1756 წელს დაიბადა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორი მოცარტი, რომლის სიკვდილისგან 254 წლის შემდეგაც კი  მისი მუსიკა  უკვდავია.იგი ვუნდერკინდი ბავშვი ყოფილა და ჯერ კიდევ შვიდი წლისამ შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. მოცარტი სრულიად ახალგაზრდა 35 წლის გარდაიცვლა. მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდობისა მან მოასწრო და ძალიან ბევრი ნაწარმოები შექმნა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა ზალცბურგში, ავსტრიის ალპებში. მისი მამა ლეოპოლდიც მუსიკოსი იყო. ვოლფგანგის  წერილებიდან ჩანს ,რომ იგი კეთილი და მზრუნველი მამა ყოფილა, თუმცა არსებობს მოსაზება, რომ ლეოპოლდი ბოროტად სარგებლობდა შვილის უდიდესი ტალანტით. ადრეულ ასაკში თავბრუდამხვევ  კ ა რ ი ე რ ა ს  ვოლფგანგზე ცუდად სრულებითაც არ უმოქმედია. მოცარტი თავდაჭერილი, ამაყი, განათლებული და ყურადღებიანი ადამიანი იყო.

სხვა დიდი კომპოზიტორებისგან განსხვავებით, მოცარტი არც რევულუციონერი  და არც ახალი ტექნოლოგიების პიონერი იყო. იგი შთანთქავდა  მისი დროის საუკეთესო მუსიკას და წინა პლანზე გადმოჰქონდა განუმეორებელი  სილამაზის სტილი.

მოცარტის, როგორც ვუნდერკინდი ბავშვის კარიერა ძალიან ნაადრევად–წლიდან დაიწყო,  როდესაც მამამისმა ევროპირს ტურნეზე წაიყვანა. მას იქ შესაძლებლობა მიეცა მოესმინა სხვადასხვაგვარი მუსიკა  და შეხვედროდა მნიშვნელოვან ფიგურებს როგორიცაა იოჰან სებასტიან ბახი. მაგრამ  უკვე ზრდასრულ ასაკში მოცარტის წარმატება კლებულობს, მისი უკანასკნელი მოგზაურობა პარიზში 1776 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა.  არსებობდა სხვა პრობლემებიც. მას დაძაბული ურთიერთობა ქონდა უფროსთან ზალცბურგის არქიეპოსკოსთან, ამ დროისთვის მოცარტი  ორღანისტად მუშაობდა მის კარზე. იგი ცდილობდა სხვა სამსახური მოეძებნა, მაგრამ შესაფერისი არაფერი ჩანდა. პრობლემებს დაემატა დედის სიკვდილი აქ დასრულდა მოცარტის, როგორც პატარა გენიოსის კარიერა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  მისი ჩამოყალიბება ზრდასრულ კომპოზიტორად.

მიუხედავად იმისა, რომ მოცარტს შექმნილი ქონდა ოპერების სიმფონიების, კონცერტების და კამერული მუსიკის გასაოცარი მუსიკის გასაოცარი სია, მხოლოდ პარიზში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო შედევრების შექმნა, რამაც უკვდავყო მისი სახელი.

1779 წელს გამოვიდა შესანიშნავი საკონცერტო სიმფონია ვიოლინოს, ალტისა  და ორკესტრისათვის. შემდეგ მან მიიღო შეკვეთები მიუნხენის თეატრიდან. 1781 წელს მოცარტი ქმნის ოპერას “იდომენევსი – კრეტის მეფე”. ოპერისადმი ახლებულმა მიდგომამ დიდი აღტაცება ჰპოვა. გამოცდილება მოცარტს წარმატების მადას უღვივებდა, მაგრამ, ამავდროულად იმედგაცრუება ემატებოდა ზალცბურგში სამსხუროებრივი შეზღუდვების გამო. კომპოზიტორსა და არქიეპისკოპოსს შორის უთანხმოება ღვივდებოდა და მოცარტი სამსახურისგან დაითხოვეს. იგი თავისი იღბლის საძებნელად ვენაში გაემგზავრა.

