სურათით რომ დატკბე, მის შესახებ რაიმეს ცოდნა აუცილებელი არაა, თუმცა, უკეთესია, თუ დამატებითი ინფორმაცია გექნება. ამ გვერდებზე ასეთი ინფორმაციის მცირე ნაწილია მოცემული.

პირველი კითხვა, რომელიც ახალი სურათის ნახვისას გვიჩნდება, ისაა თუ რას ნახავს იგი. სურათები სხვადასხვა ჯგუფებს, ანუ  “ჟანრებს” მიეკუთვნება. ძირითადი  ჟანრებია: თხრობითი სცენები, პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი ანუ საგანგებოდ განლაგებული  საგნები.

სცენები, ჩვეულებრივ, კომპოზიციურად ისეა ხოლმე აგებული ,რომ სათქმელს გარკვეული ხერხით წარმოაჩენენ .  მნიშვნელოვაი  ფიგურები  და საგნები  ხშირად  სხვებზე   დიდია და განათებული,  მათ სურათს ცენტრალური ადგილი უჭირავთ , რათა მნახველემა პირველად სწორედ ისინი დაინახოს.

მხატვარი ხშირად სიმბოლოებით ცდილობს   მიგვახვედროს თუ რას გადმოსცემს მისი სურათი, ზოგჯერ ეს სიმბოლოები ძირითადად იდეას ასახავს  მაგ.,   სურათზე  გამოხატული წიგნი და ხმალი განათლებასა და მოქმედებას აღნიშნავს, ხოლო ყვავილი–სილამაზესა და სიამოვნებას.  სიმბოლოები ზოგჯერ იმის გაგებაშიც გვეხმარება თუ, თუ ვინაა წარმოდგენილი სურათზე. ცნობილ ადამიანებს ,  ასევე წმინდანებს,  მათი  მოღვაწეობისთვის  დამახასიათებელი  სიმბოლოებით გამოხატავენ, რის საფუძველზეც ექსპერტებს  შეუძლიათ დაადგინონ, ვინაა ასახული ამა თუ იმ სურათზე.                                                                                                                                                             

სურათის უკეთ  აღქმაში გვეხმარება იმის ცოდნაც, თუ რა მიზნით შეიქმნა იგი დიდი სასახლის მოსართავად თუ ეკლესიაში დასაკიდებლად, სალოცავად. ან იქნებ ავტორმა ის სამხატვრო გალერეისთვის დახატა, რათა ადამიანები მისი მშვენიერებით დამტკბარიყვნენ და მასში გადმოცემულ იდეებზე  დაფიქრებულიყვნენ.

სურათის სტილი და თვით საღებავებიც ძალიან  საინტერესო ინფორმაციის წყაროა. ტექნიკა და ხატვისთვის საჭირო მასალები დროთა განვმალობაში ძალიან შეიცვალა. სხვადასხვა მხატვრის მონასმიც ისე განხვავდება ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა ადამიანის ხელმოწერა. ზოგი მხატვარი რბილად და ფაქიზად ხატავს, ზოგი კი ფუნჯის მკვეთრ, სწრაფ მოძრაობებს იყენებს.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც სურათის ნახვისას საკუთარ თავს   ვუსვამთ, ისა, მოგვწონს  თუ არა იგი. ადამიანები ხელოვნებას განსხვავებულად აღიქვამენ, ამიტომ მოწონება–არმოწონება  გემოვნების საქმეა. ამასთან, გემოვნება  განუწყვეტლივ იცვლება. როდესაც რენუარი და მისი თანამოაზრეები პირველად გამოჩნდნენ ასპარეზზე, მათ ზედაპირულობისთვის აკრიტიკებდნენ.დღეს მათი სურათები საყოველთაო აღფრთოვანების საგანია.ასე რომ, სურათის ავკარგიოანობის დასადგენი  საყოველთაო წესები არ არსებობს.

Advertisements