CVvvvv

ამ პოსტის დაწერა, მეზობლის ახალ შეძენილმა კომპიუტერმა მიკარნახა 😉 უფრო გასაგებად – ამ კომპიუტერში “ძალიან კარგად დაყენებულმა” პროგრამებმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ერთ-ერთ ცნობილ კომპიუტერულ კომპანიაში ააწყვეს კომპ. ანუ იქ შეიძინეს (დავასახელო რომელში? 😉 ) და გუშინ მოიტანეს მგონი. დღეს დამირეკეს, ვორდი გასაღებს ითხოვსო! 2007 აყენია მეთქი? და კიო. სახტად დავრჩი, ასე როგორ უნდა დაუყენო ოფისი, თან გამოუცდელ მომხმარებელს, რომ საოფისე პროგრამები გასაღებს სთხოვდნენ :O

მოკლედ, წავიღე ჩემი დისკი და წავედი პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს კი ადვილად მოვაგვარე, მაგრამ უარესი დარღვევებიც აღმოვაჩინე 😀 ასე მაგალითად, ე.წ. “ქართულად წერა” (ანუ საათთან კუთხეში ენების გადართვით ქართულს რომ ვირჩევთ ხოლმე, ის ფუნქცია) კი იყო დაყენებული, თუმცა არასწორად – ანუ მაგალითად, კლავიატურაზე -ზე დაჭერისას -ს წერდა, -ზე დაჭერისას -ს და ა.შ. 😀 😀 😀 😀 😀  ერთი სიტყვით, ლათინური ასოების მიხედვით განლაგება არ გაასწორეს… ან რაღად უნდა წვალება, არსებობს ახალი პროგრამა, რომელიც ავტომატურად აყენებს ქართულად წერას, Regional and language options-შიც კი აღარ არის საჭირო შესვლა.. 🙂

ეგეც გავასწორე და შემდეგ ჩემი ყურადღება ანტვირუსმა მიიპყრო, AVG დაუყენებიათ, უფასო ვერსია, რომელიც განახლებას ვერ აკეთებდა… არც GomPlayer-ი ეშვებოდა + ამას…. და კიდევ სხვა მრავალი წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემა ვიპოვე ერთი სიტყვით.

მოკლედ, ერთადერთი ოპერაციული სისტემა მუშაობდა ნორმალურად, ისიც ალბათ იმიტომ, რომ “სევენი” ეყენა და საკმაოდ ადვილია დასაყენებლად, დრაივერებსაც კი თავად აყენებს 🙂

ერთი სიტყვით, მაგარი “პროფესიონალი” ყოლიათ ამხელა ავტორიტეტულ კომპანიაში. არადა მე და ალბათ ბევრი ჩემნაირი რა ამაოდ ვუგზავნით რეზიუმეებს; როგორც ვატყობ არც კი კითხულობენ და ამ ვაკანსიებს მაინც ნუ აცხადებენ რა – ტყიულად გვიშლიან ნერვებს…. :X ელემენტარულად შეურაცხმყოფელია, როცა მათ მოთხოვნებზე მეტი იცი და გასაუბრებაზეც კი არ გიბარებენ… ხომ აშკარაა, რომ ვაკანსიას თვალის ასახვევად აცხადებენ და რეალურად კადრი უკვე ყავთ.. 🙂

ეჰ, იმდენი CV მაქვს გაგზავნილი, სად აღარ თან! ქ-ნ თამრი ფხაკაძეს დავესსეხები და ვიტყვი, რომ ერთ ტყეს ეყოფა ფოთლად ჩემს მიერ დაგზავნილი CV-ბი… თანაც HR-ების და საქმეში ჩახედული ხალხის აზრით, ძალიან კარგი CV მაქვს… რა ვიცი, რა ვიცი… :X

წარმატებები ყველას, იმედია ჩვენც გვეშველება რამე 🙂

Advertisements