პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში!       მინდა შემოგთავაზოთ ახალი პროექტი! რომელშიც მოთხრობილი იქნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის ყველაზე პოპულარულს შეჯიბრზე! ვაპირებ 1930 წლიდან მოყოლებული შეძლებისდაგვარად შემოგთავაზოთ ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე სტატიები!

მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთადერთ საკონტინენტთაშორისო შეჯიბრებას ფეხბურთში ილიმპიური საფეხბურთო ტურნირი წარმოადგენდა, მაგრამ მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოყვარულებს შეეძლოთ.

პროფესიული ფეხბურთის სწრაფმა განვითარებამ და პროფესიონალთა და მოყვარულთა  დონეებს შორის მზარდმა  სხვაობამ, ასევე 1920–იან წლებში ფიფას–ს ეგიდით ჩატარებული ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირების წარმატებამ ფიფა–ს  ფრანგი  პრეზიდენტი ჟიულ რიმე და მისი კოლეგები ოლიმპიადისკენ დამოუკიდებელი საერთაშორისო  პირველობის ჩატარების აუცილებლობა დააფიქრა.

“მხოლოდ ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ფეხბურთის მოქცევა უკვე შეუძლებელია”, – ასე  მიმართა ფიფა–ს 1926 წლის კონგრესს რიმეს თანამემულემ  და უახლოესმა თანამბზრახველმა, საფრანგეთის ფეხბურთის  ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიფა–ს აღმასრულებელი კომიტეტირს წევრმა ანრი დელონემ.

1928 წლის 26 მაისს, ამსტერდამში ფიფა–ს კონგრესმა, აღმასრულებელი კომიტეტის წინადადების საფუძველზე, ფიფა–ს ეგიდით მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ხოლო  ერთი წლის შემდეგ, ბარსელონაში  მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის უმაღლესმა ორგანომ  დაადგინა, რომ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს 1930 წელს ურუგვაი უმასპინძლებდა. პირველი ჩემპიონატის მასპინძძლობაზე პრეტენზიას ურუგვაისთან ერთად: იტალია,შვედეთი, ჰოლანდია და ესპანეთი აცხადებდნენ, მაგრამ კონგრესის წევრებმა უპირატესობა მაინც  ამ პატარა სამხრეთამერიკულ ქვეყანას მიანიჭეს.

ურუგვაის იმხნად უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები ჰყავდა , რომელმაც 1924 და 1928 წლების  ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს  მედლები მოიპოვა. ფიფა–მ მხედველობაში ისიც მიიღო ,რომ ქვეყანა 1930 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს ზეიმობდა  და სურდა, ეს თარიღი ასეთი დონის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობითაც  აღენიშნა.  ამასთან ურუგვაელთა განაცხადი საჩემპიონატოდ ახალი, 100–ათას ადგილიანი სტადიონის  – “სენტენარიოს”  აგებასაც ითვალისწინებდა. და რაც მთავარია, ურუგვაიმ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ტურნირის მთელი ხარჯების თავის თავზე აღება აღუთქვა!

ფიფას გადაწყვეტილება მსოფლიო პირველობის  ურუგვაიში  ჩატარების შესახებ ევროპის ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვია. ბებერ კონტინენტზე მაშინ ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და ასეთ სარისკო, ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მოგზაურობაში მონაწილეობის პერსპექტივა არავის ხიბლავდა;  მით უფრო, რომ კლუბები 2 თვით თავიანთი უძლიერესი მოთამაშეების გარეშე უნდა დარჩენილიყვნენ.  ყოველივე ამის გამო ატლანტის ოკეანის გაღმა გამგზავრება ევროპის ყველა ძლიერმა გუნდმა იუარა და მსოფლიო პირველობასაც საფრთხე დაემუქრა.

ფიფას პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ  დიდი ძალისხმევის შედეგად მხოლოდ ის შეძლო, რომ ურუგვაიში გამგზავრებაზე საფრანგეთის, იუგოსლავიის, რუმინეთისა და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციათა  ხელმაძღვანელები დაიყოლია,  ხოლო  ევროპის იმ წლების წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმა – იტალიამ,უნგრეთმა,შვედეთმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა  – თავიანთი გადაწყვეტილება არ შეცვალეს.

რაც  შეეხება ინგლისსა და ბრიტანეთის სხვა ქვეყნებს მათ მსოფლიო ფეხბურთის მესვეურებთან მორიგი კამატის შემდეგ ორგანიზაციამ მეორედ დატოვეს. შესაბამისად, ბრიტანელებს აღარც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ქონდათ.

რუმინელთა მეფის  კაროლ მეორის ქვეშევრდომნი გემით გენუადან გავიდნენ, 21 ივნისს მათ ვილფრანშ სიურ მერში  ფრანგები და ფიფას წარმომადგენლობა შეუერთდნენ, ხოლო ბელგიელები “კონტე ვერდეს” ბარსელონაში ელოდნენ.

ურუგვაიში ევროპიდან ჩასულ 4 ნაკრებს   9 ამერიკულ ნაკრებთან ერთად ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთ  ნიკეს ოქროს კანდაკებისთვის უნდა ებრძოლათ. ფიფას  მიერ ტურნირის მთავარ პრიზად დაწესებული ეს ქანდაკება რომლის სიმაღლეს 35სმ იყო, ხოლო წონა   –  3,8 კგ, ფრანგმა მოქანდაკე აბელ ლაფლიორმა შექმნა.  ამ ჯილდოს “გამარჯვება” ეწოდებოდა, მაგრამ ჩვეულებრივ “მსოფლიო თასად”  მოიხსენიებდნენ, ხოლო 1946 წელს მას ოფიციალურად დაერქვა ტურნირის ჩატარების ინიციატორის, ჟიულ რიმეს სახელი.  მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატამდე გამარჯვებულს სწორედ ეს პრიზი გადაეცემოდა 1970 წელს ბრაზილილიელბმა ნიკეს ქანდაკება მესამედ მოიგეს წესდების თანახმად  ის სამუდამომ დატოვეს. იმ წელს მექსიკაში  ბრაზილია ტიტულის მთავარი პრეტენდენტი იყო,ორმოცი წლით ადრე  კი “სელესაო” ურუგვაიში რიგითი მონაწილის რანგში ჩავიდა.

გაგრძელება იქნება…

Advertisements