მოცარტი პირველი კომპოზიტორი არ ყოფილა, რომელმაც დამოუკიდებელი კარიერის შექმნა მოინდოდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სარისკო საქმე იყო და ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მან შექმნა ოჯახი, რომელსაც სჭირდებოდა შენახვა. 1782 წელს, მამის წინააღდეგობის მიუხედავად მოცარტი დაქორწინდა მომღერალ კონსტანც ვებერზე. მიუხედავად უამრავი პრობლემისა,  რომელთაგანაც ფინანსური იყო, მოცარტმა მოახერხა ულამაზე მუსიკის უამრავი შედევრის შექმნა. 1782 წელს დაწერილმა ოპერამ “მოტაცება სერალიდან” (Die Entfabrung aus dem Serail) მას უდიდესი წარმატება მოუტანა.

წარმატების მწვერვაზე მყოფი მოცარტი გარდაიცვალა, სავარაუდოდ,  თირკმლის ინფექციით. მის მრავალრიცხოვან სასულიერო ნაწარმოებს შორის გამოირჩევა გედის სიმჯერა – გენიალური რექვიემი (კათოლიკური  მესა  გარდაცვლილთათვის, 1791), რომელსაც მოცარტი ანონიმური პირის შეკვეთთ წერდა სიცოცხლის უკანსკნელ წელს. არსებობს მოსაზრება ,რომ მოცარტი მისმა მეტოქემ სალიერმა მოწამლა.

მოცარტს კიდევ რომ ეცოცხლა კიდევ უამრავ  მუსიკაც აჩუქბდა  მსოფლიოს. მისი შედევრების ბრწყინვალებამ, სილამაზემ და ყველაზე მეტად  ადამიანთა უსაზღვრო სიმპათიამ  იმდენად პოპულარული გახადა,რომ ბევრი  მსმენელი მას კომპოზიტორთა შორის გამორჩეულად  მიიჩნევს.

რეალისტური ოპერა– კომედიის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს “ფიგაროს ქორწინება” (1786), რომელიც ძალზე წარმატებული  აღმოჩნდა. მალევე მოცარტმა მიიღო ახალი შეკვეთა, ამჯერად  პრაღიდან.  იგი ქნის მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრს  – “დონ ჟუანს” (1787) მასში შერწყმულია მუსიკალური ტრაგედიისა და მუსიკალური კომედიის ნიშნები და მოცარტის რეალისტური საოპერო დრამატურგიის  მწვერვალია.

1790 წელს გამოვიდა ასევე დიდი ოპერა – “ასე იქცევა ყველა ქალი” , რომელიც ეყრდნობდა ცინუკურ და შეუფერებელ ამბავს ქალის მერყევი ხასიათის შესახებ. ამ დრამატულ ოპერას  მოჰყვა  “ჯადოსნური ფლეიტა” (1791) , რომელიც უფრო ბალადას წააგავდა  და ალეგორიული იყო.

შ ე დ ე ვ რ ე ბ ი

ოპერები

“იდომენევსი”

“ფიგაროს ქორწინება”

“დონ ჟუანი”

“ჯადოსნური ფლეიტა”

“მოტაცება სერალიდან”

“ასე იქცევა ყველა ქალი”

“ტიტუსის ლმობიერება”

კ ო ნ ც ე რ ტ ე ბ ი:

სიმფონიური კონცერტი ვიოლინოს

ალტისა და ორკესტრისათვის

საფორტებიანო კონცერტები

კონცერტი კლარნეტისთვის

ს  ი მ ფ ო ნ ი ე ბი:

სიმფონია  #38 “პრაღა” და #41

“იუპიტერი”

სიმფონია სი მაჟორში

ს ა ს უ ლ ი ე რ ო   მ უ ს ი კ ა

მესა “კორონაცია”

რექვიემი (დაუმთავრებელი)

Advertisements