მოგესალმებით.  მინდა, ამ ბლოგზე ჩემი პირველი სტატია ჩემს საყვარელ ფეხბურთელს, რონალდინიოს ეხებოდეს. ალბათ ყველამ ყველაფერი იცის მის შესახებ და ახალს ვერც ვერაფერს დავწერ, მაგრამ მინდა ამ სტატიით ჩემი მისდამი სიყვარული გამოვხატო.


2005 წლის 19 ნოემბერს “ბარსელონამ” მადრიდში “რეალი” 3-0 დაამარცხა. რონალდინიომ იმ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ძალიან კარგად ითამაშა . მადრიდელმა ქომაგებმა ის ტაშით გააცილეს. დიეგო მარადონას შემდეგ რონალდინიო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. 2004-2006 წლებში ბრაზილიელი უბადლი იყო და ეს პრიზებითაც აისახა. ფიფამ ორჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მან “ფრანს ფუტბოლის” “ოქროს ბურთიც” აღმართა. სხვა, ნაკლებად პრესტიჟულ ტიტულებზე საუბარიც არ ღირს, ასეთებს ბოლო არ უჩანდა. რონალდინიო “ბარსაში” 2003 წლის ზაფხულში გადავიდა  და მალევე იქცა კატალონიური გუნდის ლიდერად. ფრანკ რაიკაარდის გუნდში ის შეუდარებელი იყო და გუნდის შედეგებიც თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდებოდა. რონალდინიოს სადებიუტო სეზონში “ბარსა” მეორე ადგილზე გავიდა, 2005 და 2006 წლების სეზონში კი პრიმერა დივიზიონი მოიგო.  2006 წლის გაზაფხულზე  “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მეორედ აღმართა. რონალდიონიომ ამ გამრჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რამდენიმე თვის შემდეგ უეფამ იგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2007 წლის ზაფხულში კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ სამხრეთამერიკელ ვარსკვლავს, რომელსაც 2008 წლის ზაფხულში ეწურებოდა კონტრაქტი, 2014 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება. ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელის საბანკო ანდგარიში 85 მილიონი დოლარით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მან “კამპ ნოუ” დატოვა. ჩემოპიონთა ლიგის შვიდგზის გამარჯვებულმა “მილანმა” მასში 21 მილიონი ევრო გადაიხადა და რონალდინიოს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ისევე როგორც “ბარსელონას” სხვა რჩეულ ბრაზილიელებს _ რომარიოს, რონალდოს და რივალდოს _  არც რონალდინიოს მოუგი ოლიმპიადა. პეკინში, კარლოს დუნგას გუნდი მესამე ადგილზე გავიდა… 2003 წელს,  “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბარსას აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ თუ მას მხარს დაუჭერდნენ, ყველანაირად ეცდებოდა

“კამპ ნოუზე” დევიდ ბექჰემის მიყვანას. ლაპორტამ არჩევნები მოიგო, თუმცა ინგლისელი “ბარსას” ნაცვლად “რეალში” გადაბარგდა. ინგლისელის ნაცვლად “ბარსას” მაისური რონალდინიომ მოირგო. ამით კატალონიელებმა მხოლოდ მოიგეს.

“ბარსასთან” ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 2005: 2006;

ესპანეთის სუპერთასი:2005: 2006

ჩემპიონთა თასი: 2006

Advertisements