პროექტი გრძელდება, ამჯერად მსოფლიოს მესამე ჩემპიონატი, რომელიც შესაბამისად 1938 წელს გაიმართა საფრანგეთში…

მსოფლიოს პირველი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფიფა–ს მესვეურებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ უდიდესი საფეხბურთო ტურნირი ევროპასა და სამხრეთამერიკაში მონაცვლეობით ჩატარდებოდა.

გამომდინარე იქიდან ,რომ 1934 წლის მსოფლიო პირველობა ევროპაში, კონკრეტულა კი იტალიაში გაიმართა, ყველა ელოდა, რომ ფიფა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნას დააკმაყოფილდება და მას 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დაასახელებდა. თუმცა 1936 წლის 15 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ფიფა–ს მორიგ კონგრესსზე დელეგატებმა ტურნირის მასპინძლობა საფრანგეთს არგეს,რითაც ორგანიზაციის პრეზიდენტსა და  მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ინიციატორ ჟიულ რიმეს მიაგეს პატივი.

თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობის სურვილი 34 ქვეყნის ნაკრებმა გამოთქვა. თუმცა მათი რიცხვი თანდათან შემცირდა:პროტესტის ნიშნად ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცადა არგენტინამ; სიტყვა არ გატახა და ევროპაში ისევ არ ჩავიდა ნიკეს თასის პირველი მფლობელი ურუგვაი; ბრიტანელებთან დაკავშირებით კი არაფერი შეცვლილი – ისინი თასისთვის ბრძოლას უწინდებურად უარობდნენ…

ფიფა–ს გადაწყვეტილებით ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონი “სკუადრა აძურა”  შესარჩევი თამაშებისგან განთავისუფლდნენ –  ფინალური ეტაპის საგზური მათ პირადად ერგოთ 1938  წლიდან მოყოლებული, ტურნირის მასპინძელი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად დაიშვებოდა  წინა ტურნირის გამარჯვებულზე კი იგივე წესი 2009 წლამდე მოქმედებდა….

სიახლე იყო ისიც, რომ ფიფამ ტურნირში მონაწილე გუნდების თხოვნა დააკმაყოფილა და მათი მგზავრობის ხარჯების დაფარვა იკისრა თუმცა აქვე დააზუსტა: მონაწილეებს თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურებდა, თუ ისინი მეორე კლასის მომსახურებით ისარგებლებდნენ და დელეგაციის ერთ წევრზე დღეში მაქსიმუმ 3 დოლარს დახარჯავდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ნოვაციას, ეს მოთამაშეთა მკაცრი რეგისტრაცია იყო: მსოფლიო ფეხბურთის  მმართველმა ორგანიზაციამ თითო გუნდს განაცხადში მაქსიმუმ 22 წევრის შეყვანის უფლეფა მიცა.

წინა პირველობის დარად, ტურნირში კვლავ ოთხი კონტინენტის წარმომადგენლები ჩაერთნენ,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ საფრანგეთში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე აფრიკის ნაცვლად  – პირველად ტურნირის იტორია –  აზია წარდგა: ნიკეს თასისთვის ამ კონტინენტიდან ჰოლანდიის ინდოეთი  იბრძოდა (დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ) ინდონეზიაც იბრძოდა.

1936/39 წლების სამოქალაქო  ომის გამო მსოფლიო პირველობის მიღმა დარჩა ესპანეთი, რომელიც პირველი ქვეყანა გახდა, უდიდესი საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობა ომის მიზეზით რომ ვერ შეძლო.

1938 წლის მარტში კი ფაშისტურმა გერმანიამ ავსტრია დაიპყრო  და ეს ქვეყანა რამდენიმე წლით პოლიტიკური  რუკიდან გააქრო. ამის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზ ავსტრიის საკმაოდ კარგი ნაკრების თამაშიც გამოირიცხა.

ამ გუნდის რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ გერმანიის ნაკრებში გადაინაცლა, ზოგიერთმა კი, მაგალითად, ისეთმა ძლიერმა ფეხბურთელმა, როგორც მატიას ზინდელარი გახლდათ, გერმანიის ნაკრების მაისურით ასპარეზობაზე (და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზეც) უარი განაცხადა.

ფინალური ეტაპი…

საორგანიზაოციო  კომიტეტის გადაწყვეტილებით, იტალიაში ნაცადი ფორმატი  –  ოლიმპიური სისტემა  –  უცვლელი დატოვეს.და რადგან ავსტრიის “გაუჩინარების” გამო ფინალურ ეტაპზე მხოლოდ თხუთმეტმა გუნდა მოიყარა თავი, ერთ–ერთ მათგანს გათამაშების პირველი ეტაპი უბრძოლველად უნდა გაევლო. ბედმა შვედეთის ნაკრებს გაუმართლა…

აზიის წარმომადგენელი ჰოლანდიის ინდოეთი უნგრეთთან შერცხვა –  ალფრედ შეფერის გუნდმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ასევე დიდი ანგარიშით წააგო ჰოლანდიამაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩეხოსლოვაკიასთან მატჩი სამივე გოლი გამატებით დროში გაუშვა.

