tvalebi თვალების ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე, მის შინაგან ენერგეტიკასა და იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს მისი მეორე ნახევარი, ასტროლოგები კი გვეუბნებიან, რომ ადამიანის თვალებში ფერთა მთელი პალიტრაა ასახული.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, არექოლოგიური კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ დედამიწის ძირძველ მოსახლეობას თავფლისფერი თვალები ჰქონდა. ერთხელაც, კომეტასთან შეჯახების შემდეგ, დედამიწამ ორბიტა შეიცვალა, რამაც კლიმატის ცვლილება გამოიწვია და გამყინვარების პერიოდის დადგომასთან ერთად, ადამიანის პოპულაციის გადარჩენის საკითხი დადგა. ექსტრემალურ პირობებში ადამიანებმა მუტაცია განიცადეს და დედაწმიწაზე ენერგიული ადამიანების ახალი სახეობა გაჩნდა, რომლის წარმომადგენლები არა მარტო ახალი იდეების ინიციატორები გახლდნენ, არამედ სხვა ადამიანების ბედზე პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღეს. მათ ცივი შეფერილობის – ნაცრისფერი, ცისფერი, ლურჯი – მოკლედ ფანტასტიკური ფერის თვალები ჰქონდათ. ნაცრისფერთვალებათა მოჭარბებულმა ენერგიამ თაფლისფერთვალება მოსახლეობის მწირი ენერგია გააწონასწორა და ამით ახალ კლიმატურ პირობებში არა მარტო ადამიანების გადარჩენა, არამედ მათი რაოდენობრივი ზრდაც უზრუნველყო. (ისე, თუკი ეს მართალია, მაშინ, კაცობრიობა ისევ გადაირჩენს თავს – რადგან დედამიწას კვლავ უწინასწარმეტყველებენ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებას და ადამიანებს განადგურებას. ავტ.)

ნაცრიფერთვალებას თაფლისფერთვალებაზე დაქორწინების შედეგად ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხბანაირი – მწვანე, მონაცრისფრო–მოთაფლისფრო, მონაცრისფრო–მომწვანო და თვით მონაცრისფრო–მომწვანო–მოთაფლისფრო თვალები ჰქონდათ… ამასობაში, ადამიანებმა გამყინვარების პერიოდიც დაივიწყეს და კაცობრიობა არსებობის ახალ პირობებს შეეგუა.

თუ დღევანდელ ნაცრისფერთვალება და თაფლისფერთვალება ადამიანებს ყურადღებით დავაკვირდებით, მათ განსხვავებულ საქციელსაც უთუოდ შევნიშნავთ. კერძოდ, პირველები, როგორც წესი, მოჭარბებული ენერგიისაგან გათავისუფლებას, მეორენი პირიქით, საკუთარი ენერგიის უკმარისობის სხვათა ხარჯზე შევსებას ცდილობენ. შესაბამისად, ნაცრისფრთვალება ადამიანს შეიძლება „პოტენციური დონორი“, ხოლო თაფლისფერთვალებას კი „პოტენციური ვამპირი“ ვუწოდოთ. რაც შეეხება შერეული (მწვანე, მონაცრისფრო–მომწვანო და ა.შ.) ფერის თვალების მქონე ადამიანებს, მათ კიდევ უფრო რთული ენერგეტიკული ორიენტაცია აქვთ და შეძლება, როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის ადამიანების თვისებები გამოამჟღავნონ.

