“ბარსელონას” ამ შემადგენლობიდან ყველაზე დიდხანს კლუბში ჩავი ერნანდესი თამაშობს. 1998 წელს, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მეორე გუნდიდან პირველში დააწინაურა და მას შემდეგ კატალონიელთა ერთგულია. მიგელის შემდეგ, რომელიც 1971-1989 წლებში ასპარეზეობდა “ბარსელონაში” და 548 ოფიციალური მატჩით კლუბის  რეკორდსმენია.

ჩავი ერნანდესს ყველაზე მეტჯერ უთამაშია კატალონიელთა მაისურით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტანმორჩილი ნახევარმცველი  ხოსეპ გუარდიოლას ბრწყინვალე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2-3 სეზონში ამ მხრივ რეკორდსმენი გახდება. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ჩავის დებიუტი 1998 წლის 18 აგვისტოს შედგა, მაშინ, ესპანეთის  სუპერთასის გათამაშებაზე, “ბარსელონა” ექტორ რაულ კუპერის “მალიორკასთან” სტუმრად 1-2 დამარცხდა. იმ შეხვედრაში დებიუტანტმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნა. 2009 წლის  11 იანვარს,  “ოსასუნას” წინააღმდეგ ნახევარმცველმა პრიმერა დივიზიონში საიუბილეო, მე-300 მატჩი ითამაშა და ეს მოვლენა გოლითაც აღნიშნა, რამდენიმე დღეში კი, კლუბთან ხელშეკრულება  2014 წლამდე გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის მიხედვით ის “ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რადგან მისი წლიური ხელფასი 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. 2004-2005 წლების სეზონიდან ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” ვიცე კაპიტანია. თუ კარლეს პუიოლი ვერ თამაშობს, კატალონიური გუნდი მოედანზე სწორედ მას გაჰყავს. “ბარსასათან” ერთად მან არაერთი ტიტული მოიგო, მაგრამ არანაკლებ წარმატებებს მიაღწია ნაკრებთან ერთად. 1999 წელს, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატში გაიმარჯვა. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, 2008 წელს კი ავსტრია-შვეიცარიაში ევროპის თასი აღმართა. რაც ყველაზე მთავარია მან შეძლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ჩავი ერნანდესი ევროპოის  ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ცხადია, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

“ბასასათან” ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 1999, 2005, 2006, 2008, 2009.

ესპანეთის სუპერთასი: 2005, 2006, 2008.

ჩემპიონთა თასი: 2006. 2008.

Advertisements