მსოფლიოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომლებიც მათ სიმაღლეს ეხება მხოლოდ ბოლო სამი საუკუნეა არის ცნობილი, ძველი დროის მონაცემები დღესდღეობით არაა შემონახული, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი ის სირთულეები, რაც არაბუნებრივ სიმაღლესთანაა დაკავშირებული, ძალიან მაღალ ადამიანებს ელემენტარული, საზოგადოებაში ინტეგრაციაც კი უჭირთ. ეს პოსტი კი მათ მინდა მივუძღვნა.

რობერტ ვადლოუ მამასთან ერთად, მამა ფრანკლინ ვოდლოუს სიმაღლე 182 სანტიმეტრია

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული რობერტ ვადლოუა, რომელიც 1918 წლის 22 თეებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატის ქალაქ ალტონში დაიბადა. ვადლოუმ მხოლოდ 22 წლის მანძილზე იცოცხლა, მისი სიმაღლე კი 272 სანტიმეტრი გახლდათ.
ვადლოუ ჯერ მხოლოდ 163 სანტიმეტრი იყო როდესაც ჰორმონალური დარღვევები დაეწყო, სორედ ამან გამოიწვია მისი ელვისებური ზრდა. ის მის ცხოვრებაშივე გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, ის სიმაღლის და მიუხედავად ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში და ამერიკაში მას დიდ პატივს სცემდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი წონა 220 კილოგრამი გახლდათ. ვადლოუს სიცოცხლეშივე უძღვნიდნენ მუსიკებს, ბოლოს კი მასზე სიმღერა მუსიკალურმა ბენდმა “The Handsome Family”-მ იმღერა 2005 წელს.

ვადლოუ 1940 წელს დაიღუპა, 4 ივლისს, როდესაც ის “ტყის ეროვნულ ფესტივალზე” იმყოფებოდა, მან შემთხვევით ფეხი მოიტეხა და ამან სისხლში ინფექცია გამოიწვია, მაშინდელი მედიცინის პირობებში მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ვადლოუს უდიდეს პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მის დასაფლავებაზე 40 000 ადამიანი მივიდა, ის მთელ ამერიკას ძალიან უყვარდა.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ადამიანს, რომელიც დღესაც ცოცხალია, ის უკრაინელი ლეონიდ სტადნიკია. მისი სიმაღლე 258 სანტმეტრია წონა კი 200 კილოგრამი. სტადნიკი 1982 წელსაა დაბადებული და ქალაქ ჟიტომირის ოლქში სოფელ პოდოლიანცის ვეტექიმია.

ლეონიდ სტადნიკი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშენკოსთან ერთად

Advertisements