პირველი ეტაპის დანარჩენ წყვილებში შეხვერები ძალიან დაძაბულად   წარიმართა –  ორ წყვილში გადათამაშება დაინიშნა,სამში კი დამატებითი დრო.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონამ იტალიის ნაკრებმა ნორვეგიის არცთუ ძლიერი გუნდის წინააღმდეგობა დიდი გაჭირვებით, მხოლოდ დამატებითი დროში დაძლია –  სერია  ა–ს  ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სილვიო პიოლამ გამარჯვების გოლი  94–ე წუთზე შეაგდო  – 2:1. ძირითადი დროის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე სკანდინავიელთა ფორვარდმა არნე ბრუსტადმა იტალიელთა კარში მეორე გოლი გაიტანა, რომელიც არბირტმა არ ჩათვალა…

ასევე ერთი ბურთით მოიგო სამხრეთ ამერიკის ერთადერთმა წარმომადგენელმა  ბრაზილიამ –  პოლონეთს დამატებით დროში 6:5 სძლია!  მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო შეხვედრას შორის სახელდება.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ლეონიდასმა, რომელსაც ჟურნალისტებმა “შავი მარგალიტი” შეარქვეს, პოლონელთა კარში სამი გოლი გაიტანა, უდიდესი საფეხბურთი ტურნირის რამდენიმე მკლევარი მას ამ შეხვედარიში ოთხი გოლის გატანას მიაწერს, მაგრამ, ფიფა–ს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ლეონიდსმა მხოლოდ ჰეთ–თრიქი მიითვალა.

მიუხედავად იმისა,რომ ლეონიდასზე ერთით მეტი, ოთხი გოლი შეაგდო, პოლონელთა ფორვარდმა ერნესტ ვილიმოვსკიმ გუნდს მაინც ვერ მოაგებინა.

ფეხბურთელი, რომელიც  მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი პირველი პოკერის ავტორი შეიქნა, პოლონეთის ნაკრების ღირსებას 1934–1939 წლებში იაცავდა 22 მატჩში 21 გოლის გაიტანა. მას შემდეგ კი,რაც  გერმანიამ მისი სამშობლოც დაიპყრო,  ვილიმოვსკიმ ბუნდესგუნდის მაისური მოირგო და 1941–1942 წლებში გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 13–ჯერ შეძლო თავის გამოჩენა! მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვილიმოვსკი პოლონეთში არ დაბრუნებულა  –  გერმანიაში დარჩა და იქაურ კლუბებში დაასრულა კარიერა…

რაც შეეხება ავსტრიელი მოთამაშეებით გაძლიერებულ გერმანიის  ნაკრებს, ფიურერის ფავორიტები 1/8 ფინალის გადათამაშებაში შვეიცარიელებთან შერცხვნენ –  ვენის “ადმირას” ფორვარდ ვილჰელმ  ჰანემანისა და მეტოქის ავტოგოლის  წყალობით 22–ე წუთისთვის 2:0–ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 2:4 დამარცხდნენ.

ყველასთვის  მოულოდნელად პირველი ეტაპი დაძლია კუბამ: რუმინელებთან მათი პირველი პაექრობა ფრედ3:3 დასრულდა. ოთხი დღის შემდეგ   გამართულ მატჩში კი მათ კარტპატელებს 2:1 აჯობეს – ექტორ სოკორმ 51–ე წუთზე  წონასწორობა აღადგინა, ხოლო 2 წუთში თომას ფერნანდესმა გადამწყვეტი ბურთი შეაგდო 2:1.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია იოლად დაამარცხა  – 3:1.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები…

1/4 ფინალში ფრანგები იტალიელებს დაუპირსპირდნენ ვიტორიო პოცოს გუნდი მეტოქეზე აშკარად ძლიერი იყო. მეორე ტაიმში სილვო პიოლამ დუბლი შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ვერაფრით უპასუხეს  – 3:1 და იტალია ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.

პირველი ეტაპის მთავარი სენსაციის ავტორი კუბა “დასვენებულ” შვედეთთან 0:8 განადგურდა! ამ მატჩში ორი ჰეთ–თრიქი შესრულდა 3–3 გოლი ჰარი ანდერსონმა და გუსტავ ვეტერსტრიომმა მიითვალეს. მეტოქის შესანიშნავი თამაშით რეტდასხმულ კუბელებს 42–ე წუთზე ერთი საპასუხო ბურთის შეგდების შანსი მიეცათ, მაგრამ შვედთთა მეკარემ ჰენოკ აბრაჰანსომნა თომას ფერნანდეს  პენალტის ნიშნულიდან არ გაატანინა…

1/4 ფინალებიდან ყველაზე დაძაბული ბრაზილიისა და მსოფლიო ვიცე–ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთა მატჩი გამოდგა – ნახევარფინალისტის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო მეტოქეები ერთმანეთს  პირველად 12 ივნისს ბორდოში დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდის ფეხბურთელები ისე უხეშობდნენ,რომ უნგრელ არბიტრ პანფონ ფერცკას სამი მოთამაშის გაძევება მოუხდა: მე–14 წუთზე მან მინდორი ბრაზილიელ ზეზე პროკოპიოს დაატოვებინა 89–ზე კი მაჩადო და ჩეხოსლოვაკიელი რჟიხა გააგდო. ბრაზილიელებმა თამაში ცხრა(!) ფეხბურთელით დაასრულეს  მეტოქეს კი საფინალო სასტვენის დროს ერთით მეტი მოთამაშე ჰყავდა.

