გუგლი (Google) — არის ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელში ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში.

გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე. მისი გაკეთება ენდი ბეჩტოლშეიმს 100.000 ამერიკული დოლარი დაუჯდა და გაკეთდა სან მაიკროსისტემსისის მიერ. როგორც იცით, გუგლი არსებობს საქართველოშიც. მალე იგი გადაითარგმება იმ ენებზეც, რომელზეც ჯერ არ არის და იგი მალე იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ძებნის სისტემა.

გუგლის შექმნა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზ მდიდარი და ცნობილი ადამიანი საკუთარი ნიჭის და მონდომების ხარჯზე. დომენი google.com 1997 წლის 15 სექტემბერს დარეგისტრირდა და თავდაპირველად ორგანიზაციას საჭირო სახსრები არ ჰქონდა ოფისის ფართის დასაქირავებლად, ამის გამო მათ გუგლის სათავო ოფისი ქალაქ მენლო პარკში, მათი მეგობრის ავტოფარეხში განათავსეს. დღეისათვის კი მათო ოფისი კალიფორნიაშია. პირველი ინვესტიცია კომპანიის განვითარებისათვის ენდი ბეჩტოლშეიმმა ჩადო და მანვე მოიფიქრა გუგლის დევიზი, რომელიც ასე ჟღერს: “ნუ იქნები ბოროტი”
დღეისათვის კორპორაცია ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში, მათმა შემოსავალმა 2009 წელს 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს გდააჭარბა.

Advertisements