ახლა წარმოგიდგენთ, მსოფლიოს მეორე ჩემპიონატს  ,რომელიც 1934 წელს ჩატარდა იტალიაში.  თამაშებმადე

მსოფლიოს პირველი ჩემპიონატმა ურუგვაი დაახლოებით    260 ათას დოლარამდე სარგებელი მოუტანა, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო.  ამ და სხვა მიზეზების გამო  ფიფა დარწმუნდა ,რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდი სარგებელს მოიტანდა  და მას უდიდესი მომავალი ქონდა.

1932 წელს ფიფა–ს კონგრესს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმა უმასპინძლა: იმ დროისთვის  სკანდინავიის ეს ქვეყანა მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ამ ქვეყნის ფეხბურთის მესურვეები ყველანაირად ცდილობდნენ ფიფა–ს თავკაცთა “გულის” მოგებას. შვედები “მარტონი არ იყვნენ –  ნიკეს  ოქროს თასის გათამაშების მასპინძლობა სურდა იტალიასაც. ამ ქვეყანას 1922 წლიდან ფაშისტი დიქტატორი ბენიტო “დუჩე” მუსოლინი მართავდა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ყველანაირად უწყობდა ხელს.

შვედეთისა და იტალიის გარდა ტურნირის მასპინძლობა ესპანეთსა და უნგრეთსაც ეწადათ, თუმცა მათმა პროექტმა  ფიფა–ს ბოსების “გული” ვერ მოიგო.

სტოკჰოლმში ჩასულ იტალიის დელეგაციას მუსოლინის თანამოაზრე და ახლო მეგობარი ჯუზეპე   მაურა ხელმაძღვანელობდა, რომელსაც ფეხბურთის  ფედერაციაში ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, რეალურად კი იტალიის ფაშისტური  ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგი გახლდათ.

ფიფა–ს არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია: სკანდინავიილები, ისევ როგორ ურუგვაი პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა შეხვედრის ჩატარებას მხოლოდ ერთ ქალაქში აპირბდნენ, იტალია კი მზად იყო, მსოფლიო პირველობის მატჩები 8 სხვადასხვა ქალაქში გაემართა! ფიფა–ს ხანმოკლე თათბირის შემდეგ მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მასპინძლად იტალია დასახელდა.

ერთადერთი,  ვინც აპენინის კუნძულზე ტურნირის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელი  ჰუგო მაიზლი იყო. ის კარგად გრძნობდა, რომ მის სამშობლოს იმ ქვეყნებისგან, რომელთაც  ფაშიტსტური რეჟიმები მართავდნენ , კარგი არაფერი ელოდა.  მაიზლი მსოფლიო პირველობის 2 წლით გადავადებას და 1936 წელს ჩატარებას ითხოვდა…

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა – მთავარი  პრიზისთვის ბრძოლის სურვილი 32 ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის ისევ არ იყვნენ  ბრიტანელები, რომლებიც ამჯერადაც განზე გადგნენ.

ტიტულის დაცვაზე უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაიმ.ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა,  საყოველთაო ვარაუდით,სამხრეთამერიკელებმა ამით ევროპელებს ოთხი წლის წინანდელი პროტესტის სამაგიერო გადაუხადეს. კიდევ იმასაც ამბობდნენ, თითქოს ურუგვაელ კლუბებს ეშინოდათ მათი  მოთამაშეები ევროპაში დარჩენის ცდუნებას არ აჰყოლოდნენ… ასე იყო თუ ისე,  ურუგვაი დღემდე ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის დაცვაზე უარი განაცხადა.

ვინაიდან იტალიაში  16 ნაკრებს უნდა ეასპარეზა, ხოლო იქ გამოსვლის მსურველი გაცილებით მეტი იყო, ფიფამ გადაწყვიტა, შესარჩევი ტურნირი ჩაეტარებინა.მასში  მონაწილეობის მიღება მსოფლიო პირველობის მასპინძელ იტალიასაც მოუხდა – “სკუადრა აძურამ” საბერძნეთის ნაკრებს პირველი შეხვედრა 4:0 სძლია, მეორე მატჩი კი ბერძნების უარის გამო აღარ გამართულა.~

უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიაში პირველად მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში აფრიკაც ჩაერთო – შავ კონტინენტს იტალიაში  ეგვიპტის ეროვნული ნაკრები წარმოადგენდა.

