ნებისმიერ საფეხბურთო ნაკრებს თუ კლუბს საფეხბურთო სამყაროში თავის მეტსახელი აქვს მინიჭებული, ჩვენი ეროვნული სიმბოლიკიდან, კერძოდ კი ხუთჯვრიანი დროშიდან გამომდინარე ჩვენ ეროვნულ ნაკრებს “ჯვაროსნებად” მოიხსენიებენ, მიუხედავად წარუმატებობლებისა ყოველი ქართველი ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას და მხარი დაუჭიროს მის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ბევრისათვის ეროვნული სიმბოლიკის მსგავსი სიმბოლოა, კარგია თუ ცუდი ის ეროვნული ნაკრებია და ვინაიდან ეროვნულია ყველა პატრიოტის ვალია გვერდით დაუდგეს ჭირში თუ ლხინში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.

1990 წლამდე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდნენ.ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი მატჩი მაშინ ითამაშეს,როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.1990 წლის 27 მაისს ქარველებმა ლიტვასთან ითამაშეს და მატჩი საყაიმო ანგარიშით–2:2 დამთავრდა(კურიოზული ფაქტი:მატჩი იყო თბილისის დინამოსა და კაუნასის ჟალგირისს შორის,მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ,1992–93 წლებში ამ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა გადაწყვიტეს,რომ მატჩისთვის საერთაშორისო სტატუსი მიენიჭებინათ.გადაწყვეყილება იმით იყო გამოწვეული, რომ ამ კლუბებში თამაშობდნენ საუკეთესო ქართველი და ლიტველი ფეხბურთელები.ამის გამო ქვეყნებმა ეს კლუბები ოფიციალურ ნაკრებებად წარმოაჩინეს).ეს იყო 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებულ დამოუკიდებლობამდე საქართველოს ნაკრების პირველი და ერთადერთი მატჩი.

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.პირველი ოფიციალური ტამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს.ამის შემდეგ 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატების საკალიფიკაციო ჯგუფებში საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე გადიოდა,ხოლო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ჯგუფებში მესამე,მეოთხე და მეექვსე ადგილებზე.შედეგად,საქართველო არასდროს გასულა ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე.სხვათაშორის,2 წლის წინ მათ პატარა წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო არენაზე:ამხანაგურ მატჩებში მათ დაამარცხეს მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაი და საკმაოდ ძლიერი თურქეთი.ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ რეგრესს განიცდის.

მთელი საქართველო დიდი იმედით შესცქერის დღევანდელი ფორმაციის ეროვნულ ნაკრებს, სადაც მრავლადა აარიან ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში ასპარეზობენ.
მათ ყავთ მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ქართული ფეხბურთის ანი და ბანი, თემურ ქეცბაიამ დიდი წარმატებას მიაღწია დაბალი დონის კვიპროსულ გუნდში და ამ წარმატების მიღწევა დაბალი დონის ეროვნულ ნაკრებშიც სრულიად რეალურია.

საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩები აქვთ ჩატარებული ფეხბურთელებს:
1. ლევან კობიაშვილი – 87 მატჩი
2. გიორგი ნემსაძე – 69
3. კახა კალაძე და ზურაბ ხიზანიშვილი – 65 მატჩი.
4. გოჩა ჯამარაული – 62
5. შოთა არველაძე – 60 მატჩი

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები არიან:
1. შოთა არველაძე – 26 გოლი
2. თემურ ქეცბაია – 16 გოლი
3. ალექსანდრე იაშვილი – 14 გოლი
4. გიორგი დემეტრაძე – 12 გოლი
5. ლევან კობიაშვილი – 10 გოლი

Advertisements