ახლა ერთ დამთრგუნველ პრობლემაზე დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ ამ წვიმიან, ცივ ამინდში გადავიფიქრე ამ პოსტის დადება და ჩემი მკითხველების ცოტა გახალისება გადავწყვიტე.
ჰოროსკოპის გვჯერა თუ არა, მის შესახებ მაინც ყველას გვსმენია რაღაც მეტ–ნაკლებად და ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ისიც იცის, რომ ამ სისტემის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანს თავისი მფარველი პლანეტა ჰყავს. მაგ: სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანის მფარველ პლანეტად ვენერა ითვლება და ა.შ.

ამასთან, ასტროლოგებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ისიც, თუ კვირის რომელ დღესაა დაბადებული ადამიანი, რადგან კვირის ყოველ დღეს სხვადასხვა პლანეტა განაგებს და ისინიც ახდენენ გავლენას ამ დღეს დაბადებულ ადამიანზე. მაშ ასე:

ორშაბათი (მფარველი პლანეტა მთვარე) – ამ დღეს მგრძნობიარე და მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან, მაგრამ მათ ხშირად ეცვლებათ გუნება – განწყობილება. ისინი გურმანები არიან და უმეტესწილად მზარეულის პროფესიას ირჩევენ.

სამშაბათი (მფარველი პლანეტა მარსი) – ამ დღეს დაბადებულნი მებრძოლი სულის პატრონები, ენერგიულები, ფეთქებადები არიან. უყვართ მბრძანებლობა და არასდროს დადიან სხვის ჭკუაზე.

ოთხშაბათი (მფარველი პლანეტა მერკური) – ნიჭიერი ადამიანები არიან, სხარტი გინება აქვთ. უყვართ ლაპარაკი და გართობა მეგობრებთან ერთად (ისე ეს ბოლო ვის არ უყვარს ნეტა. ავტ.).

ხუთშაბათი (მფარველი პლანეტა იუპიტერი) – ამ ადამიანთთათვის მოგზაურობა უმთავრესია. იზიდავთ ავანტიურა. სამართლიანები არიან, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად მორცხვობენ.

პარასკევი (მფარველი პლანეტა ვენერა) – ამ დღეს შემოქმედი ადამიანები იბადებიან და უმეტესად ხელოვნებას ემსახურებიან. სიყვარული მათთვის უმთავრესია. გემოვნებით და ელეგანტურად იცვამენ.

შაბათი (მფარველი პლანეტა სატურნი) – ფილოსოფოსები, მეცნიერები შაბათს იბადებიანო, ამ სისტემას თუ დავუჯერებთ. ისინი საიმედო ადამიანები არიან – თამამად შეგიზლიათ ანდოთ თქვენი საიდუმლო და რჩევაც ჰკითხოთ.

კვირა (მფარველი პლანეტა მზე) – ამ დღეს შემოქმედი ადაიმიანები იბადებიან. ისინი დასახული მიზნისაკენ ჯიუტად მიიწევენ და იმარჯვებენ კიდეც

პ.ს. რა თქმა უნდა დაბადების დღე და საათი ჩვენ ვერ გვემახსოვრება 😀 და თუ დედებსაც არ ახსოვთ, გუგლი ამაშიც დაგვეხმარება სავარაუდოდ. 😉

გუგლის დახმარება მე არ დამჭირვებია, რადგან დედიკოს ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვს. 🙂

Advertisements