OLYMPUS DIGITAL CAMERA         ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი თვალები

თუ ცივი ფერის თვალები გაქვთ, გახსოვდეთ, ბუნება თქვენგან მხოლოდ მოქმედებას, ენერგიის მუდმივ გაცემას ითხოვს. ბედი საჩუქრად არაფერს მოგიძღვნით. მეტიც, მისი უბრალო ღიმილის დასამსახურებლადაც მაქსიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, ბუნებამ მიზნისკენ მსწრაფი, სამყაროს გარდამქნელი ენერგიით დაგაჯილდოვათ. თქვენ ადამიანი–შემოქმედი ხართ. მთელი გარემომცველი სამყარო კი მხოლოდ თქვენი იდეების განსახორციელებლად გამოსადეგი მასალაა. თქვენთვის ნებადართულია ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულით გინდათ. ასე რომ, იმოქმედეთ და ნურც გარშემო მყოფთა წინააღმდეგობის შიში გექნებათ. თბილი ფერის თვალების მქონე ადამიანები ნებისმიერ თქვენს პროექტს უპირობოდ მიიღებენ, მეტიც, მათთვის თქვენი არსებობაც უკვე დიდი ბედნიერებაა. თქვენ ხომ აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი, ანუ საკუთარი გზის მტანჯველი ძიებებისგან მათი გამომხსნელი ხართ.

გახსოვდეთ, თბილი ფერის თვალების მქონე, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა ჭარბი ენერგიისაგან სწრაფად და უმტკივნეულოდ გაგათავისუფლებთ, მასთან ენერგიის იდეალური გაცვლა–გამოცვლა გექნებათ: თქვენ ხალისით გასცემთ მოჭარბებულ ენერგიას, ის კი მას მადლიერებით მიიღებს.

ასტროლოგიის თანახმად, თქვენი თვალის ფერი მზისა და ვენერას ენერეგიების ნაზავისა და სატურნის ენერგიის მინარევის შერწყმის შედეგია. ამიტომაცაა, რომ მიმზიდველიბით, მგრძნობელობითა და ტემპერამენტით ერთდროულად ხართ დაჯილდოებული. საკმაოდ გულღია ხართ და ადამიანებთან კონტაქტიც არ გიჭირთ. ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ სწრაფადვე „ქრებით“. მართალია, ძალზე ფიცხი ხართ, მაგრამ წყენასაც ილოდავ ივიწყებთ. თქვენს მთავარ ნაკლად ალბათ თქვენი ხშირი კაპრიზები უნდა ჩაითვალოს.

brown eyes თაფლისფერი, შავი თვალები

თუ თაფლისფერი თვალები გაქვთ, მაშინ მიზნის დასახვისას ქანცგამომცლელი შრომისათვის კი არა, პირველ რიგში, ადამიანებისათვის თავის მოსაწონებლად უნდა მოემზადოთ. რა თქმა უნდა, თქვენც სამყაროს აქტიური გარდამქნელი ხართ. უბრალოდ, საკუთარ პროექტებს სხვისი ხელით ახორციელებთ, ამიტომ სიბრძნეს უნდა უხმოთ და ბრძოლაში შეუნიღბავად არასდროს ჩაერთოთ. გახსოვდეთ, საკუთარი ძალების მუდმივი ნაკლებობიდან გამომდინარე, მიმზიდველობა, ჭირვეულობა და მარჯვე შემთხვევის ლოდინი თქვენი სამი მთავარი კოზირია. ისწავლეთ ამ კოზირებით სარგებლობა და ყველაფერს, რასაც ისურვებთ, გარშემო მყოფები ხონჩით მოგართმევენ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ ცისფერთვალება და ნაცრისფერთვალება ადამიანებს თქვენი დახმარებით ჭარბი ენერგიისაგან გათავისუფლება სურთ, თქვენ კი ამ ენერგიის მიღებაც შეგიძლიათ და მასზე უარის თქმაც. უარის შემთხვევაში ენერგიის გაცემის მსურველთ ტანჯვას მიაყენებთ, მაგრამ ისიც მოსალოდნელია, რომ ამით „ობიექტის“ ძიებისაკენაც უბიძგოთ. თუ ამის სურვილი არ გაქვთ, საკუთარ მიმზიდველობაზე უნდა იზრუნოთ. დაუდევარი ჩაცმულობა ან ვარცხნილობა (თუ რა თქმა უნდა, ეს თქვენივე ტაქტიკური ხრიკი არაა) სრულიად დაუშვებელია. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებასაც და ჟარგონები საერთოდ გამორიცხეთ.

