სიტყვა  “მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ  გამოქვაბულის  სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  მოსზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ  საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა.  ფრანგი მხატვარი  მანე ისე აღაშფოთა  ერთ–ერთი კრიტიკოსის  მიერი გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს  და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. სხვების აზრი, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა. ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათეით ტკბობა სურთ.ამ  საკითხთან დაკავშირებით  იმპრესიონისთებს ცხარე დებატები ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების სცნების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა. ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ. ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის სურდა.  მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ ,რომ ეს ტილოები შეშლილის დახატულს გავდა.  დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე  ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში. კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარსდგა  ჯეიმს უისლერის სურათის, “შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის” შესახებ  გამოთქმული აზრის გამო.  რასკინი ფიქრობდა ,რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა ,რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით, “მნახველისთვის სახეში შესხმული საღებავი” იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი დამოკიდებულია არა დროზე,რომელიც დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის ნიჭსა და გამოცდილებაზე. უიესლერმა რასკინის სასამართლოში ცილის წამებისთვის უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1 ფარტინგი მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის აზრს იზიარებდა. დღეს, როგორც არასდორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელოვნების ნიმუშების სიახლესა და ორიგინალურობას.  შემოქმედნი განუწყვეტლივ ცდილობენ გააფართოვონ  “ხელოვნების” ფარგლები.  შედეგად სულ უფრო მეტი განსხვავებული და ურთიერთ საპირისპირო აზრი იბადება ხელოვნებისა და და იმ უზარმაზარი თანხების შესახებ , რომელთაც კოლექციონერები ხელოვნების ნიმუშებში იხდიან. გამოფენაზე ზოგჯერ ხელოვნები ისეთი “ნიმუშები” ჩნდება, როგორებიცაა  სკამზე დამაგრებული ველოსიპედის თვალი, დახატული მილი რომელსაც აწერია:  “ეს მილი არ არის”, ერთმანეთზე დაწყობილი აგურები, უბრალოდ თეთრი ტილო,  წვეულებიდან დარჩენილი ნაგვის გროვა და აულაგებელი ლოგინი. არის თუ არა ეს ყველაფერი ხელოვნება?  ამ “ნიმუშების” ნაწილი  ხელოვანს არც შეუქმნია, უბრალოდ, სადღაც იპოვა.  ასეთი საგნების ნახვა სამხატვრო გალერეაში დიდი მოულოდნელობაა. ნუთუ გალერეაში გამოფენა მათ ხელოვნების ნიმუშებად აქცევს? ეს საგნები მნახველის  გარკვეულ რეაქციას იწვევ და გარემოს ახლებურად დანახვაში გვიწყობს ხელს,  ასევე, როგორც ხშირად ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები.

Advertisements