევითაც დასახლდნენ, სკოლა სოფლის შუაგულში აიგო და მისი პირველი დირექტორიც პაპიდა გახლდა. სწორედ ეს სკოლა დავათავრე მე, 2003 წელს, სადაც ბოლო 2 წელი ვისწავლე და რომელთანაც ყველაზე მეტი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. სწორედ აქაურ კლასელებს ვთვლი ნამდვილ კლასელებად….

04-04-10_1932

ეკლესია და სარკმელებიანი ბურჯი, ის ამჟამად ეკლესიის ეზოშია მოქცეული

04-04-10_1926

ეკლესია, ბურჯები და ძველი სკოლა, ერთ ხედშია მოქცეული, ფოტოს მცირე ზომის გამო, კარგად არ ჩანს…

ბურჯებიდან მოკლე გზა მიდის საგარეჯომდე, გზა პრაქტიკულად ტყეზე გადის, კლდის ძირში და ერთი მხრიდან თუ ტყეა, მეორე მხარეზე ულამაზესი ხედი იშლება – მთელი სოფელი ხელისგულივით ჩანს…  ახლა საგარეჯო – გიორგიწმინდას “მარშუტკა” აკავშირებთ, რომელიც ზუსტად საათში ერთხელ დადის. ჩემს ბავშვობაში კი, ამ გზით დავდიოდით ხოლმე; დღისით მარტოებსაც გვიშვებდნენ ბავშვებს, საღამოთი კი უფროსების თანხლებით (თუმცა ბინდშიც ბევრჯერ მივლია ამ გზაზე სრულიად მარტოს… 😉 ).

ამ გზაზე, კლდეზე, წმინდა ნინოს ჯვარს ნახავთ – ის ახალი აღმართულია, ჩემი კლასელის და მოგვარის მიერ… სოფლის ყველა კუთხიდან ჩანს, როგორც ნუგეში ყველასი….S/W Ver: 85.9B.C0R ხოლო ამ გზის ბოლოს მოსალოცავია –  ეს არის ხის ძირში აგებული პატარა ნიში, რომელსაც ჯვარი აქვს დამაგრებული. სამწუხაროდ, მისი აგების ისტორია არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის როცა აქ გავივლით, პირჯვარს ვიწერთ, ვილოცებთ და ისე ვაგრძელებთ გზას… ამიტომაც ქვია “მოსალოცავი” ამ ადგილს, ხოლო ამ გზას, “მოსალოცავის გზას” უწოდებენ… ნიშში ხატებია დაბრძანებული, მომლოცველები ერთანეთს სანთელსა და ასანთაც უტოვებენ, თუ დაგხვდა, აანთებ, თუ გაქვს დატოვებ და სხვა აანთებს. ჩემს ბავშვობაში კი ხურდა ფულსა და კამფეტებსაც ვპოულობდით, განსაკუთრებით დღესასწაულებზე 🙂

04-04-10_1853

04-04-10_1854

მოსალოცავი

თვითონ სოფელს როგორც გითხარით, ტყე აკრავის და ამიტომ ულამაზესია წელიწადის ყველა დროს (ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში 😀 ) და სადაც ტყეა იქ ხომ ჰაერიც საოცრად სუფთაა… ასეა აქაც, ახვალთ თუ არა ზევით, ჩემების უბნისკენ, მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ თითქოს, – სულ სხვანაირი ჰაერია…

ერთი ძველი ნაგებობა ჩვენს სახლშიცაა, ეს გახლავთ თონე – დიახ, ჩვულებრივი თონე, სადაც ახლაც აცხობს ბიცოლა პურს და რომელიც მე მგონი ჩემი დიდი ბებიის დრიონდელია. II მსოფლიო ომის დროს მთელი სოფლის სამყოფ პურს სწორედ ამ თონეში აცხობდა დიდი ბებია – ამაგდარი თონეა, რომ იტყვიან, მთელი სოფელი გამოუკვებია 😉 არანაკლებ იბრძოდნენ მაშინ ზურგშიც – ეხუმრებით თონეში ამდენი პურის ცხობას?