ეგვიპტის ნაკრები

როგორც ხედავთ ამ ჩემპიონატზე, უფრო გაუმჯობესებული იყო ბურთი ვიდრე, 1930 წლის მსოფლიო პირველობაზე.

ფინალური ეტაპი

მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ურუგვაიში  ნაცადი ჯგუფური ეტაპი გაუქმდა და გუნდებმა მთავარი პრიზისთვის  ბრძოლა  “ოლიმპიური სისტემით” დაიწყეს, ანუ დამარცხებული გუნდი შეჯიბრებას ეთიშებოდა. წინასწარ შეთანხმდა კიდევ ერთი წესის – ძირითადი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დამატებითი დრო ინიშნებოდა, ხოლო თუ გამარჯვებულს ისიც ვერ გამოავლენდა, გუნდები მომდევნო დღესვე ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებოდნენ. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდებოდა, გამარჯვებულს წილისყრა გაარკვევდა.

აღსანიშნავია ისი, რომ რომ “ფლე ოფის” ყოველ ცალკეულ  ეტაპზე  თამაშები ერთსა და იმავე დღეს  ერთსა და იმავე დროს ტარდებოდა.

ტურნირის გასაშუქებლად აპენინის ნახევარკუნძულს მთელი მსოფლიოდან 249 ჟურნალისტი ეწვია,რომელთაგან ერთ–ერთი ინგლისიდან იყო – გაუთავებელი პროტესტის მიუეხედავად, ფეხბურთის სამშობლოში მაინც ინტერესით ადევნებდნენ თვალს ფიფა–ს საქმიანობასა და მის მთავარ “პირმშოს” –  მსოფლიო ჩემპიონატს.

სიახლე იყო ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია პირველად თამაშების პირდაპირი რადიორეპორტაჟები სხვა ქვეყნებშიც გადაიცემოდა – იტალიაში მომუშავე რადიო კომენტატორებს 13 ქვეყანაში უგდებდნენ ყურს! ამ უფლების მოსაპოვებლად თითოეულ რადიოსადგურს ათი ათასი  იტალიური ლირის გადახდა მოუწია.

სამხრეთ ამერიკიდან იტალიაში მხოლოდ ორი გუნდი ჩავიდა, თუმცა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ – მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი არგენტინა შვედეთთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, 2:3.  ჯერ იყოდა ბელისმა არგენტინის ნაკრები წინ გაიყვანა მე–3 წუთზე მაგრამ არგენტინელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა სულ რაღაც 5 წუთში იუნანსონმა გაქვითა ანგარიში, მეორე ტაიმი გახურებულიც ,რომ არ იყო არგენტინელებმა კვლავ შეძლეს თავის გამოჩენა მაგრამ ამჯერად გალატეომ 47–ე წუთზე, ასევე იუნანსონმა გაქვიტა კვლავ ანგარიში 69–ე წუთზე და დუბლიც ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე… მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა თამაშის ძირითადი დროის დამთავრებამდე ,  11 წუთით ადრე შვედეთმა ძალა მოიკრიბა და ამჯერად კროონმა შეძლო თავის გამოჩენა.

რაც შეხება ბრაზილიის ნაკრებს აქ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა… თამაშის 18 წუთზე ბრაზილიელთა კარში თერთმეტ მეტრიანი დაინიშნა ,რომლის რეალიზება შეძლო ირარაგორმა…  ესპანეთს სრული უპირატესობა ქონდა და ანალოგიურად ლანგარამ დუბლი ჩაიწერაა თავის ანგარიშზე გატანილი გოლები (25–ე წუთზე და 29–ზე). ბრაზილიის ნაკრებმაც შეძლო თავის გამოჩენა 56–ე წუთზე ლეონიდასმა შეამცირა სხვაობა   ,მაგრამ   ეს გოლი არ იყო საკმარისი… ბრაზილილიებს უდავოდ შესანიშნავი შანსი ქონდათ ანგარიში მინიმუმდა ,რომ დაეყვანათ მაგრამ ვლადიმერ დებრიტოს შესრულებული პენალტი ლეგენდალურმა მეკარემ , რიკარდო  ზამორამ აიღო.

