ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვისკუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. მის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით.[1] ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა. 1764 წელს 2/7 ივნისს მან იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.

1778 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონი და მისი უფროი ძმა ჟოზეფი გააგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან, რომელმაც ნაპოლეონი დროებით ფრანგული ენის შესასწავლად კოლეჯში მოაწყო. 3 თვის შემდეგ ის ბრიენის სკოლაში გადავიდა. აქ მან 5 წელი დაჰყო. წარმატებულმა კურსანტმა ბუონაპარტემ პარიზის უმაღლეს სამხედრო სკოლაში სწავლა დაიმსახურა. ათთვიანი სწავლის შემდეგ 1785 წელს მამის სიკვდილის გამო ის იძულებული გახდა გამოსაშვები გამოცდები ჩაებარებინა და ოჯახს ჩასდგომოდა სათავეში და სამუშაოდ ის გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში.

ნაპოლეონი იყო საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, მას ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იგი იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წ.წ. და შემდგომ როგორც “ფრანგთა იმპერატორი”1804-1815 წ.წ., იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წ.წ. და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წ.წ.
დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. მან პოპულარობა მოიხვეჭასაფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს მან მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო 5 წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში იგი დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა და გადასახლებულ იქნა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი 6 წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.

Advertisements