27-08-10_1913

ესეც თონე…

ასევე დიდი პაპის დროინდელი უძველესი და უზარმაზარი ქვევრებია მარანშიც… სამწუხაროდ, ძალიან ბნელა იქ და ფოტოებს ვერ გთავაზობთ (ყველა ფოტო მობილურითაა გადაღებული და ტელეფონის “სპიშკა” ამდენს არ ყოფნის). ეს ქვევრები უკვე დაზიანებულია, მაგრამ საოჯახო რელიქვიაა და ამდენად, ძალიან ძვირფასი ყველასთვის….

არაფერი სჯობს ჩვენი აივნიდან სოფლის ყურებას, დილით რიჟრაჟზე მზის ამოსვლით ტკბობას და საღამოს კი დაისის ცქერას…21-08-10_1750       აქ ყველაზე ტკბილია და მშვიდი, ძილი. აქ ყველაზე კარგად იკითხება ყველა წიგნი – წიგნები კი მართლაც უამრავი აქვს ბიძას, ჭერამდე სავსეა სახლი წიგნებით…

 

ან რა არის, გაზაფხულზე აყვავებული ხეების ნახვაზე უკეთესი – იმ ოთახის ფანჯრებთან, სადაც მე ვარ ხოლმე, ალუბალი და საადრეო მსხალი ყვავიან  ერთად და ულამაზესია… ზაფხულში კი აქ ცა ყველაზე ლურჯია, მზე ყველაზე საყვარელი (კარგად გარუჯვაც შეიძლება 😉 ) ხოლო ლურჯ ცაზე აცურებული თეთრი ღრუბლები ერთ რამედ ღირს… წევხარ გულაღმა, უყურებ ამ ყველაფერს და სასწაულად გამშვიდებს…. ამ წუთას არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამ ყველაფრის განცდა შეუძლია, რომ ერთმა ცუდმა აზრმაც კი გაუელვოს თავში… აივანთან პალმა დგას, რომელიც უკვე აივნამდე ამოვიდა და ერთგვარ ეგზოტიკას ქმნის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზია.29-08-10_1111 აგვისტოში ხეივანზე ყურძენი იწყებს დამწიფებას – ხეივანი კი აივანზეა, ასე რომ იქაურობის უფრო ხირი სტუმრები ვხდებით ხოლმე თანდათან… 😀 შემოდგომით კი ტყე ათასფრად იეღებება და სუნთქვის შემკვრელი აღტაცებას ჰგვრის მნახველს… გიორგობისთვეში ისეთი მშვენიერია ყველაფერი, აღწერა შეუძლებელია… ხოლო ზამთარში, როცა  თოვლი ფარავს ყველაფერს, იქაურობა თეთრი სამოთხეა…

მოკლედ, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო გიორგიწმინდაზე, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს და როგორც გიხარით, უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს… კიდევ იმიტომ, რომ ჯერ ორი კვირაც არაა, რაც იქიდან ჩამოვედი და უკვე მენატრება… ამ პოსტით კი ცოტა, მონატრებასაც შევეშველე.

ამიტომ ახლა ამით დავამთავრებ და თუ დაგაინტერესებთ, კიდევ მოგიყვებით მერე რაღაცებს, ფოტოების დახმარებით ძირითადად 😉 ასევე, ვისაც გსურთ, მოგვიყევით თვქენი სოფლის შესახებ – სიხარულით დაგითმობთ, ჩემი ბლოგის ელექტრონულ ფურცლებს.. 🙂

P.S. იმედია, ახლა მაინც გამიგებენ მეგობრები, რატომ არ მინდა ხოლმე იქიდან ჩამოსვლა. 😛

რამოდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ კიდევ ქვევით 🙂

28-08-10_1736

ისევ ის, ბოლოს აღდგენილი ეკლესია, სასაფლაოზე.

28-08-10_1740

28-08-10_1741

სასაფლაოზე აღდგენილი სამლოცველოს შიდა ინტერიერი.

 

esec agvisto sofelSi….

04-09-10_1422

ხეივანი23-08-10_1352

 05-09-10_1242

05-09-10_1227

ჩემი უსაყვარლესი თეთრი ვარდები…

 

 adreuli gazafxuli CvenTan…

  05-04-10_1100 

03-04-10_1442

 05-04-10_1128

 05-04-10_1129

ატმები და პალმა…

05-04-10_1116

 

05-04-10_1119

ჩემი უსაყვარლესი ნარცისები…

03-04-10_1914

ნარცისები წვიმაში…