პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში! ფინალური ეტაპი

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს მხოლოდ ერთმა ქალაქმა – მონტევიდეომ უმასპინძლა. საინტერესოა,რომ დედაქალაქის მთავარი სპორტული არენა, საგანგებოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის საუკუნოვანი იუბილესთვის აგებული “სენტენარიო”, ტურნირის დაწყებისთვის ბოლომდე დარსულებული არ იყო  –  მშენებლობა მხოოლოდ ურუგვაის ნაკრების პირველი მატჩის წინა დღეს დამთავრდა.

მასპინძლები მოედანზე 18 ივლისს გავიდნენ, მსოფლიოს  პირველი  ჩემპიონატის პირველი შეხვედრა კი ხუთი დღით ადრე, 13 ივლისს შედგა მონტევიდეოს  პატარა, დათოვლილ (!) სარბიელ “პოსიტოსზე” – საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებთრა პაექრობას მხოლოდ და მხოლოდ 6 ათასი ქომაგი დაესწრო.

მე–19 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში  პირველი გოლი გავიდა –  საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა  ლუსიენ ლორანმა ერნესტ ლიბერატის ზუსტი პასის შემდეგ მექსიკელი ბონფილიოს კარი დაილაშქრა.

26-წუთზე ევროპელები ათნი დარჩნენ– მეკარე ალექს ტეპო დაშავდა და, რადგან მოთამაშეთა შეცვლა იმ დროს არ შეიძლებოდა, კარში მცველი ჩადგა. მიუხედავ რიცხობრივი უპირატესობისა, მექსიკელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ – ლორანის გოლს ლანჟილემ ერთი ზუსტი დარტყმა დაამატა, და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლის ავტორი გახდა. ფიფა–ს პრეზიდენტმა მოედანი ძალიან კმაყოფილი დატოვა, ან რატომ უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო?! მისმა თანამემამულეებმა ხომ,   4:1 დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

სურათზე არის მოცემული ბურთი რომლითაც ისინი თამაშობდნენ .

ტურნირის წესდების თანახმად, ოთხი ჯგუფიდან ნახევარფინალში მხოლოდ გამარჯვებულები გადიოდნენ. შესანიშნავი  სტარტის მიუხედავად, საფრანგეთის ნაკრები ჯგუში ჩარჩა –  ევროპელებმა მომდევნო 2 მატჩი ჩილესთან და არგენტილებთან ერთანაირი ანგარიშით – 0:1 – დათმეს.

ჯგუფში კი არგენტილებმა იმარჯვეს: ფრანგებთან 1:0 მოგების შემდეგ(ეს მატჩი მსაჯმა , რატომღაც,ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე დაასრულა ,  თუმცა  ფრანგების პროტესტის შემდეგ ისევ გაანახლა) მექსიკა კი 6:3 დაჯაბნეს , რომელიც ტურნირის ყველაზე უხვ გოლიან მატჩად იქნა აღიარებული. ჩილეს კი 3:1 სძლიეს. ხაზგასმულია, რომ არგენტინასა და მექსიკის ნაკრებთა მატჩში ორი პენალი არ გავიდა:  23–ე წუთზე სამხრეთამერიკელმა პატერნოსტერმა ვერ აჯობა მექსიკელთა კარის დარაჯს, 65–ე წუთზე კი არგენტინელმა კიპერმა არ გაატანინა როსასს,რომელსაც 42–ე წუთზე უკვე მოესწრო პენალტის რეალიზება.

ის,  რომ არგენტინის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა სულაც არავის არ გაჰკვირებია ,რადგან ეს გუნდი ბოლო ოლიმპიური თამაშების ფინალისტი იყო (ამსტერდამში სწორედ ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა), გუნდის ღირსებას კი  ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ როგორებიცაა ლუის მონტი, და შეუდარებელი გილერმო, სტაბილე იყვნენ. ამათგან პირველმა ნიკეს ოქროს თასი  ოთხი წლის შემდეგ იტალიის ნაკრების შემადგნელობაში მოიგო,სტაბილემ კი ჯგუფურ ეტაპზე ხუთჯერ შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირობაც მოიპოვა.

მეორე   ჯგუფში იუგოსლავიელებმა გაიმარჯვეს: ბალკანელებმა ადვილად დაძლიეს  ბრაზილიიისა და ბოლივიის წინაღმდეგობა.

მესამე  ჯგუფში ურუგვაიმ ორივე მატჩი მოიგო, თან ისე,რომ გოლი არ მიუღია საკუთარ კარში: 18 ივლისს “სენტენარიოზე” შეკრებილა 45 ათასი გულშემატკივრის წინაშე პერუს ცალხელმა თავდასხმელმა(ექტორ კასტრომ)1 ზუსტი დარტყმით  სძლია მეტოქე 1:0.

სამი დღის შემდეგ კი რუმინეთი 4:0 გაანადგურა –  მასპინძლებმა ყველა გოლი 35–ე წუთისთვის შეაგდეს!

საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში, რუმინეთისა და პერუს ნაკრებთა დაპირისპირებაში, ჩილელმა მსაჯმა 54–ე წუთზე პერუელი გალინდო მოედნიდა გააძევა. ის გახდა  პირველი ფეხბურთელი უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიაში ,რომელიც მოედნიდან იქნა გაძევებული. თუმცა მომდევნო მატჩში, ურუგვაელთა წინააღმდეგ, გალინდო კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო.(იმ დროისთვის გაძევებისთვის დისკვალიფიკაციით არ ისჯებოდნენ).

მეოთხე ჯგუფში ა.შ.შ–ის ნაკრები გამოდგა უძლიერესი:ჩრდილოამერიკელებმა ბელგია და პარაგვარია ერთნაირი  ანგარიშით – 3:0 – დაამარცხეს! 17 ივლისს, მონტევიდეოს “პარკ სენტრალზე” სამხრეთამეტიკელებთან მოგებულ მატჩში სამივე გოლი ბერტრამ პეოტნოდმა შეაგდო – ის მსოფლიო პირველობის ისტორიაში პირველი ჰეთ–თრიკის ავტორი შეიქნა!

ნახევარფინალები 26 და 27 ივლისს შედგა. თავდაპირველად ერთმანეთს არგენტინა და  ა.შ.შ გაეჯიბრნენ.

სამხრეთამერიკელბმა 6:1 მოიგეს – გილერმო სტაბილემ ამჯერად დუბლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე ასევე, ამ მატჩში თავი გამოიჩინეს მონტი (20)  სკოპელი(56) პეესულე (80;85) ხოლო მატჩის დასრულებად 1 წუთით ადრე თავი ამერიკელმა ბრაუნმა(90) გამოიჩინა.

არგენტინელთა მეტოქე მეორე დღეს გარიკვა – ურუგვაელებმა  ამავე ანგარიშით სძლიეს იუგოსლაველებს .სეამ ჰეთ–თრიქი შეასრულა , ანჩელომ – დუბლი  ერთი გოლიც ირიარტემ შეაგდო. არადა, მე–4 წუთისთის მასპინძლები აგებდნენ – სეკულეჩის გოლმა “სენტენარიოზე” შეკრებილი ათეულობით ათასი გულშემატკივარი რამდენი წუთით დაადუმა…

იმდროინდელი ურუგვაის ნაკრები .

ფინალი

1930 წლის 30 ივლისს, მონტევიდეოს “სენტენარიოზე” მსოფლიოს პირველი  ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ის გუნდები წარდგნენ, რომლებმაც ორი წლით ადრე, ჰოლანდიის დედაქალაქში ოლიმპიადის ოქრო გაითამაშეს. არგენტინელებს რევანში სწყუროდათ, მაგრამ ასევე როგორც ამსტერდამში, გამარჯვება ამჯერადაც ურუგვაელებს დარჩათ.

შეკრება ტურნირის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დავიწყეთ – მწრთნელის მოთხოვნით, მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და ერთ თავად ფეხბურთზე ვფიქრობდით. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, წვრთნებს შორის კი წიგნს ვკითხულობდით, ან გვეძინა. რადიოს მოსმენა სასტიკად იყო აკრძალული –  მწვრთნელმა გაგვაფრთხილა, რომ ვინც რეჟიმს დაარღვევდა, ნაკრების დატოვება მოუწევდა… ჩვენმა თავკაცმა მხოლოდ ფინალის წინა დღეს მოვგცა გართობის საშუაელება – ზოგმა გაზეთების კითხვა დაიწყო. ბევრი რადიოს არ სცილდებოდა, რამდენიმემ კი ბანქოს თამაშიც მოახერხა…” ურუგვაელთა კაპიტნის ხოსე ნაზაცის მოგონებებიდან.

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის ალბერტო  სუპიჩის გადაწყვეტილებებმა სასურველი შედეგი გამოიღო: ურუგვაი ნიკეს ოქროს თასის პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:1 მოიგეს – ჯერ პეუსელემ გაქვითა დორადოს გოლი, 37–ე წუთზე კი სტაბილ ურუგვაელთა მცველებს დაუსხლტა და არგენტინა დააწინაურა. მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, მასპინძლებმა ბოსიოს კარში სამი უპასუხო გოლი შეაგდეს, ჯერ იყოდა, სეამ გაიტანა (58) არტემ (68ზე) ხოლო კასტრომ (89).

გილერმო სტაბილე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში მეტსახელად “ენ ინფილტრადორი” ის 8 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა, საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი ურუგვაელთა შავკანიან ლიდერ ხოსე ლეანდრო ანდრადეს ხვდა წილად. თანამემამულე ჟურნალისტთაგან  “მსოფლიოს მერვე საოცრებად” შერაცხული ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივართა  შორის უდიდესი  პოპულარობით სარგებლობდა, გუნდის სული და გული გახლდათ!

ესეც პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.

დასასრული…

Advertisements