ორ დღეში გუნდები კიდევ ერთხელ გავიდნენ მინდორზე და სამხრეთამერიკელებმა 2:1 იმარჯვეს – კოფეცკის ზუსტ დარტყმას ბრაზილიელებმა ლეონიდასისა და რობერტოს გოლებით უპასუხეს.

ხაზგასასმელია,რომ პირველ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო გადათამაშება გამოტოვეს.  ჩეხოსლოვაკელთა ლიდერებმა მეკარე ფრანტიშეკ პლანიჩკამ და წინა მსოფლიო  პირველობის ბომბარიდრმა ოლდჟრიხ ნეედლიმ.

16 ივნისს ნახევარფინელების ჩატარების დღეს შვედეთის მეფე გუსტავ V-ს დაბადებიდან 80 წელი უსრულდებოდა და შვედი ფეხბურთელები მისთვის იუბილეს მილაცვას გამარჯვებით აპირებდნენ, მაგრამ… უნგრელებმა ისნი 5:1 გაანადგურეს.არადა, სკანდინავიელები არნე ნიბერგის ზუსტი დარტყმის პირველი წუთზე დაწინაურდნენ.

მეორე ფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის  ნაკრებსა და ტურნირის ფავორიტ ბრაზილიის დაპისიპირებაში გაირკვა.

“სელესა” მთავარი მწვრთნელის ადემარ პიმენტას უცნაურმა გადაწყვეტილებამ დაღუპა:მან ჩათვალა, რომ მისი გუნდი მეტოქეს ლეონიდასის გარეშეც დაამარცხებდა და საუკეთესო ფორვარდი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა დაასვენა.

“სკუადრა აძურამ” 2:1 გაიმარჯვა  – სამხრეთამერიკელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 87–ე წუთზე შეაგდეს.

ფინალი

ფინალი და მესამი ადგილისთვს მატჩი ერთსა და იმავე დღეს, 19 ივნისს შედგა –  ბორდოში ბრინჯაოს მედლები გათამაშდა, პარიზში კი ოქრო–ვერცხლი.

ბრაზილიელებმა საფრანგეთი  ბრინჯაოს მედლებით დატოვეს  –  დასვენებულმა “შავმა მარგალიტმა” შვედებთან დუბლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე და “სელესაოს” 4:2 გაამარჯვებინა. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიელები 44–ე წუთამდე 2:0 იგებდნენ.

რაც შეეხება ფინალს, იტალიელებმა უნგრელებს შანში არ დაუტოვეს 4:2 სძლიეს.

თუ აპენინურ ფეხბურთის მემატიენებს ვენდობით, გადამწყვეტი თამაშის წინ ვიტორიო პოცომ მოთამაშეებს გასახდელში  ბენიტო მუსოლინის ელვა–დეპეშა წაუკითხა – “დუჩე” თანამემამულეებს  მხოლოდ ერთი წინადადებით მიმართავდა “გამარჯვება ან სიკვდილი”.

ის, რომ დიქტატორის მოწოდება მხოლოდ პატრიოტიზმის გაღვივებას არ ისახავდა მიზნად, “სკუადრა აძურას” თითოეულმა წევრმა შესანიშნავად იცოდა – იტალიელებმა  პირველივე წუთიდანვე დაიწყეს შეტევა და პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ მეტოქეებმა გოლები გაცვალეს –  შაროშის ზუსტი დარტყმას სილვიო პიოლამ მეორე გოლით უპასუხა. ნიკეს ოქროს თასის აპენინელთა  კაპიტან ჯუზეპე მეაცას  საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბერ ლებრენმა გადასცა.

იტალიის ნაკრები გახდა პირველ,  რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული შეინარჩუნა, მთავარი მწვრთნელი ვიტორიო პოცო კი დღემდე ერთადერთია, რომელმაც გუნდი ორჯერ აიყვანა მსოფლიო ფეხბურთის ოლიმპზე!

იტალიის ეროვნული ნაკრები…

რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს, ტურნირის ისტორიაში პირველად საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირის ჯილდოები ერთსა და იმავე მოთამაშეს, ბრაზილიელ ლეონიდასს ერგო!

ფრანგი ჟურნალისტების მიერ ადამიან–გოლად წოდებულმა ლეონიდასმა კარიერა 1950 წლის მიწურულს დაასრულა – როცა ბრაზილიაში გამართული უდიდესი საფეხბურთო ტურნირის წინ 36 წლის გოლეადროს ნაკრებში არ უხმეს, ის მიხვდა, რომ წასვლის დრო იყო…

ესეც მესამე მსოფლიო ჩემპიონატი…

Advertisements