ცხოვრების თანამგზავრი ერთადერთი პრინციპით უნდა შეარჩიოთ – თქვენთვის ვის უფრო მეტი მსხვერპლის გაღება შეუძლია –და ეს მსხვერპლი (თუნდაც ძალზე მცირედი) მისგან გამუდმებით მოითხოვოთ, რაც თქვენს რჩეულს მხოლოდ სიცოცხლეს კი არ გაუხანგრძლივებს, არამედ მას უფრო გააზრებულსაც გახდი. ოჯახის შესაქმნელ ყველაზე საიმედო ფუნდამენტად, რა თქმა უნდა, ცისფერი და ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანები გამოგადგებიან – მათ გვერდით ყოფნით იმდენ ენერგიას მიიღებთ, რომ ნებიმისმიერი ყოფით პრობლემას იოლად დაძლევთ.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ თქვენი თვალები მზისა და მარსის ენერგიების შერწყმის შედეგია. ამიტომაც, თავგანწირული სიყვარულის უნართან ერთად დიდი ნებისყოფითა და ხასიათით გამოირჩევით. ხშირად ეჭვიანობთ, მაგრამ ამ თვისების აფიშირებას არასოდეს ცდილობთ. ადამიანს ყოველთვის შეიძლება, თქვენი იმედი ჰქონდეს. თაფლისფერთვალება ადამიანის ხასიათის თავისებურაბედ შეიძლება, ინდივიდუალიზმი და, ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების სურვილი და დიდი წარმატებების მიღწევის უნარიც ჩაითვალოს, ვინმეს მხრიდან ზეწოლას კი საერთოდ ვერ იტანთ.

green_eyes მწვანე ფერის თვალები

მწვანე ფერი ორი ფერის – ლურჯისა და ყვითლის თანაბარი ნაზავის შედეგია. ამიტომაც, დონორისა და ვამპირის ენერგიების თანაბარი შერწყმა გახასიათებთ, რაც იმის საწინდარია, რომ მონაცრისფრო–მოთაფლისფრო თვალების მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, უკიდურესობაში არასოდეს გადავარდებით და ცხოვრებაში ყოველთვის „ოქროს შუალედის“ ძებნას შეეცდებით. და კიდევ, თუ ბედმა ზურმუხტისფერი თვალები გარგუნათ, არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში საკუთარ თავთან თანხმობის მიღწევაა – რაზეც უნდა ფიქრობდეთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, საკუთარი აზრებისა თუ საქციელით კმაყოფილება თქვენთვის უბრალოდ, აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებიც კმაყოფილნი იყვნენ. მოკლედ, თუ საკუთარი თავისთვის სასაყვედურო არაფერი გაქვთ, მაშინ მთელი სამყარო ნათელი და მხიარული გეჩვენებათ. თუ ადამიანი თქვენს მოთხოვნებს მიესადაგება, მისთვის ყველაფრის გასაკეთებლად მზად იქნებით, მაგრამ ვაი მას, ვინც თვალში არ მოგივათ – ასეთი ადამიანთან იმდენად დაუდევრად (თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე) იქცევით, რომ მისი სახით ლამის, დაუძინებელ მტერსაც კი იძენთ.

ქორწინებამ რომ გაგიმართლოთ და ცხოვრებაც კარგად მოიწყოთ, მწვანეთვალება ადამიანებმა ბედი თქვენსავით „ოქროს შუალედი“ მოყვარულებს უნდა დაუკავშიროთ. ასტროლოგიურად, ამქვეყნად ყველაზე ნაზი ადამიანი ხართ. თქვენი თვალების ფერი ვენერასა და ნეპტუნის ენერგიების შერწყმის შედეგია. საკუთარი რჩეული ყოველთვის ალალად და გამორჩეული ერთგულებით გიყვართ. მეგობრები საიმედოობისა და სიმტკიცისათვის გაფასებენ, მტრებს კი პრინციპულობისა და სიმტკიცისთვის სძულხართ. კარგი მსმენელი და მოსაუბრე ხართ. სტაბილური შეხედულების მქონეს, არც წარმოსახვის უნარი გაკლიათ და საერთოდაც, ადამიანთა ყველაზე წარმატებულ კატეგორიას მიეკუთვნებით.