1/8 ფინალში დამარცხდა ეგვიპტის ნაკრები. ფარაონელებმა ვერაფერი გააწყვეს უნგრელებთან და 4:2 დამარცხდენ –  ეს კი იმას ნიშნავდა ,რომ 1/4 ფინლაში მხოლოდ ევროპელები გავიდნენ,რაც მას შემდეგ  აღარ განმეორებულა!     ვიტორიო პოციოს გაწვრთნილი იტალიის ნაკრები.

“სკუადრა აძურამ”, რომლის ძირითად ბირთვს იმ წლების უძლიერესი აპენინური კლუბის,  ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები შეადგენდნენ, პირველ მატჩში ადვილად სძლია ამერიკა  – 7:1 ბოლონიელმა სკიაევომ ჰეთ–თრიქი შეუსრულა  შესაბამისად : (მე–18, 29–ე და  64–ე წუთებზე) ასევე დუბლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე ორსიმ (მე–20  და 69–ე წუთებზე) , და თითო–თითო გოლი გაინაწილეს  ფერარიმ და მეაცამ. ხოლო ა.შ.შ–დან  დონელიმ შეძლო (69–ე წუთზე ერთი გოლის გაქვითვა).  ანჯელო სკიავო კი, ამ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჯუზეპე მეაცე კი მე–XX საუკუნის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად იქნა აიღიარებული…

“იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს” – განუცხადა დიქტატორმა მუსოლინიმ იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თავკაც ჯორჯო ვაკავარიოს თამაშის წინ. “დიახ ეს შესანიშნავი იქნებოდა” უპასუხა ვაკავარიომ. “დუჩე” ხელქვეითის პასუხმა ძალიან გააბრაზა: “თქვენ ვერ გამიგეთ, გენერალო,  იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოიგოს!”

1/4 ფინალში მასპინძლები ესპანეთს დაუპირსიპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა – პირენელი  ლუის რეგერიოს (1937 წელს ბასკეთის ნაკრების შემადგენლობას ის თბილისსაც ეწვია) მიერ 30–ე წუთზე გატანილი ბურთი “იუვენტუსელმა”  ჯოვანი ფერარიმ 44–ე წუთზე გაქვითა, დარჩენილ  დროში კი (არც დამატებითში)  გოლი აღარ გასულა და გუნდები მეორე დღეს კვლავ  წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ.

ვინაიდან პირველი თამაში ერთობ უხეში გამოდგა, მეტოქეებს ფეხბურთელთა შეცვლა მოუხდათ. ესპანელთა  დანაკლისი აშკარად უფრო მძიმე  იყო –  თუნდაც ეს რად ღირს, რომ განმეორებით თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო რიკარდო ზამორამ. მისი ადგილი “ბარსელონას” კარის დარაჯმა  ხუან ხოსე ნოგესმა დაიკავა, რომელსაც ჯუზებე მეაცამ მე–11 წუთზე  მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია,რომ იტალიის მოქალაქეობამიღებულმა არგენტინელმა ლუის მონტიმ მეორე ნახევრის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიაყენა ბარსელონას “ესპანიოლის” მცველ კრისანტ ბოშს, ვინსც მატჩის დასრულება ვერ შეძლო – ესპანელებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულები ჩაატარეს.

რაც შეეხება შეეხება სხვა 1/4 ფინალებს… ავსტრიამ უნგრეთი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.  გერმანიამაც ასევე  2:1 დაამარცხა შვედეთი, ჩეხოსლოვაკია შვეიცარია  კი  3:2 დასრულდა.

ნახევარფინალში იტალიელებმა უგო მაზილის ავსტრიას სძლიეს –  მასპინძლებმა “ვუნდერიტმს”  ენრიკო გუაიტას ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოუგეს. ვიტორიო პოცოს გუნდის მეტოქე გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთა მატჩში გაირკვა –  პირველობის საუკეთესო ბომბარდირმა ოლდრჟიხ ნეედლიმ გერმანელთა მეკარე ვილიბალდ კრესს სამი გოლი გაუტანა და გუნდს ფინალში გაუძღვა.

ფინალი

ნიკეს ოქროს თასი…

1934 წლის 7 ივნისს ნეაპოლში, ჯორჯო ასკარელის სახელობის სტადიონზე  მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში  პირველად შედგა მატჩი  მესამე ადგილისთვის – გერმანელებმა ავსტრიელები 3:2 დაამარცხეს. სამი დღის შემდეგ  კი, რომში, ოქროს თასი გათამაშდა:  “სკუადრა აძურა” ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

სტუმართა უდავოდ  კარგი გუნდი მთელი  ტურნირის განვმალობაში ჩინებულად თამაშობდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც გადამწყვეტი მატჩის საწყისი  წუთები გამოდგა –  კარე პეტრუს ფეხბურთელები თავდაჯერებულად ასპარეზობდნენ.

“სკუადრა აძურამ” სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო და ფეხბურთელებმაც უხეშობა დაიწყეს,თუმცა ფინალის შვედი არბიტრი ივა ეკლინდი წესების დარღვევაზე არ რეაგირებდა. ჩეხოსლოვაკიელებმა უხეშობას უხეშობით უპასუხეს, რამაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. 71 წუთზე კი, როცა პუჩმა ჯამპიერო კომპის კარი დალაშქრა და ანგარი გახსნა, მატჩი კინაღამ ჩაიშალა –  იტალიელები მსაჯს მიცვივდნენ და კამათი დაუწყეს, რის გამოც ფინალი რამდენი წუთით შეწყდა.  შეხვედრის განახლების შემდეგ ჩეხოსლოვაკელებს ძალიან  არ გაუმართლათ: ფრანშტეკ სვობოდას დარტყმული კარის ძელმა აისხლტა მერე კი…

პოცოს გუნდა უკანმოუხედავ შეუტია და ხუთ წუთში ანგარიში გაათანაბრა: იტალიის   მოქალაქეობამიღებულმა კიდევ ერთმა არგენტინელმა რაიმუნდო ორსიმ შორიდან შესანიშნავი , ეგრეთ წოდებული “მოჭრილი” დარტყმით საპასუხო ბურთი შეაგდო. ლეგენდარულმა  ფრანტიშეკ პლანიჩკამ, რომელიც  მთელი ტურნირის მანძილზე შეუდარებლად თამაშობდა, გუნდი გოლისგან ვერ იხსნა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებითი დროის მეხეუთე წუთზე “სკუადრა აძურა” 2:1 დაწინაურდა –  გამარჯვების ბურთი მეაცას პასის შემდეგ ანჯელო სკიავიომ გაიატანა.

მალე ფინალი დასრულდა და იტალიელთა კაპიტანმა ჯამპიერო  კომპიმ ნიკე ოქროს თასი ჩაიბარა – ევროპის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული პირველად მოიპოვა!  მსოფლიო ჩემპიონა გახდა რაიმუნდო ორსიც , რომელმაც ოთხი წლით ადრე ფინალში  ფინალში არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და მაშინ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ინდივიდუალური  პრიზები ჩეხოსლოვაკიელ ფეხბურთელებს ერგოთ: ოლდრჟიხ ნეედლი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მეკარე ფრანტიშეკ პლანიჩკა  კი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

იტალია გამარჯვეას ზეიომობდა. ბედნიერი გახლდათ დიქტატორი ბენიტო მუსოლინიც. განსაკუთრებით კმაყოფილნი კი, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო  კომიტეტის წევრები იყვნენ –  მათ ხომ 3 მილიონ 700 ათასი ლირის მოგება ნახეს.

ესეც მეორე მსოფლიო ჩემპიონატი…

Advertisements