__eye_03_hazel_copy მონაცრისფო–მოთაფლისფრო თვალები

თუ მონაცრისფრო–მოთაფლისფრო თვალები, ანდა მონაცრისფრო–მოთაფლისფრო თვალები გაქვთ, მაშინ თქვენ წინაშე ბევრი ადამიანი მოიდრეკს მუხლს, მაგრამ რომელიმე მათგანთან მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებამდე ძალიან ბევრი დრო გაივლის, ამის მიზეზი კი თქვენივე წინააღმდეგობრივი ხასიათია. მონაცრისფრო–მოთაფლისფრო თვალების მქონე ადამიანში დონორისა და ვამპირის ენერგიაა შერწყმული და ამავე დროს, ისინი ცალკე არსებობის უფლებასაც დაბეჯიდებით ითხოვენ. ამიტომაცაა, რომ თუ ზოგჯერ ვიღაცის უსაზღვრო ძალაუფლების საკუთარ თავზე გამოცდა გსურთ(ამ დროს თქვენში დონორი იღვიძებს), მეორე წუთში (თუ დონორმა ვამპირს დაუთმო ადგილი) შეიძლება, თავადვე აღივსოთ ტორანიის სურვილით. ერთი სიტყვით, ამქვეყნად ცხოვრება თქვენთვის საკმაოდ ძნელია, მაგრამ ადვილს ვერც თქვენ გვერდით მყოფი ადამიანების ყოფას დავარქმევთ.

მყარი ოჯახის შექმნას თქვენსავით მონაცრისფრო–მოთაფლისფრო თავქლების მქონე ადამიანთან შეძლებთ, მხოლოდ მასთან თუ გექნებათ იდეალური ენერგოგაცვლა. თქვენი თვალების სტროლოგიურ ფერს ორი დაპირისპირებული მნათობის – მთვარისა და მზის ენერგიების შერწყმა და მარსის მინარევი განსაზღვრავს. დიდი გამძლეობით, ინიციატივიანობითა და შფოთიანი ხასიათით გამოირჩევით. თქვენი თვალების ფერი ვნებიანობასა და მოსიყვარულე გულზე მიუთითებს. სასურველი ობიექტისკენ მიმავალ გზაზე ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეგაჩერებთ, მაგრამ ასეთ თავგანწირვას მხოლოდ გამარჯვების სიხარულის კი არა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების სიმწარის მოტანაც შეუძლია.

feee1e4019862efc___2_Eye_after_foundation_concealer_primer_.xlarger მონაცრისფრო–მომწვანო თვალები

ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი აგრესიულობის, თავდაჯერებულობისა და დესპოტიზმის სრულად რეალიზება ვერაფრით ვერ მოხერხდება, თუ მისი თვალები თუნდაც იშვიათად, მომწვანო ფერსაც იღებს. თამამი და ზოგჯერ თავხედური ჩანაფიქრებიც გჩვევიათ, მაგრამ ხშირად, ვერ ახორციელებთ, რადგანაც თქვენთვის ძვირფას ადამიაეაბთან სიხისტეს ერიდებით, ამის გარეშე კი სერიოზული გარდაქმნები უბრალოდ შეუძლებელია.

პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევთ: თუ სიყვარულის ობიექტი საპასუხო ცეცხლით არ იწვის, მაშინ თქვენი ცეცხლიც მალევე ინავლება, ხოლო თუ ცეცხლი მეორე გულსაც გადაედო, საკუთარი არჩევანის ფანატიკურად ერთგული ხდებით. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთ გარემოებას შეუძლია ღალატი გაიძულოთ – ეს მაშინ ხდება, თუ იგრძნობთ, რომ თქვენი სიყვარული ვიღაცას ამჟამინდელ რჩეულზე მეტად სჭირდება; თქვენი სითბო კი ყოველთვის სჭირდებათ მომწვანო–მოთაფლისფრო თვალების მქონე ადამიანებს და სწორედ მათ შეუძლიათ, ჭეშმარიტად გაგაბედნიეროთ.

ასტროლოგიის თანახმად, თქვენი თვალების ფერს, მთვარის და ვენერას ენერგიების ნაზავთან ერთად, მერკურიც განსაზღვრავს. ჰოდა, ასე ჭკვიანი და მგრძნობიარე ამიტომაც ხართ. მორცხვი, განმარტოებისაკენ მიდრეკილი, მეოცნებე ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პრაგმატული, გულოდგინე და ამავდროულად, რომანტიკულიც იყოთ.

ist2_1849829-hazel-eye მომწვანო–მოთაფლისფრო თვალები

ამ თვალებში მწვანე ფერის არსებობა არც ვამპირის და არც დონორობის მთელი სისრულით განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. მართალია, გარშემო მყოფებისაგან ყოველთვის ყველაფრის სრულად მიღებას ცდილობთ, მაგრამ არც ისე უსინდისოდ, როგორც ამას თაფლისფერთვალება ადამიანები აკეთებენ. გაქვთ უნარი, სხვები დაარწმუნოთ, რომ თქვენი სურვილისამებრ მოქცევა, პირველ რიგში, მათთვისვეა სასარგებლო, ამას კი ფილოსოფიურად მოწყობილი ტვინისა და დიპლომატიის ნიჭის წყალობით აღწვეთ. არასდროს გაკმაყოფილებთ იმ ადამიანისთვის ზურგის შექცევა, ვინც თქვენი თხოვნა ყურად არ იღო, იმაშიც უთუოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ მან თავისი საქციელი ინანა. ამის მისაღწევად კი არც თუ იშვიათად, საკუთარი კეთილდღეობისა და თვით სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებასაც არ ერიდებით.ს ზოგჯერ შურისმაძიებელი და დაუნდობელი, გაწონასწორებულ მდგომარეობაში კი – ფილოსოფოსი ხართ.

თქვენი ოჯახისათვის იდეალური საფუძვლის შექმნა მომწვანო–მონაცრისფრო თვალების მქონე ადამიანს შეუძლია. ასტროლოგია ვარაუდობს, რომ თქვენი თვალების ფერი სატურნის, მარსის და ვენერას ენერგიების შერწყმის შედეგია. ძლიერი ნებისყოფა გაქვთ და ჯიუტ ადამიანად მიგიჩნევენ, მაგრამ ხშირად, დასახული მიზნის მიღწევაში სწორედ ეს გეხმარებათ. ზოგჯერ ჭირვეული, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სასტიკიც ხართ. მრისხანების ან უმიზეზო დეპრესიის შემოტევებიც გაქვთ, მაგრამ – იშვიათად, ყველაზე ხშირად კი მშვიდი და გაწონასწორებული სულიერი მდგომარეობა გაქვთ.

პოსტი ინტერნეტში მოძიებული მასალის მიხედვითაა მომზადებული, რა თქმა უნდა, ერალურად ადამიანის ხასიათი ბევრად უფრო მარავალფეროვანი და რთულია. ნუ ჩათვლით თქვენს თავს თვალების ფერის მიხედვით “ვამპირად” მისი ტრადიციული გაგების მიხედვით, “ენერგეტიკული ვამპირების” შესახებ, აქ სხვა კუთხითაა საუბარი. რა თქმა უნდა, 100% ვერ ადემთხვევა თქვენს ხასიათს, მაგრამ მე ვიპივე ჩემი თავლების ფერის შესაბამის აღწერაში, მსგავსება ჩემს ხასიათტან, თანაც საკმაო მსგავსება…. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოსტი სხვა, რაღაც ერთი კუთხით თუ მაინც არ დაგანახვებთ საკუთარ თავს, გაგართობთ მაინც… 🙂

Advertisements